11 აგვისტო 22 წუთის საკითხავი
მზეთამზე - ქართული ხორბლის პური


„მზეთამზე“ - ჯანსაღი ქართული პროდუქტი მხოლოდ ქართული ჯიშის ხორბლისგან


„ადამიანი არის ის, რასაც ჭამს,“ - ასე ფიქრობდნენ ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და ამ გამონათქვამმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა თანამედროვე ეპოქაში, რადგან ჯანსაღი საკვები და ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. 



რამდენიმე წლის წინ ირაკლი ჩავლეშვილი სვანეთში მოგზაურობისას ადგილობრივ უხუცესს შეხვდა, რომელსაც, უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო, იქაურების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოკითხა. პასუხმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი სამომავლო გეგმები და გადაწყვეტილებები.
„რაც სვანეთში ხორბლის მოყვანას თავი დავანებეთ და სხვა ადგილებიდან მოვიტანეთ პური, მას შემდეგ ხალხი ჯანმრთელი აღარ არის,“ - უთქვამს უხუცესს.


„ჯანსაღი საკვები ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ ქართული ხორბლის ჯიშებით ამ საუბრის შემდეგ დავინტერესდი სერიოზულად და მე ჩემმა მეგობარმა დიდი კვლევა ჩავატარეთ ამ თემაზე.  აღმოვაჩინეთ, რომ თურმე მსოფლიოში არსებული 27 სახეობიდან 14 არის ქართული, ხოლო ამ 14-დან 6 ენდემური ჯიშია, რაც იმას ნიშნავს, რომ უნიკალურია და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მოდის.


საქართველო არა მარტო ვაზის, არამედ ხორბლის სამშობლოცაა. მაგალითად, მეცნიერების მიერ აღიარებულია, რომ ქართული ენდემური ჯიში „მახა“ ყველაზე სრულყოფილი ხორბალია და მსოფლიოში გავრცელებული ყველა სხვა ხორბლის ჯიში მის გენეტიკას შეიცავს,“ - გვიყვება ირაკლი ჩავლეშვილი, რომელმაც სწორედ ქართული ხორბლის ჯიშებიდან დაიწყო პურის წარმოება და 2 წლის წინ კომპანია „მზეთამზე“ დაარსა.