27 ნოემბერი 9 წუთის საკითხავი
თიბისის სემინარები აგრო გამოფენაზე

თბილისში,  Expo Georgia-ს საგამოფენო სივრცეში სოფლის მეურნეობის  რიგით მე-18 საერთაშორისო  გამოფენა -  Agro Expo  ჩატარდა.  ღონისძიებაში 11 ქვეყნის 100-მდე კომპანია მონაწილეობდა, რომლებიც სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, სასმელების, შემფუთველი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების სფეროების მიმართულებით აწარმოებენ პროდუქციას.

სამი დღის განმავლობაში, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, დაეთვალიერებინა სოფლის მეურნეობის დანადგარები და მანქანები, კვების ტექნოლოგიები, თესლები, ნერგები, სასუქები და ქიმიკატები, საირიგაციო სისტემები, საშრობები და შენახვის სისტემები და სხვა.

 

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო  სოფლის მეურნეობის დარგში გამოყენებადი ტექნიკა: მანქანა-დანადგარები ხორც-პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავებისთვის, ასევე რძის პროდუქტებისთვის, შესაფუთი ტექნოლოგიები და მასალები, სასმელების ინდუსტრიის აღჭურვილობა, მაცივრები, კვებისა და სასმლის ინგრედიენტები და ა.შ.

სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენას 1500-მდე ფერმერი ესწრებოდა  საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ,  გაცნობოდნენ ახალ ტექნოლოგიებს და სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებს.

 

თიბისი ბანკი იმ კომპანიებს შორის ერთ-ერთია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია Agro Expo-ს მონაწილეა. წელს  ბანკის აგრობიზნესის მართვის ჯგუფის წარმომადგენელმა, შოთა გონგლაძემ ფერმერებსა  ის სიახლეები და პროდუქტები გაანცო, რასაც თიბისი ბანკი სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს.

„თიბისი ბანკი მუდმივად ცდილობს, სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო დარგში მიმდინარე უახლესი ინფორმაცია გაუზიაროს. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი მონაწილეობა Agro Expo-ში. გვინდოდა, დამსწრე  აუდიტორიისთვის  თიბისი ბანკის მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულებით შეთავაზებული ინოვაციური პროდუქტების -  სტარტაპ აგროსესხისა და  რეგიონალური აგროფორუმების შესახებ მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია.  გვიხარია, რომ ფერმერების მხირდან დაინტერება საკმაოდ დიდი აღმოჩნდა“, - ამბობს შოთა გონგლაძე.

Agro Expo-ს მე-18 საერთაშორისო გამოფენა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

 

კომენტარები