21 ნოემბერი 7 წუთის საკითხავი
GAU-ში სტარტაპკურსი დაიწყო

თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერის“ სტარტაპკურსი გრძელდება და BTU-ს შემდეგ უკვე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინაცვლებს. ორი თვის განმავლობაში, GAU-ს სტუდენტები ბიზნესის წამოსაწყებად საბაზისო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას პროფესიონალი მენტორებისგან მიიღებენ.

სტარტაპკურსის ფარგლებში, სტუდენტები დაესწრებიან სხვადასხვა თემატიკის სესიებს, რომლებიც აერთიანებს სტარტაპის განვითარების სრულ ფაზას - იდეის დაბადებიდან წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბებამდე. კურსის განმავლობაში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ წარმატებულ ადამიანებს, მიიღონ მათგან რჩევები/რეკომენდაციები და დაესწრონ ინსპირაციულ საუბრებს სტარტაპთემის გარშემო.

 „როდესაც სტარტაპკურსის შექმნის იდეა გაჩნდა, ჩვენი მიზანი იყო, სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობები შეგვექმნა და წაგვეხალისებინა ისინი, საკუთარი იდეები რეალობად ექციათ. პირველ კურსს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა სტუდენტების მხრიდან და არაერთი საინტერესო სტარტაპიდეაც გაჩნდა. მსგავსი პროექტის განხორციელების სურვილი მოგვიანებით უკვე სხვა უნივერსიტეტებმაც გამოთქვეს. გვიხარია, რომ სტარტაპკურსის გავლის შესაძლებლობა ამჯერად ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცემათ“, - მარი კიკალეიშვილი, „სტარტაპერის“ მენეჯერი.

სტარტაპკურსის მიზანია სტუდენტებში სტარტაპკულტურის დამკვიდრება, მათთვის   ინსპირაციის მიცემა, რომ რეალობად აქციონ იდეები. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა  ექნებათ,  წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი და და განავითარონ ის.

 

კურსის ბოლოს სტუდენტები მოამზადებენ პრეზენტაციებს სტარტაპიდეების შესახებ და მათ ჟიურის წევრებს წარუდგენენ.

კომენტარები