18 სექტემბერი 34 წუთის საკითხავი
GEFF - მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა

ნებისმიერ ჩვეგანს სურს ჯანმრთელ გარემოში ცხოვრება. ჩვენი და ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია ხელსაყრელი ეკოლოგიური პირობების შექმნა. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ხშირად გვესმის ამა თუ იმ ზიანის შესახებ, რომელიც დედამიწას მიადგა: დატბორილი ქალაქები, მდინარეების დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებლები, ხანგრძლივი გვალვები და ა.შ. ადამიანის ეკონომიკური თუ სხვა საქმიანობა ზოგჯერ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ეკოლოგიას, როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური მასშტაბით. მსოფლიო მოსახლეობისა და მომხმარებლური კულტურის ზრდასთან ერთად, იზრდება გარემოს მიმართ მიყენებული ზიანიც.

 

ზიანის შემცირებისა და სამომავლოდ მისი თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა არის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა. რა არის მწვანე ეკონომიკა? რა სარგებელი აქვს მწვანე ინვესტიციებსა და ტექნოლოგიებს? როგორ გვეხმარება ისინი ჩვენს ყოველდღიურობაში - ამ და სხვა კითხვებზე საპასუხოდ, ჩვენ გავესაუბრეთ მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) წარმომადგენელს, GEFF Caucasus-ის პროექტის მენეჯერს გერნოტ კულიშს (Gernot Kuhlisch).

თუ შეგიძლიათ, რომ მწვანე ეკონომიკის შესახებ მოგვიყვეთ?

 

მარტივად რომ ვთქვათ, მწვანე ეკონომიკის მიზანია მდგრადი განვითარება გარემოს გაუარესების გარეშე. ასეთ ეკონომიკაში, პოლიტიკური, ფინანსური და ტექნიკური ძალები ბუნევრიბი რესურსების შენარჩუნებისა და გარემოს მიმართ ზარალის შემცირებისკენაა მიმართული. მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთი სასარგებლო ფაქტორი არის მწვანე ინვესტიციები, რომლის ფარგლებშიც GEFF პროგრამა, შერჩეულ კომერციულ ბანკებსა და ადგილობრივ ბიზნესებს, როგორც ტექნიკურ ისე ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს.

 

რას გულისხმობს „მწვანე ინვესტიციები“? როგორი უნდა იყოს ინვესტიცია, რომ ის „მწვანედ“ დასახელდეს?

 

მწვანე ინვესტიციები მიმართულია ისეთ პროექტებზე, რომლებიც გარემოსთვისაა სასარგებლო. GEFF-ის ფარგლებში მწვანე ინვესტიციად ითვლება ენერგოეფექტური ინვესტიციები, ინვესტიციები განახლებად ენერგიასა და რესურს ეფექტურ პროექტებში.

 

კრიტერიუმებს რაც შეეხება, GEFF პროგრამის ფარლებში, ენერგოეფექტური ინვესტიცია „მწვანედ“ რომ დასახელდეს, ის ენერგიის გამოყენებას ან სათბური აირების გამოყოფას მინ. 20% უნდა ამცირებდეს. ენერგოეფექტურია, მაგალითად, შენობის კარკასის გაუმჯობესება საბავშვო ბაღისთვის ან ახალი მანქანა-დანადგარის შეძენა წარმოებისთვის. ეს არამარტო ამცირებს ენერგომოხმარებას, არამედ აუმჯობესებს გარემოს.

 

როგორც უკვე ვახსენე, ჩვენ ასევე ვაფინანსებთ პროექტებს, რომლებიც განახლებადი ენერგიის წყაროებს გამოიყენებენ. ჰიდროელექტროსადგურები, წყლის თბური ტუმბოები, ფოტოვოლტაური პანელები - ყველა განახლებადი ენერგიის მწავნე ინვესტიციებს მიეკუთვნება. ჩვენ გვქონდა ერთი პროექტი საქართველოში - ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია - რომლის შედეგადაც კომპანიამ ელექტრო ენერგიის გამომუშავება ორჯერ გაზარდა. შედეგად ინვესტიციამ თავი 2 წელიწადში დაფარა.

