5 ივლისი 18 წუთის საკითხავი
თემები, რომლებსაც ბიზნესფორუმზე გაეცნობით

თიბისის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში ყველაზე მასშტაბური  ბიზნესფორუმები იწყება. პირველი ფორუმი 7 ივლისს ბათუმში ჩატარდება და მასში მონაწილეობას დასავალეთ საქართველოში მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლები მიიღებენ. ფორუმს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე - ნიკა ქურდიანი გახსნის.

 

 „ბათუმის ბიზნესფორუმი, რომლითაც თიბისის ინიცირებული ფორუმების სერია იწყება, ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნესკლიენტები შეიტყობენ, თუ როგორ უწყობს თიბისი ბანკი თავის და არა მარტო თავის კლიენტებს მათი საქმიანობის განვითარებაში ხელს. თიბისი ბანკის მხარდაჭერა ბიზნესებისათვის სხვადასხვა მიმართულებისაა - ეს არის ბიზნესგანათლება, ტექნოლოგიური მხარდაჭერა და სხვა. მეწარმეები პროფესიონალი სპიკერებისგან მიიღებენ ინფორმაციას, რომელიც მათ სხვადასხვა მიმართულებებით დაემხარება, იქნება ეს მაკროეკონომიკა, სოციალური მედია და მარკეტინგი, თუ გაყიდვების ტექნიკა.“

 

ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციას დარგის ექსპერტები მიაწვდიან.

 

 

 „ფორუმზე დამსწრე აუდიტორიას ჩვენი სააგენტოს ძირითად საქმიანობას გავაცნობ, რომელიც ბიზნესისათვის სახელმწიფოს ხელშეწყობის სხვადასხვა მექანიზმებსა და პროგრამებს, მეწარმეობის განვითარებას, ექსპორტის წახალისებას, ბიზნესგანათლებასა და სხვა მიმართულებებს მოიცავს. ასევე, ამ პროგრამებით მიღწეულ შედეგებზე ვისაუბრებ. კარგია, რომ თიბისი ბანკი სათავეში ჩაუდგა ამ სახის ფორუმს და თავს მოუყრის ყველა იმ პოტენციურ და არსებულ ბენეფიციარს, რომლებიც სარგებლობენ ან სურვილი აქვთ ისარგებლონ ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებით. ბევრ მეწარმეს და ბიზნესის წარმომადგენელს ჯერ კიდევ არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია - რა პროგრამებს სთავაზობს მათ სახელმწიფო, ამიტომ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის გაზიარება ძალიან დროულია.“

 

 

„ფორუმზე ჩემი გამოსვლის მიზანია ბიზნესების წარმომადგენლებმა IFRS-ის სიახლეების, რეგულაციებისა და უპირატესობების შესახებ გაიგონ და შეაფასონ - რა რესურსი სჭირდებათ იმისათვის, რომ ახალ სტანდარტებზე გადასვლა დაგეგმონ. როდესაც ბიზნესს დროულად მიეწოდება ეს ინფომაცია, პროცესის წარმართვისთვის უფრო მომზადებული იქნება. საერთაშორისო სტანდარტებით საქმიანობა ქართულ კომპანიებს გარე დაფინანსებების მოპოვებაში დაეხმარება. ამასთანავე, ევროკავშირის  მოთხოვნებთან დააახლოვებს და მათ შედეგებს სანდოობასა და შესადარისობას შესძენს.“  

 

 

„ჩემი გამოსვლა ბრენდების სარეკლამო აქიტოვებებს შეეხება. ვისაუბრებ გულწრფელ და ყალბ აქტივობებზე. თანამედროვე სამყაროში, როდესაც ინტერნეტი და ციფრული ტექნოლოგიები ასე განვითარდა და ინფორმაციული დინებები ძველ დროსთან შედარებით სხვანაირად დალაგდა,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრენდის აქტივობები იყოს გულწრფელი და ნამდვილი. ფორუმზე გავარჩევთ კონკრეტულ მაგალითებსა და შემთხვევებს და ვნახავთ - რა დადებითი შედგები შეიძლება მოიტანოს გულწრფელმა აქტივობებმა და რამდენად არაეფექტური შეიძლება იყოს ყალბი აქტივობები.“

 

 

„ფორუმზე ვისაუბრებ უახლოეს პერიოდში საგადასახადო კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე; რა დადებითი ეფექტი ჰქონდა ამ სიახლეებს ბიზნესებსა და ბიუჯეტზე. ასევე, რა გამოწვევები და კითხვის ნიშნებია დარჩენილი ამ მიმართულებით. ასევე ვისაუბრებ მცირე მეწარმეებთან დაკავშირებულ საკითხებზეც, რაც რეგიონალური ბიზნესებისათვის ყველაზე აქტუალურია. მეწარმეები გაიგებენ იმ სიახლეებს, რომლებსაც მომავალში პრაქტიკაში გამოიყენებენ.“

 

 

„ყოველდღიურად ასეულობით ბიზნესში ვაწყდებით გაყიდვებთან დაკავშირებულ სიძნელეებს, არადა გაყიდვების გუნდის სწორი შერჩევა და მართვა ნებისმიერი ბიზნესის წარმატების საწინდარია. თემა - „ფეხბურთი და გაყიდვები“ მონაწილეებს კიდევ ერთხელ შეახსენებს - რას ნიშნავს „გაყიდვების მოედანზე“ ცხოვრება; როგორ უნდა მოვემზადოთ „თამაშისთვის“; როგორ უნდა „ვითამაშოთ“ გუნდურად; როგორ დავსახოთ მიზნამდე მისასვლელად სწორი სტრატეგია; როგორ დავძლიოთ დამარცხების შიში მომავალი გამარჯვებისათვის. ეს არის თემები, რომელსაც ბიზნესფორუმზე განვიხილავ.“

 

ბიზნესების წარმომადგენლებს პარალელურად შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ვორქშოპებს და მათთვის საინტერესო  ისეთ საკითხებზე მიიღონ ინფორმაცია, როგორებიცაა: ციფრული მარკეტინგი, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები, სასტუმროების მენეჯმენტი, ფინანსები, ახალი ტექნოლოგიები, ლიზინგი და ეკოლოგია.

 

კომენტარები