18 მარტი 7 წუთის საკითხავი
Vendoo.ge-ზე მეწარმეებს პროდუქციის განთავსების საკომისიო მინიმუმამდე შეუმცრიდებათ

ელექტრონული კომერციის პლატფორმა - Vendoo.ge-ს და თიბისი ბიზნესისთვის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მეწარმეებს,  რომლებიც ქართული პროდუქციის რეალიზებას Vendoo-ს პლატფორმით ახორციელებენ, საკომისიო გადასახადი ერთი თვის განმავლობაში მინიმუმამდე შეუმცირდებათ.

 

გადაწყვეტილება კომპანიებმა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად და მათი ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად მიიღეს.

 

ინიციატივის ფარგლებში, მეწარმეები, რომლებიც Vendoo.ge-სთან თანამშრომლობენ, საკომისიო გადასახადი ავტომატურად შეუმცირდებათ. ხოლო ისინი, ვინც ონლაინ პლატფორმაზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის განთავსებას უახლოეს მომავალში გეგმავენ, შეღავათიანი ტარიფით სარგებლობასთან ერთად, პროდუქციის Vendoo.ge-ზე განთავსებისთვის საჭირო ფოტოგადაღების სერვისს  და ვიზუალურ მასალას ისევ უსასყიდლოდ მიიღებენ.

 

Vendoo.ge-ზე რეგისტაცია ბიზნესების წარმომადგენლებს შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: www.merchant.vendoo.ge 

                                                        

Vendoo.ge ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს და მომწოდებლებს ერთმანეთთან აკავშირებს მთელი საქართველოს მასშტაბით. Vendoo-ს მიზანია, გაამარტივოს პროდუქციის ონლაინ ყიდვა-გაყიდვა, მომხმარებლებს სწრაფად მიაწოდოს პროდუქტი და შესთავაზოს მათ უმაღლესი ხარისხის მომსახურება.

კომენტარები