 

და ბოლოს, მწავენეა, ასევე, რესურს ეფექტური ინვესტიციები, რომლებიც შედარებით ახალი თემაა, თუმცა სულ უფრო და უფრო მნიშნველოვანი ხდება, რადგან მათი დახმარებით ჩვენი ძირითადი რესურსების გამოყენება მეტად ეფექტურად შეიძლება. მაგალითისთვის, ავიღოთ წყლის რესურს ეფექტური პროექტი: ადგილობრივი საკვების წარმოებაში, ჰიგიენური და სანიტარული ნორმებიდან გამომდინარე, სისუფთავის გარკვეული სტანდარტი არსებობს. ამის დასაცავად, წარმოებაში დიდი რაოდენობის წყლის გამოყენებაა საჭირო. სწორად აქ იქნება წყლის რესურს ეფექტური ზომების მიღება მიზანშეწონილი - წარმოება შეძლებს წყლის გადამუშავებას და მის ხელმეორედ გამოყენებას.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ მწვანე ტექნოლოგიები ტრადიციულ ტექნოლოგიებზე ძვირია. შეესაბამება თუ არა სიმართლეს ეს მოსაზრება?

 

დღესდღეობით, ბევრი თანამედროვე ტექნოლოგია არსებობს, რომელიც ხელმისაწვდომია და ამასთან „მწვანეა“, მაგალითად აერატორები, მზის ენერგიაზე მომუშავე გამათბობლები და ა.შ. შესაძლოა, რომ „მწვანე“ ტექნოლოგია ტრადიციულზე ძვირი იყოს, თუმცა დასაფიქრებელია ისიც, რომ მისგან მირებული გრძელვადიანი დანაზოგი, პირველად ინვესტიციას ყოველთვის აღემატება. მაგალითად, ენერგოეფექტური გამათბობელი და კარ-ფანჯარა 20-30% გიმცირებთ კომუნალურ ხარჯებს. მოხმარების ხანგრძლივობაზე რომ გადაამრავლოთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი დამაზოგი გამოგივათ.

 

საერთოდ, როდესაც მწვანე ტექნოლოგიაში ინვესტირებაზე ვსაუბრობთ, სრული სურათია გასათვალისწინებელი. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადგილობრივ ბიზნესებს არ აქვთ საკმირისი ინფორმაცია იმ სარგებელზე, რომელიც მწვანე ტექნოლოგიებს მოაქვთ. მაგალითად, მწარმოებლისთვის, წარმოებისა და საოპერაციო ხარჯების შემცირებასთან ერთად, მწვანე ტექნოლოგია ნიშნავს პროდუქტის ხარისხის ამაღლებას, გაზრდილ წარმადობას და პროდუქტის ასორტიმენტის გაფართოვებას, რომ არაფერი ვთქვათ წარმოების სანდოობის ამაღლებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე.

 

კომპანიისთვის, რომელიც სერვისის სფეროში საქმიანობს, მწვანე ტექნოლოგია უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ მომსახურების ხარისხს, რაც თავის მხრივ მეტ კმაყოფილ მომხმარებელს ნიშნავს.

 

ზოგადად, მწვანე ინვესტიციის განხორციელება ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია, განურჩევლად მისი საქმიანობისა - იქნება ეს სუპერმარკეტების ქსელი, ფერმა, საკვების წარმოება თუ ფიტნეს ცენტრი. მთავარია, რომ სარგებელი გრძელვადიან პერსპექტივაში შევაფასოთ.

 

 

თუ შეგიძლიათ, რომ მწვანე ტექნოლოგიის რამდენიმე მაგალითი მოგვიყვანოთ, რომელიც ბიზნესმა შეიძლება გამოიყენოს? საქართველოში თუ გვაქვს ამის მაგალითები?

 

ნებისმიერ სექტორში მომუშავე ბიზნესს შეუძლია მწვანე ტექნოლოგიების გამოყენება. სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოში არსებულმა გზის სამშენებლო კომპანიამ შეიძინა ასფალტის მწარმოებელი დანდგარი, რომელმაც გააორმაგა მათი წარმადობა, წარმოების ენერგომოხმარების ზრდის გარეშე.

