5 ნოემბერი 23 წუთის საკითხავი
BMC - სტარტაპერისთვის

თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ და საკონსულტაციო კომპანია BMC სტარტაპერებისთვის სპეციალურ პროდუქტს „BMC-სტარტაპერისთვის“ ქმნის. შეთავაზების ფარგლებში, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები საკონსულტაციო და სხვა ტიპის მომსახურების მიღებას  მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, ხელმისაწვდომ ფასად შეძლებენ.

 

კომპანია  BMC

 

საკონსულტაციო კომპანია BMC ბაზარზე დაახლოებით ერთი წლის წინ გამოჩნდა. იდეა კომპანიის დამფუძნებელს, თამარ გოგოლაშვილს ინტერნეტ-კომერციაში 10 წლის განმავლობაში დაგროვებული საკმაოდ დიდი გამოცდილების შემდეგ გაუჩნდა. ჯერ საკურიერო მომსახურების კომპანია Onway დააფუძნა. ინოვაციურმა სერვისებმა და პროდუქტებმა, ასევე მომხმარებლების მხრიდან დამატებითი სერვისების საჭიროებამ  მოგვიანებით, ბაზარზე ახალი საკონსულტაციო კომპანიის შექმნის იდეა გააჩინა. ასე დაარსდა   BMC - ბიზნეს მენეჯმენტის კომპანია, რომლის ძირითად საქმიანობას ინტერნეტ-კომერციის მხარდაჭერა წარმოადგენს. თუმცა, თამარ გოგოლაშვილი ამბობს, რომ ინტერნეტ-კომერცია  მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პროდუქტებსა და მომსახურებას შორის, რასაც  BMC მომხმარებლებს სთავაზობს. BMC-ის დახმარებით უკვე შეგიძლიათ მიიღოთ საკონსულტაციო, სოციალური მედიის მართვის, ვებ-გვერდის დამზადების, საიმიჯო კამპანიების წარმართვისა და რეკლამირების სერვისი.

 

BMC-ის დაფუძნებლების შთაგონების წყარო გახდა ფრაზა: „It's always the small pieces that make the big picture“. „პრაქტიკულმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ხშირად რუტინაში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლები ვერ ამჩნევენ ან უბრალოდ არსებული რესურსებით ვერ ახერხებენ იმ  ხარვეზების აღმოფხვრას, რაც მნიშვნელოვნად გაზრიდიდა მათი საქმიანობის ეფექტიანობას. სწორედ ამიტომ, ჩვენი პირველადი ამოცანა დეტალებზე დაკვირვება და ბიზნესპროცესების ანალიზია. თავდაუზოგავად ვმუშაობთ იმისათვის, რომ მინიმუმადე დავიყვანოთ თუნდაც ის ძალიან მცირე ხარვეზი, რაც ჩვენი პარტნიორი კომპანიის სრულყოფილ მუშაობას შესაძლოა აფერხებდეს. თანამშრომლობის ფარგლებში,  კომპანიებს ვთავაზობთ ყველა იმ სერვისსა და პროდუქტს, რაც მათ ბიზნესის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე შესაძლოა დასჭირდეთ“,  - ამბობს BMC-ის დამფუძნებელი, თამარ გოგოლაშვილი.

 

BMC-ის მთავარი სიძლიერე მისი გუნდია. თამარი ამბობს, რომ 10 პროფესიონალი, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომელი და პროექტების ზუსტ ვადებში შესრულება კომპანიის წარმატების მთავარი საწინდარია. BMC-ის წარმატებულ საქმიანობას გუნდთან ერთად მომხმარებლის საჭიროებისა და მოთხოვნის შესაბამისად ინდივიდუალური მიდგომისა და სერვისის შეთავაზებაც განაპირობებს.

