22 ოქტომბერი 20 წუთის საკითხავი
15 000 ლარამდე სტარტაპსესხი სტარტაპერებისთვის

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტს - 15 000 ლარამდე სტარტაპსესხს სთავაზობს უზრუნველყოფისა და თანამონაწილეობის გარეშე და სტარტაპერებს კაპიტალზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს.

 

სტარტაპსესხით სარგებლობისას დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები შეძლებენ,  როგორც უკვე არსებული ბიზნესის განვითარებას, ისე ბიზნესიდეის რეალობად ქცევას. ახალი პროდუქტის შესახებ დეტალურად „სტარტაპერის” საბანკო მომსახურების მენეჯერი, ნიკა ღვაბერიძე საუბრობს.

„სტარტაპერმა“ დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს ახლახან შესთავაზა 15 000 ლარამდე სტარტაპსესხი თანამონაწილეობისა და უზრუნველყოფის გარეშე. დეტალურად რომ გვითხრათ, რა უპირატესობით გამოირჩევა ეს პროდუქტი პროგრამის ფარგლებში სტარტაპერებისთვის აქამდე შეთავაზებული სხვა ფინანსური პროდუქტებისგან?

 

პროგრამა „სტარტაპერი“ უკვე მეორე წელია ცდილობს ქვეყანაში დამწყები ბიზნესების წარმომადგენლების მხარდაჭერას და ბიზნესის კეთების პოპულარიზაციის ხელშეწყობას. ჩვენი გუნდის მიზანია, სტარტაპერებს ისეთი ფინანსური/არაფინანსური პროდუქტი თუ მომსახურება შევთავაზოთ, რაც მათ სხვადასხვა რესურსზე წვდომას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. სწორედ ეს გახდა ახალი პროდუქტის შექმნის მიზანი.

 

15 000 ლარამდე სტარტაპსესხის ანალოგი არ არსებობს, ამ მხრივ „სტარტაპერი“ პირველია ბაზარზე, შესაბამისად, მომხმარებლების მხრიდან აქტიურობას ველოდებით. თუკი აქამდე სტარტაპერებს სესხით სარგებლობისას 30-50%-იანი თანამონაწილეობისა და უზურნველყოფის გარეშე არ შეეძლოთ ფინანსური პროდუქტით სარგებლობა, ახალი 15 000 ლარამდე სტარტაპსესხის შემთხვევაში, მათ ამ ორი კომპონენტის დაკმაყოფილების ვალდებულება აღარ ექნებათ. უფრო მეტიც, სესხით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც ბიზნესსაქმიანობის განვითარებისთვის, ისე ბიზნესიდეის რეალობად ქცევისთვის.

რომელი სფეროების დაფინანსება იქნება შესაძლებელი ამ სესხით და რა მიზნობრიობით შეიძლება გამოიყენონ სტარტაპერებმა ეს ფინანსური რესურსი?

 

პროგრამა „სტარტაპერის“  ფარგლებში ვაფინანსებთ ყველა სახის  ბიზნესსაქმიანობას, მათ შორის ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებს, მომსახურებას, წარმოებასა და ელ.კომერციას (გარდა სტანდარტული ვაჭრობისა). ახალი სტარტაპსესხიც სწორედ ამ მიმართულებებზე გავრცელდება და ამ მხრივ დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს არანაირი შეზღუდვა არ ექნებათ.  რაც შეეხება სესხის მიზნობრიობას, სტარტაპერებს არც ამ შემთხვევაში ვუწესებთ განსაკუთრებულ მოთხოვნებს, მთავარია, თანხა ბიზნესის განვითარებას მოხმარდეს.

როგორ უნდა ისარგებლონ ამ პროდუქტით დაინტერესებულმა სტარტაპერებმა?

 

პროდუქტით სარგებლობა ძალიან მარტივია.დაინტერესების შემთხვევაში, სტარტაპერებმა განაცხადი პროგრამის ვებ-გვერდზე https://startuperi.ge/ka/teq-startap-sesxi უნდა შეავსონ, რის შემდეგაც ბანკის წარმომადგენლები განაცხადს განიხილავენ და  მათ რამდენიმე დღეში დაუკავშირდებიან. განაცხადის შევსებისას ბიზნესგეგმისა და სხვა მონაცემების დამატებით წარგენა არ მოითხოვება. რაც შეეხება სესხის პროცენტს, ის  ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბიზნესისა თუ იდეის რისკიანობაზე, მომხმარებლის გამოცდილებასა და სხვადასხვა ფაქტორზე.

 

ზოგადად,  „სტარტაპერის“   შედეგებზე ვისაუბროთ. პროგრამის ფარგლებში არაერთმა სტარტაპერმა შეძლო საკუთარი ბიზნესის განვითარება. როგორია ამ დროის შედეგები -  რამდენი მონაწილე ჰყავს პროგრამას და ძირითადად რომელი სექტორების წარმომადგენლები გამოირჩევიან აქტიურობით?

 

პროგრამა „სტარტაპერი“ თიბისი ბანკმა 2 წლის წინ წამოიწყო. ჩვენი მიზანი როგორც აღვნიშნე,  დამწყები კომპანიების მხარდაჭერა და სტარტაპეკოსისტემის განვითარება იყო. დღეს პროგრამას საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები აქვს. „სტარტაპერს“ 17 000-მდე მონაწილე ჰყავს, 400-მდე კომპანიას გავუწიეთ ფინანსური მხარდაჭერა და ამისთვის 75 მილიონ ლარზე მეტი გავეცით. ჩვენ მიერ დაფინანსებული კომპანიები უკვე ისე გაიზარდნენ და განვითარდნენ, რომ ბანკის სტანდარტული ბიზნესსეხით სარგებლობენ. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო -  ბიზნესისთვის ბიძგი საწყის ეტაპზე მიგვეცა და შემდეგ მათ დამოუკიდებლად გაეგრძელებინათ სვლა.

რაც შეეხება დაფინანსებულ სექტორებს,  სურათი დაახლოებით ასე გამოიყურება:  30% მოდის აგრო სექტორზე, (სოფლის მეურნეობის ტიპის ბიზნესების დაფინანსება) 30%  - ტურიზმზე (ტურისტული ტიპის ბიზნესები - ძირითადად სასტუმროს ტიპის სტარტაპები) ხოლო 40%  - სხვა დანარჩენი ტიპის ბიზნესებზე.

 

როგორია  „სტარტაპერის“გეგმები და რა ახალი ფინანსური პროდუქტების  შეთავაზებს გეგმავს პროგრამა მათთვის უახლოეს მომავალში?

 

ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს იმისთვის, რომ სტარტაპერებს ბევრი საინტერესო სიახლე შევთავაზოთ. ვგულისხმობ როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ კომპონენტს. უახლოეს მომავალში სტარტაპერებს ამ სიახლეების შესახებ  გავუზიარებთ  ინფორმაციას.

 

„სტარტაპერისა“ და მისი პროდუქტებისა და შეთავაზებების  შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - www.startuperi.ge

 

 

ავტორი: სალომე მოდებაძე

 

კომენტარები