18 აპრილი 9 წუთის საკითხავი
თიბისის რეგიონალური ბიზნესფორუმი იმერეთში

თიბისის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში მასშტაბური ბიზნესფორუმების სერია გრძელდება. აჭარის შემდეგ თიბისის ბიზნესკლიენტები ამჯერად უკვე იმერეთში შეიკრიბებიან. ღონისძიება წყალტუბოში 20 აპრილს ჩატარდება და მასში იმერეთის რეგიონში მოქმედი ბიზნესების 300-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

 

ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციას დარგის ექსპერტები მიაწვდიან. 9 სპიკერი თიბისის ბიზნესკლიენტების წინაშე სხვადასხვა თემით წარსდგება: ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, თიბისი ბანკის კორპორატიული მომსახურება რეგიონებში, თანამედროვე ტენდენციები ბიზნესში, კულტურა 3.0, მაკროეკონომიკური მიმოხილვა, „სილავმარკე“, IFRS for SME, საგადასახადო სიახლეები და გარემო ბიზნესისთვის, მოტივაცია გაყიდვებში.

 

ამის შემდეგ, ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ვორქშოპებს და მათთვის საინტერესო  ისეთ საკითხებზე მიიღონ ინფორმაცია, როგორებიცაა: სოციალური მედიის მართვა, სასტუმროების მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიები, ფინანსები და სხვა.

„იმერეთის ბიზნესფორუმი, რომლითაც თიბისის ინიცირებული ფორუმების სერია გრძელდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნესკლიენტები შეიტყობენ, თუ როგორ უწყობს თიბისი ბანკი თავის და არა მარტო თავის კლიენტებს მათი საქმიანობის განვითარებაში ხელს. ზოგადად თიბისი ბანკის მხარდაჭერა ბიზნესებისათვის სხვადასხვა მიმართულებისაა - ეს არის ბიზნესგანათლება, ტექნოლოგიური მხარდაჭერა და სხვა. რიგით მეორე ბიზნესფორუმზე მეწარმეები პროფესიონალი სპიკერებისგან მიიღებენ ინფორმაციას, რომელიც მათ სხვადასხვა მიმართულებებით დაემხარება, იქნება ეს მაკროეკონომიკა, სოციალური მედია და მარკეტინგი, თუ გაყიდვების ტექნიკა.“ - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

თიბისის ბიზნესფორუმების მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ბიზნესების წარმომადგენლებისთვის აქტუალური და საინტერესო ბიზნესსიახლეების გაცნობა და ზოგადად, ქვეყნაში ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

 

ბიზნესფორუმი აჭარისა და იმერეთის შემდეგ უკვე საქართველოს სხვა რეგიონებში გაიმართება.

 

თიბისის რეგიონალური ბიზნესფორუმების პარტნიორია „ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“ (EFSE).

კომენტარები