წარმატების ისტორიები
ელვისი x სტარტაპერი ახალშექმნილი ბიზნესებისთვის
ბიზნეს ბლოგი
21 დეკემბერი 2021
visibility 4974



გასულმა ორმა წელმა ბიზნესს და მთლიანად საზოგადოებას ნათლად დაანახა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ერთმანეთის მხარდაჭერასა და თანამშრომლობას. მოულოდნელობებით სავსე თვეების განმავლობაში არაერთ სტარტაპს მოუწია საკუთარ მიზნებსა და მისწრაფებებზე განუსაზღვრელი ვადით უარის თქმა. თუმცა, ამავე პერიოდში ბევრჯერ ვიხილეთ პარტნიორობის, მხარში დგომისა და დახმარების მაგალითები, რომლებიც მცირე ბიზნესს მაშველ რგოლად მოევლინა.

 

ფაქტი ერთია, პანდემიის დროს, მანამდე თუ მის შემდეგ, სტარტაპებს - კომპანიებს, რომლებიც ახლა გაჩნდნენ ბაზარზე - მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდებათ. სწორედ ამას ემსახურება თიბისის პროგრამა “სტარტაპერი”, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ქვეყანაში ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციას ეწევა.

 

ახლახანს პროგრამა სტარტაპერი მიტანის ქართულ კომპანიას - ელვისს დაუმეგობრდა. პარტნიორებმა გადაწყვიტეს, ერთად შეუწყონ ხელი სხვადასხვა სტარტაპს და მათ ყოველდღიური საქმიანობა გაუმარტივონ. ელვისი თავადაც სტარტაპია, იგი ჯერ მხოლოდ ერთი წელია, ბაზარზე ოპერირებს და უკვე ცდილობს, სხვა დამწყებ ბიზნესებს ხელი შეუწყოს განვითარებაში.

 

რას გულისხმობს პარტნიორობა?


პარტნიორობის ფარგლებში მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ელვისი და სტარტაპერი სპეციალურ საშეღავა-თო პირობებს აწესებენ

ელვისის და სტარტაპერის პარტნიორობის ფარგლებშისტარტაპებს ეძლევათ შესაძლებლობათებერვლის ბოლომდე სრულიად უფასოდ დაემატონ ელვისის აპლიკაციაშისტარტაპერის კატეგორიაში და განათავსონ თავიანთი   პროდუქცია საკომისიოს გარეშე 

პროექტი დამწყები ბიზნესებისთვის საოპერაციო მხარდაჭერასთან ერთად მარკეტინგულ მხარდაჭერასაც გულისხმობს, შედეგად მათთვის მომხმარებლამდე მისვლა უფრო ხელსაყრელი, მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება. 

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ქართულ კომპანიას, რომელიც პროდუქციას აწარმოებს, განაცხადის შესავსებად კი საჭიროა ამ ბმულზე გადასვლა. 

“იქიდან გამომდინარე, რომ ელვისიც ჯერ კიდევ სტარტაპ ფაზაშია, ზუსტად გვესმის და ვაცნობიერებთ იმ სირთულეებს, რომლებსაც დამწყები ბიზნესები აწყდებიან ხოლმე. სწორედ ამიტომიმ სტარტაპებსრომელთაც აქვთ საწყობის პრობლემავთავაზობთ მათი პროდუქციის ელვისში   დასაწყობებას და ლოჯისტიკის ჩვენ თავზე აღებას, - აღნიშნავს მარიამ ახვლედიანი, ელვისის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კომპანიასთან პარტნიორობის შედეგად, “სტარტაპერი“ მუდმივად ქმნის სპეციალურ პროდუქტებსა და შეთავაზებებს ახალბედა ბიზნესებისთვის. იგი ასევე დამწყები კომპანიის წარმომადგენლებისთვის უზრუნველყოფს წვდომას საჭირო რესურსებზე.

 

სტარტაპერი მხარს უჭერს ყველა იმ ინიციატივასრომელიც დამწყები ბიზნესის გაძლიერებას ისახავს მიზნად. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ელვისთან დამეგობრება და მათთან ერთად სტარტაპერებისთვის მხარდამჭერი პროექტის შექმნა”, — ამბობს სოფო კახიძე.

 

მისი თქმით, მეტი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად საჭიროა, ქვეყანაში გაუმჯობესდეს სტარტაპ გარემო - სტარტაპის კეთება იყოს ხელსაყრელიმარტივი და ხელმისაწვდომი. 

 

“ჩვენ მუდმივად ვუსმენთ და ვიღებთ უკუკავშირს არსებული მომხმარებლებისგან და საჭიროების დანახვისთანავე ვიწყებთ შეთავაზებების განახლებაზე და დახვეწაზე მუშაობას”, - აღნიშნავს სოფო.

 

ელვისი და პროგრამა სტარტაპერი მცირე ბიზნესების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ. ელვისში აღნიშნავენ, რომ კომპანია ხშირად ეცდება, მცირე ბიზნესებს მაქსიმალურად შეღავათიანი პირობები შეუქმნას, პროგრამა სტარტაპერი კი, ბაზარზე მოთამაშე სხვადასხვა ლიდერ კომპანიასთან ერთად, სტარტაპებს საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს შესთავაზებს.

 

სტარტაპერი თიბისის პროგრამაარომლის მიზანია სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესის   წამოწყების სტიმულირებაპროგრამა მოიცავს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას სტარტაპებისთვისპროგ-რამა სტარტაპერის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.