23 მაისი 10 წუთის საკითხავი
თიბისი ბიზნესგანათლების მიმართულების განვითარებას აგრძელებს

ბიზნსეგანათლება თიბისი ბანკის ერთ ერთი მთავარი სტრატეგიის ნაწილია,რომელიც ბიზნესების მხარდაჭერას ემსახურება.

 

ბიზნესგანათლების ფარგლებში თიბისის ეგიდით სისტემატურად ტარდება ტრენინგები, კონფერენციები, მასტერკლასები, B2B და აგროფორუმები  და მათში მონაწილეობა ბიზნესის მფლობელებისთვის სრულიად უფასოა. 2014 წელს დაწყებული ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, გადამზადების კურსი 10 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა.

 

2018 წლის პირველ კვარტალში კი, გადამზადებულების რიცხვმა უკვე ათასს გადააჭარბა. ამავე წელს ბიზნესგანათლების პროგრამას 10 ახალი მიმართულება  და 13 ტრენერი დაემატა.

 

ტრენინგების მატებასთან ერთად, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჭავჭავაძის 11-ში მდებარე ტრენინგ ცენტრი გაფართოვდა და განახლდა.

გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ტრენინგები სამუშაო დროის დასრულების შემდეგ, საღამოს 7 საათზეც ჩატარდება.

 

ბიზნესგანათლების პროგრამაში მონაწილეებს შანსი ეძლევათ ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტებისგან ისწავლონ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა პროექტის ბიუჯეტირება, საგადასახდო კანონმდებლობა, სოციალური მედია მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა.

 

პროგრამაში დამატებულ ახალი მომხსენებლებს შორის არის MG Law-ს იურიდიული ოფისის მრჩეველი, ირაკლი სოკოლოვსკი, რომელიც თავის ტრენინგს პროგრამა ‘სტარტაპერის’ მონაწილე ბიზნესებისთვის  ინვესტორებთან ურთიერთობის მართვის შესახებ თვეში ერთხელ ჩაუტარებს.

“ამ სემინარის მიზანია სტარტაპერებს დაანახოს თუ რას  უნდა ელოდონ  ინვესტორების მოზიდვის დროს და რა სამართლებრივი საკითხები და გამოწვევები ელოდებათ მათ. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტრენინგების არსებობა იმიტომ, რომ დამწყები ბიზნესები უნდა ერკვეოდნენ  არა მარტო ბიზნეს საქმიანობის დეტალებში, არამედ იმაშიც, თუ რა არის აუცილებელი დაფინანსების მისაღებად და რა შეიძლება იყოს მათი წარმატების აუცილებელი წინაპირობა.’’- ამბობს ირაკლი სოკოლოვსკი.

 

ტრენინგების გარდა ბიზნესგანათლება კიდევ 3 მიმართულებას მოიცავს. ესენია: ინდივიდუალური კონსულტაციები, მასტერკლასები და რეგიონალური აგრო ფორუმები, რომლებიც რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე ინდივიდუალურად ირჩევა.

 

მომხმარებლებს საშუალება აქვთ საკუთარი ბიზნეს საჭიროებიდან გამომდინარე შეარჩიონ  სასურველი მიმართულება, რაც მათ თავიანთი საქმიანობის უკეთ წარმართვაში დაეხმარებათ.

ყველა საჭირო ინფორმაცია გაერთიანებულია ვებგვერდზე  www.tbcbusiness.ge , სადაც ნებისმიერ ბიზნესს აქვს საშუალება გაეცნოს მისთვის საინტერესო სიახლეებს ბიზნესგანათლების მიმართულებით.

 

კომენტარები