 

„შიდა პროცესების მართვისა და კონტროლის მექანიზმს BMC-ში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ყველა თანამშრომელს აქვს საკუთარი სამუშაო გეგმა და იცის, როგორ მართოს ეს  პროცესი. გუნდურობა და ერთმანეთთან შეთანხმებული მუშაობა გვეხმარება, როგორც კომპანიის შიგნით პროცესების დალაგებაში, ისე ჩვენი დამკვეთი კომპანიებისთვის ეფექტიანი მომსახურების გაწევაში“.

 

დღეს BMC-ის მომხმარებლების 30-40% სტარტაპია, რომლებიც  სხვადასხვა სექტორში  ახლა ცდილობენ თავის დამკვიდრებას.  თამარი ამბობს, რომ დამწყებ კომპანიებში საკმაოდ დიდ პოტენციალს ხედავს მათი პროდუქციის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, BMC უახლოეს მომავალში ელექტრონული კომერციის სერვისის დანერგვას უკვე ქვეყნის საზღვრებს გარეთ გეგმავს, რაც სტარტაპერებს პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანას გაუმარტივებს.

 

საკონსულტაციო კომპანიის გეგმები საკმაოდ ამბიციურია. 2019 წლის დასაწყისში BMC თანამშრომლების რაოდენობის გაორმაგებას, ასევე სხვადასხვა სერვისის დამატებასა  და მათ განვითარებას გეგმავს.

„BMC-სტარტაპერისთვის“

 

რადგან BMC -იც სტარტაპია, კომპანიის დამფუძნებლებს კარგად ესმით ის საჭიროებები და გამოწვევები, რის წინაშეც დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები საწყის ეტაპზე დგანან.

 

„საკუთარ თავზე გამოვცადეთ და დავინახეთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დამწყები კომპანიისთვის მცირე მხარდაჭერასაც კი. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება  ფინანსური თუ არაფინანსური სერვისი/პროდუქტი. გვინდოდა, ჩვენი გამოცდილება სტარტაპერებისთვის გაგვეზიარებინა და დავხმარებოდით მათ წარმატების მიღწევაში ისე, რომ  ეს ყველაფერი მათთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ასე შეიქმნა სპეციალური პროდუქტი „BMC-სტარტაპერისთვის“.

 

დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს უკვე შეუძლიათ სპეციალურად მათთვის შექმნილი BMC-ის სამი პაკეტი  ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ და საკუთარი ბიზნესის განვითარება კომპანიის  პროფესიონალთა გუნდს ანდონ.

„BMC სტარტაპერისთვის“ პაკეტებია:

  • პაკეტი I - საიმიჯო ვებგვერდის დამზადება, სოციალური მედიის მართვა (Facebook, Instagram, Linkedin, Youtube), რეკლამა, საბეჭდი მასალების მომზადება, პრეზენტაციის მომზადება, საკონსულტაციო მომსახურება ;
  • პაკეტი II - ონლაინ მაღაზიის დამზადება, სოციალური მედიის მართვა (Facebook, Instagram, Linkedin, Youtube), რეკლამა, საბეჭდი მასალების მომზადება, პრეზენტაციის მომზადება, საკონსულტაციო მომსახურება;
  • პაკეტი III -  სოციალური მედიის მართვა (Facebook, Instagram, Linkedin, Youtube), რეკლამა, საბეჭდი მასალების მომზადება, პრეზენტაციის მომზადება, საკონსულტაციო მომსახურება;

 

დამატებით მომსახურებაზე: ლოგოს დამზადება, ბრენდინგი, ბრენდბუქის შექმნა, ანიმაციური ვიდეოს დამზადება, ვიდეოკლიპის გადაღება - 20%-იანი ფასდაკლება;

 

შეთავაზების  შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროგრამა „სტარტაპერის“  ვებ-გვერდზე: https://startuperi.ge/ka/pages/BMC-startaperisTvis

 

დაინტერესებულ პირებმა სასურველი პაკეტით სარგებლობისთვის განაცხადი უნდა შეავსონ, რის შემდეგაც მათ BMC-ის გუნდი დაუკავშირდება.

 

 

ავტორი: სალომე მოდებაძე

კომენტარები