 

სამშენებლო ბიზნესიდან კიდევ ერთი კარგი მაგალითია, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი გლდანში, რომელიც ენერგოეფექტური ტექნოლოგიების წყალობით, წელიწადში $240,000 დანაზოგს აკეთებს. ცენტრი ენერგოეფექტური სენდვიჩ-პანელებით, თანამედროვე გათბობა-გაგრილების და სავენტილაციო სისტემებთ და ენერგოეფექტური ლიფტებითა და ესკავატორებით აშენდა.

 

აგრობიზნესიდან წვეთოვანი სარწყავი სისტემაც ვახსენეთ, რომელიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

 

მწვანე ტექნოლოგიები წარმოებაშიც ფართოდ გამოიყენება: არსებობს უამრავი მანქანა-დანადგარი - პირველადი მასალის გადამუშავებიდან დაფასოებამდე - რომელიც ზოგავს რესურსსა და ხარჯებს, ან ამცირებს გარემოსადმი მიყენებულ ზიანს.

 

რას გვეტყვით ტექნოლოგიებზე, რომლის გამოყენება კერძო პირებსაც შეუძლიათ? მაგალითად, თითოეული ჩვენთაგანის საცხოვრებელ სახლში. ზოგადად,  უნდა მოხდეს თუ არა მწვანე ტექნოლოგიებისა და მასალების გათვალისწინება საცხოვრებელი სახლის ან ბინის მშენებლობისას, თუ არის ზომები, რომელიც უკვე აშენებულ შენობაში შეიძლება, რომ მივიღოთ?

 

რა თქმა უნდა, თუ საცხოვრებელი სახლი დაგეგმარების ეტაპზეა, კარგია მწვანე ტექნოლოგიების თავიდანვე გათვალისწინება. თუმცა, უკვე აშენებული სახლის მეტად ენერგო და რესურს ეფექტურად გადაკეთებაც შეიძლება.

საცხოვრებელ სახლში მწვანე ტექნოლოგია ძირითადად 3 სფეროს ეხება:

  1. გაგრილება
  2. ცხელი წყლის მომარაგება
  3. სითბოს დანაკარგის შემცირება ანუ შენობის კარკასის გაუმჯობესება (კერძო სახლებისთვის)

მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით სამივეს გაუმჯობესებაა შესაძლებელი. მაგალითად, ოჯახს შეუძლია კარ-ფანჯრის ენერგოეფექტურით შეცვლა, ან გამათბობელი სისტემის ჩანაცვლება. ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, საცხოვრებელი სახლი მეტად ეფექტური, კომფორტული და ჯანმრთელი ხდება.

 

შესავალში ჩვენ მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის შესახებ მოკლედ ვახსენეთ. თუ შეგიძლიათ, რომ ამის შესახებ მეტი გვიამბოთ? როგორ უწყობს ეს პროგრამა მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას ხელს?

GEFF ანუ მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა ევროპის რეკონსტრუციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ არის შექმნილი და პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით, ადგილობრივ ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს მწვანე ტექნოლოგიების შეძენასა და მწვანე პროექტების განხორციელებაში უწყობს ხელს.  თუმცა ფინანსური მხარდჭერის გარდა, GEFF პროგრამა ითვალისწინებს საკონსულტაციო მომსახურებასაც. საქართველოში, პროგრამა 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და უკვე რამდენიმე პროექტი წარმატებით დააფინანსა. პროექტს ორი საერთაშორისო დონორი ჰყავს: მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტრო (BMF).

GEFF-ს აქვს დაფინანსების ორი გზა:

 

  1. წინასწარ განსაზღვრული ინვესტიციები. თუ თქვენ იცით რომელი თანამედროვე ტექნოლოგიის შეძენა გსურთ, თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ის მწვანე ტექნოლოგიის სარჩევში, სადაც დაგხვდებათ ყველა ის ტექნოლოგია, რომელიც, $300,000 (ან ექვ. სხვა ვალუტაში) ფარგლებში, წინასწარ დამტკიცებულია GEFF ფინანსირებისთვის.

