26 დეკემბერი 18 წუთის საკითხავი
SkyTel სტარტაპერისთვის

კომპანიის შესახებ:

 

“SkyTel”-ი, ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია, რომელიც ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, პროგრამა „სტარტაპერთან” ერთად სპეციალურ პროდუქტს - “SkyTel სტარტაპერისთვის” ქმნის.

 

დღეიდან, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები მათთვის საჭირო ინტერნეტრესურსებზე წვდომას განსაკუთრებული პირობებითა და ფასით  შეძლებენ.

 

კომპანია “SkyTel” - ის შექმნის იდეა მის დამფუძნებელს 4 წლის წინ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც საქართველოს რეგიონებში მაღალი ხარისხის ინტერნეტსერვისის არსებობის პრობლემა დაინახა. კომპანიის დამფუძნებელს სურდა, რეგიონების მოსახლეობას მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ინტერნეტზე ჰქონოდა წვდომა, ხელისაწვდომ ფასად.

დღეს კომპანია SkyTel” - ი მომხმარებლებს საქართველოს ყველა რეგიონში სთავაზობს, როგორც რადიო-სარელეო, ისე ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტს, რისთვისაც კომპანია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლოეს ტექნოლოგიებს იყენებს.

 

„SkyTel“ - ის ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ ჩვენს ინტერნეტრესურსზე წვდომა საქართველოს მთელს ტერიტორიაზეა ხელმისაწვდომი. კომპანია წარმოდგენილია როგორც საცალო, ისე კორპორატიულ და საბითუმო ბაზარზე. გარდა ამისა, თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად ვუდგებით და მისი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაბამისი პაკეტსა და სერვისს ვთავაზობთ - ვგულისხმობ როგორც მიწოდების პირობებს, ისე მოქნილ გადახდის გრაფიკს“, - ამბობს არჩილ ხოჯაშვილი, კომპანიის დირექტორი.

 

SkyTel - ში დღეს 100-მდე თანამშრომელია დასაქმებული, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. კომპანიის სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, თუმცა წარმომადგენლობები ყველა რეგიონში აქვთ.  კომპანიის სერვისით დაინტერესებულ პირებს ინტერნეტსერვისის მიღება სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ. ამისათვის განაცხადის ვებ-გვერდზე, facebook გვერდზე ან ქოლ-ცენტრში დააფიქსირება საკმარისია, რის შემდეგაც მათ კომპანიის წარმომადგენლები უკავშირდებიან და ინტერნეტი განაცხადის დაფიქსირებიდან 2-3 დღეში უკვე ხელმწისაწვდომი ხდება. 

„გარდა მოქნილი ტარიფებისა, ბაზრის სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით, თითოეულ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას საკუთარი  სერვის და ტექნიკური მენეჯერის მომსახურებას ვთავაზობთ, რომელიც ამ კონკრეტული კომპანიისთვის მუშაობს. ეს SkyTel - ის მომსახურებას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის“,  - ამბობს კომპანიის დირექტორი.

 

SkyTel - ის მიზანია ერთი მხრივ, ყველა რეგიონის დასახლებული პუნქტი მოიცვას და გააუმჯობესებოს ინტენრეტის ხარისხი და მეორე მხრივ, რადიო-სარელეო ინტერნეტი ოპტიკურ -ბოჭკოვანით ჩანაცვლოს.

 

უახლოეს მომავალში SkyTel - ი მომხმარებლებისთვის  სრულყოფილი სატელევიზიო სერვისის შეთავაზებასაც გეგმავს.

„SkyTel სტარტაპერისთვის“

 

სტარტაპისთვის საწყის ეტაპზე არსებული გამოწვევები სქაიტელის დირექტორისთვის ახალი არ არის.  „კარგად ვიცით, რა დაბრკოლებები ახლავს თან ბიზნესის დაწყებას. საწყის ეტაპზე პატარა მხარდაჭერა ნებისმიერი შედარებით დიდი კომპანიისგან ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, გვინდა, ბიზნესებს განვითარებაში შევუწყოთ ხელი, ეს ხელშეწყობა გულისხმობს როგორც ინტერნეტის უფასო ინსტალაციას, ისე ინტერნეტზე წვდომას განსაკუთრებული პირობებითა ფასებით“.

 

„SkyTel - მა პროგრამა „სტარტაპერთან“ შეიმუშავა სპეციალური პაკეტი, რომლის მიხედვითაც სტარტაპერებს 1 წლის განმავლობაში მათ ინტენრეტსერვისებზე 40%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. 

 

პაკეტები:

 

შეთავაზება #1 10 მბ/წმ თვეში 30 ლარად ( ნაცვლად 70 ლარისა)
შეთავაზება #2 15 მბ/წმ თვეში 45 ლარად  (ნაცვლად 100 ლარისა)


*უფასო სტანდარტული ინსტალაცია
*ვრცელდება მხოლოდ რადიო სიხშირის ინტერნეტზე
*შეთავაზება ძალაშია ინსტალაციიდან 1 წლის განმავლობაში
 


შეთავაზება #1 15 მბ/წმ თვეში 45 ლარად (ნაცვლად 130 ლარისა)
შეთავაზება #2 20 მბ/წმ თვეში 75 ლარად  (ნაცვლად 200 ლარისა)


*უფასო სტანდარტული ინსტალაცია
*ვრცელდება მხოლოდ ოპტიკურ ბოჭკოვან ინტერნეტზე
*შეთავაზება ძალაშია ინსტალაციიდან 1 წლის განმავლობაში

 

 

დაინტერესებულ სტარტაპერებს განაცხადის შევსება პროგრამის ვებგვერზე შეუძლიათ https://startuperi.ge/ka/pages/SkyTel-startaperisTvis, რის შემდეგაც მათ „SkyTel - ის  წარმომადგენლები დაუკავშირდებიან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაინტერესებულ სტარტაპერებს ქოლ-ცენტრში დარეკვაც შეუძლიათ, ნომერზე -  032 2 500 300.

 

 

ავტორი: სალომე მოდებაძე

კომენტარები