ბიზნეს სიახლეები
თიბისი ბიზნესის ხუთშაბათობის შეხვედრებზე, ქუთაისში ვისაუბრეთ ორგანიზაციული ზრდის გამოწვევებზე
ბიზნეს ბლოგი
06 ნოემბერი 2024
visibility 741




საინტერესო ისტორიების, პრაქტიკული რჩევების, დიდი გამოცდილებისა და წარმატების გაზიარების მორიგი ხუთშაბათობა შედგა ქუთაისში.

ხუთშაბათის შეხვედრების მთავარ თემას  ორგანიზაციული ზრდის გამოწვევები წარმოადგენდა

 

მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეულმა სტუმრებმა  თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერმა ალექსანდრე მაყაშვილმაანდრო დგებუაძემკომპანია ნოვას დამფუძნებელმა ზვიად აბულაძემ და გიორგი სიმონგულაშვილმა, GEC Consulting-ის მმართველმაპარტნიორმა

დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

 

კეთილსინდისიერი შრომით ბაზრის ლიდერობამდე განვლილი გზის შესახებ ისაუბრა კომპანია “ნოვა”-ს დამფუძნებელმა ზვიადაბულაძემ. მისი თქმით, კომპანიამ ნაბიჯ-ნაბიჯ, ბაზრის მოთხოვნების, დასაქმებულთა საჭიროებების გათვალისწინებით, გუნდურობისპრინციპის დაცვით და “შავ ხვრელებზე”, ე.წ. კორუფციაზე უარის თქმით შეძლო აეშენებინა კომპანია, რომელიც დღეს ქვეყნისეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. 

 

თუ ადამიანს უნდა ბიზნესმენობაპირველ რიგშიუნდა უყვარდეს შრომაუკიდეგანოდ შრომაუნდა გაინტერესებდეს ყველამიმართულებამუშის ენა უნდა იცოდეთუ არ იციუნდა მიხვიდედააკვირდეუნდა გრძნობდერამდენად დაიღლებოდი დადაიხარჯებოდი იგივეს შენ  რომ აკეთებდე,”-აღნიშნა ზვიად აბულაძემ.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხარისხის როლზე ბიზნესში. ითქვა ისიც, რომ წარმატების მთავარი გასაღები,შრომისმოყვარეობასთან ერთად, სისტემური მართვაა. კომპანიამ ისეთი სისტემა უნდა ააწყოს, რომ ადამიანს მუშაობა უხაროდეს.გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომპანიის ხელმძღანელობას არ უნდა დაენანოს ფინანსები, როდესაც ორგანიზაციაში კვალიფიციური კადრის დამატების საჭიროებაა.  

 

უნდა გიყვარდეს ისრასაც აკეთებხალხი მიდისმოდისხალხი მარტო შეკავების მექანიზმების გამო არ ჩერდება კომპანიებშიუნდა ააწყო ისეთი სისტემარომ ადამიანს უხაროდეს მუშაობამოისმინეთ ხალხისგან რა არის რთული სამუშაო პროცესშიროცადასაქმებულები ამას ამბობენხანდახან სიზარმაცის გამო არ იძახიანიქ რაღაც არის გასასწორებელისისტემარომელიც ერთკომპანიაში მუშაობსის შეიძლება მეორე კომპანიაში არ მუშაობდესკარგად აწყობილ სისტემაში საშუალო ადამიანებიც კიკარგად მუშაობენცუდად აწყობილი სისტემიდან კი ადამიანები გარბიან“.

 

ორგანიზაციული ზრდის გამოწვევებზე საუბრისას, სპიკერებმა აღნიშნეს, რომ როდესაც ბიზნესი განვითარებას ცდილობს, საწყის და საშუალო ეტაპზე ბიზნესმენმა შეიძლება ერთი სფეროდან მეორე სფეროში გადაინაცვლოს, რაც არ ახასიათებს უკვე შემდგარ, დიდ ბიზნესს, რომელიც საწყის ეტაპზე აღებულ მიმართულებას მიყვება. მოწვეულმა სტუმრებმა ისიც განაცხადეს, რომ ერთ-ერთი თვისება, რაც ბიზნესმენისა და ბიზნესის წინსვლას ხელს უწყობს, დღეს დაგეგმილი საქმის დღესვე გაკეთება და საკუთარი თავისა თუ თანამშრომლებისათვის მოტივაციის შექმნაა. 