 

  1. უფასო ტექნიკური კონსულტაციის ფარგლებში შეფასებული ინვესტიციები. თუკი თქვენ გაქვთ პროექტი, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება, თქვენ შეგიძლიათ GEFF-ის უფასო კონსულტაცია მოითხოვოთ, რის შედეგადაც GEFF-ის ექსპერტები გააანალიზებენ თქვენს პროექტს და საუკეთესო გადაწყვეტილებებს შემოგთავაზებენ.

 

რა როლი უკავია ტექნიკურ შეფასებას ამ პროგრამაში? როგორ ხდება მწვანე პროექტების შეფასება?

 

როგორც ავღნიშნე GEFF პროგრამა, არამარტო დაფინანსებას, არამედ საკონსულტაციო მხარდაჭერასაც გულისხმობს. ჩვენი საკონსულტაციო მომსახურება 3 მიმართულებით ხორციელდება: ბანკები და ფინანსირება, ტექნოლოგიები და ინჟინერია და მარკეტინგი და კომუნიკაციები. შესაბამისად, რა მოთხოვნაც არ უნდა იყოს ბანკებისა თუ ადგილობრივი ბიზნესებისგან, კონსულტაცია სამივე მიმართულებით შეგვიძლია გავუწიოთ. მოთხოვნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ უცხოელი სპეციალისტებიც ჩართვაც შეგვიძლია.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ფასდება ინვესტიციები - ჩვენ კარგად შევისწავლეთ საქართველოს ბაზარი და ადგილობრივი მომწოდებლების დამხარებით ავარჩიეთ 1000-ზე მეტი ტექნოლოგია, რომელიც ჩვენს ენერგოეფექტურობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. ყველა ეს ტექნოლოგია ახლა ჩვენს მწვანე ტექნოლოგიის სარჩევშია შეტანილი. თუკი ბანკის მომხმარებელს რომელიმე მწვანე ტექნოლოგიის შეძენა სურს, ბანკს შეუძლია გადაამოწმოს სარჩევი და თუ ეს კონკრეტული ტექნოლოგია სიაშია - მიანიჭოს მას დაფინანსება GEFF-ის ფარგლებში.

 

თუკი კონკრეტული ტექნოლოგია სარჩევში არ აღმოჩნდა, ბანკი ჩვენ გვეხმიანება და მის ტექნიკურ შეფასებას გვთხოვს. შეფასება ერთგვარი ენერგო აუდიტია, რომელიც კონკრეტულ ტექნოლოგიაზე ხორციელდება. ეს ითვალისწინებს ბიზნესებთან ვიზიტსაც, რის შედეგადაც ექსპერტები დეტალურად შეისწავლიან მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს, რაც მათზე მორგებული ანალიზის გაკეთებაში გვეხმარება.

 

რომელიმე წარმატებული პროექტი თუ შეგიძლიათ, რომ დაგვისახელოთ, რომელიც საქართველოში განხორციელდა?

 

საქართველოში პროგრამის გაშვების დღიდან ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს სხვადასხვა ინდუსტრიიდან, ჰიდროელექტრო სადგურიდან დაწყებული, გზის სამშენებლო კომპანიით დამთავრებული. ყველა ჩვენი პროექტი შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერედზე, https://ebrdgeff.com/georgia/projects/ ნახოთ, სადაც პროგამის, დაფინანსების მიღებისა და ჩვენი ფინანსური პარტნიორების შესახებაა ინფორმაცია ხელმისაწვდომი.

 

ერთ-ერთი საინტერესო მაგალითია ნიგოზისა და ნუშის მეურნეობა, რომლისთვისაც კომპანიამ სპეციალიზირებული ენერგოეფექტური შენობის აშენება გადაწყვიტა. შენობის ასაგებად, კომპანიამ მწვანე დაფინანსებით ისარგებლა. € 220,000 დაფინანსებით კომპანიას მიეცა ენერგოეფექტური შენობის აგების შესაძლებლობა, რომელიც მათ წელიწადში € 3,000 დანაზოგს უზრუნველყოფს. ამიერიდან, მათი პროდუქტი შეინახება და გადამუშავდება სპეციალიზირებულ ნაგებობაში, რომელიც კომპანიას საჭირო პირობების შექმნის საშუალებას მისცემს.

კომენტარები