 

საქმე უნდა აკეთო არა იმიტომრომ სამყაროს დაუმტკიცო შენ ეს შეძელიარამედ  იმიტომრომ თავად მიიღო ნეტარებამიაგენით იმასრითაც თქვენ ითამაშებთ სულ და ბავშვობას არ გაუშვებთ ხელიდან

არასდროს არ უნდა დანებდენებისმიერ ბიზნესმენს და ბიზნესსგანსაკუთრებით საწყის მდგომარეობაშირასაც დაინახავსყველაფრის კეთება უნდარადგან გამოცდილება არ აქვსდიდ ბიზნესს ეს არ ჭირსბიზნესი რაღაც დოზით არითმეტიკულიპროგრესიააპური რომ გამოაცხოჯერ კარგი მცხობელი უნდა ნახო.  მართვის ასეთი მიდგომაარაღაცის შეცვლა აპრიორიგანაპირობებს წარმატებებსადამიანის უნარს არ აქვს ლიმიტიფანტაზიაზებიზნესსა და მარიფათზე გადის ყველაფერიადამიანებმა თამასა უნდა აწიონ და მოთმინებაც ისწავლონ. უნდა მქონდეს ექსპერტიზა,  რომ კონკრეტული რაღაც ვაკეთოსწორად და არ უნდა მქონდეს ის თავისუფლებარომ ხაჭაპური დღეს ასე ვაკეთოხვალ-ისეიაპონური გამოთქმააყოველდღეაკეთე სტანდარტულადსტანდარტს არ გადაუხვიო და ძილის წინ იფიქრე სტანდარტი როგორ გააუმჯობესო,“-ანდრო დგებუაძე.

 

საინტერესო სპიკერებისა და თემის მიმართ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, თიბისი ბიზნესის „ხუთშაბათობა“ განსაზღვრულ დროზე გაცილებით მეტ ხანს გაგრძელდა.

 

ორგანიზაციული განვითარების გამოწვევებზე საუბრისას ყურადღება გამახვილდა იმ ღირებულებების ერთობაზე, რომელიც კომპანიაში ადამიანებს აერთიანებთ. ითქვა ისიც, რომ მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს ფეხის აწყობა ღირებულებათა ღერძის ევოლუციისთვის. 

 

“ორგანიზაციაში ღირებულებების ღერძი გვაქვს და დრო რომ გადის, ევოლუციას განიცდის. მნიშვნელოვანია, მენეჯმენტმა ევოლუცია არ დააგვიანოს ორგანიზაციასთან ერთად. როცა ბიზნესი იზრდება, გარკვეული პროცესები იშლება, იგიგე მიდგომა აღარ არის საკმარისი, ამიტომ ახალ ადამიანებს ამატებ, მათ იგივე მიდგომებს ასწავლი და დიდ ბიზნეს პროცესს ქმნი” - აღნიშნა GEC Consulting-ის მმართველმაპარტნიორმა გიორგი სიმონგულაშვილმა.

 

ყოველი წარმატებული კომპანიის უკან დასაქმებულები დგანან, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას მაღალი პასუხისმგებლობითასრულებენ. ბიზნესში ჩართული პირებისათვის სპიკერების ერთ-ერთი რჩევაა, რომ თანამშრომლებისთვის მხოლოდ ცოდნისგადაცემა არ არის საკმარისი. მას გრძნობაც უნდა გადასცე, ამისათვის კი მათთან ერთად უნდა იყო, იმეგობრო და დიდი დრო გაატაროიმ ადამიანებთან, რომელთაც ასევე კომპანიისთვის წარმატება მოაქვთ. ტრადიციულ შეხვედრაზე ორგანიზაციული ზრდის ერთ-ერთგამოწვევად კომპანიებიდან კადრების დენადობა დასახელდა. 


 

მადლობა  “თიბსი”- და თითოეულს საინტერესო გამოსვლების გაზიარებისთვისჩემთვის დიდი გამოწვევაასაწარმოოპროცესში შევქმნა სისტემა და შევინარჩუნო სტაბილურობარადგან დიდია კადრების დონაცია,”- აღნიშნა ბარ-რესტორან“ლილესთან” დამფუძნებელმა ლიდე მაღლაფერიძემ. 

 

დამსწრე საზოგადოების კითხვაზე, რა ბიზნესი შეიძლება გააკეთოს ქუთაისში დამწყებმა ბიზნესმენმა, ანდრო დგებუაძის რჩევაასეთია: იმერეთს და ქუთაისს აქვს ისეთი თვითმყოფადობარომელიც მე გულს მიჩქარებსეს არის აქცენტირომელსაცთბილისში ვერ ნახავთუნიჭო ადამიანი ქუთასში სტანდარტულ რაღაცას გაკეთებსქუთაისი იდეების საბადოა.  დამწყებბიზნესმენებს ვურევდი,  ავთენტურობას დააშენონ ბიზნესი”.

 

და ბოლოს,  როგორც წესი, უკვე შემდგარი ბიზნესმენები არ საუბრობენ თემაზე: როგორ ვიშოვოთ პირველი მილიონი. “თიბისი”-სხუთშაბათის შეხვედრაზე კი მარადიულ, ყველასთვის საინტერესო და ამ დრომდე ტაბუდადებულ კითხვას უკვე გაეცა პასუხი: როგორუნდა შევქმნათ პირველი მილიონიძალიან მარტივადპასუხისმგებლობაპუნქტუალობაშრომისმოყვარეობა”.

 

„თიბისი“, როგორც ბიზნესის მეგობარი და მისი წარმატების გამზიარებელი, ამავე ბიზნესისთვის საინტერესო თემებით დახუნძლულ, უკვე ტრადიციულ ქცეულ „ხუთშაბათობას“  კვლავ გააგრძელებს.