ბიზნეს სიახლეები
გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2021-ის მონაწილეები ნომინაციაში: „საუკეთესო პროდუქტის ან მომსაუხრებისთვის“
ბიზნეს ბლოგი
01 ნოემბერი 2021
visibility 3375



Sheniamanati.ge


sheniamanati.ge ორი წლის წინ დაარსდა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა სატრანსპორტო/საფოსტო გადაზიდვების ბაზარზე. კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საშუალო და განსაკუთრებით, მცირე ბიზნესის განვითარებაში. უამრავი მცირე და საშუალო ონლაინ მაღაზია თუ ფიზიკური პირი, დღეს, მნიშვნელოვან შემოსავლად სწორედ ჩვენს მომსახურებას მიიჩნევს. 

Sheniamanati.ge-ს მიზანია მუდმივად მაღალი სტანდარტის მომსახურების შეთავაზება და დანერგვა, ასევე მათი სერვისის ხელმისაწვდომიბის ზრდა. Ხოლო, Მომდევნო ორი წლის განმავლობაში, კომპანიას დაგეგმილი აქვს კიდევ 3 ფილიალის გახსნა, ავტოპარკის გაზრდა და საქართველოს ყველა სოფელსა და ქალაქში, პირდაპირი საკურიეროს უზრუნველყოფა.





რკ იმედი


კოოპერატივი „იმედი“. 2018 წელს, სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში დაარსდა. კომპანიამ სახელმწიფოს თანადაფინანსებით 15000 ლარის ოდენობით შეღავათიანი სესხი აიღო. „იმედმა“ ააშენა რძის გადამამუშავებელი საწარმო, რისთვისაც კოოპერატივების სააგენტომ 160 000 ლარის ღირებულების აღჭურვილობა, გრანტის სახით გადასცა. 

Ამჟამად, კომპანია აწარმოებს რძის პროდუქტებს: იმერულ ყველს, სულგუნს, ხაჭოს, არაჟანს და კარაქს. Როგორც გუნდის წევრები აღნიშნავენ, უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებაში მთის ალპებში ხარისხიანი საძოვრები უწყობთ ხელს.





ორნი პლიუსი


„ორნი პლიუს“-სი მომხმარებელს სთავაზობს გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციისთვის საჭირო ყველა დანადგარსა და აქსესუარს. 

კომპანია 10 წელია რაც ქართულ ბაზარზე ოპენირებს. Მისი სამომავლო გეგმაა გააფართოოს საქმიანობის სფერო და სერვისი და პროდუქცია მეტ მომხმარებელსა თუ კომპანიას მივაწოდოს. 




Targmany 


Targmany მთარგმნელობითი მომსახურების სააგენტოა, რომელიც მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად სთავაზობს:


  • თარგმნას;

  • Რედაქტირებას;

  • Ფორმატირებას; 

  • ნათარგმნი დოკუმენტაციის დამოწმებას;

  • ადგილზე მიტანის სერვისს;

  • სინქრონულ/თანმიმდევრულ თარგმნას. 

Targmany ორიენტირებულია მომსახურების ხარისხსა და მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნაზე. 

კომპანიის სამომავლო გეგმაა დამატებითი სერვისების შექმნა და უცხოურ ბაზრებზე გასვლა.







Inlight


Inlight არის არქიტექტურული კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს: გეოდეზიას, საინჟინრო გეოლოგიურ კვლევას, საინჟინრო გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასებას, არქიტექტურულ პროექტს, კონსტრუქციული სქემა/პროექტს, კონსტრუქციული სქემა/პროექტის საექსპერტო შეფასებას, მშენებლობის ორგანიზების პროექტს ტაქსაციას, დენდროლოგიური პროექტი საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემებსა და საინჟინრო კომუნიკაციების პროექტს.

არქიტექტურულმა კომპანია Inlight-მა თავისი საქმიანობა აღადგინა 2021 წელში და მისი მიზანი მომხამრებელტა რიცხვის სწრაფი ზრდაა.






თეგა


„თეგა“ 2021 წელს დაარსდა და აწარმოებს ლოკოკინებს. ლოკოკინები იტალიური წესით მოიყვანება და შემდეგ მათი რეალიზაცია ხდება. 

Კომპანიის მიზანია, თავისი პროდუქტი საქართველოში გახადოს პოპულარული. 





კარაველა


„კარაველა“ საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა და საკუთარ სახელოსნოში ბავშვებისთვის სათავგადასავლო და საინტერესო გარემოს ქმნის, კერძოდ, ეკომეგობრულ საბავშვო კარვებს, სენსორულ საქანელებს, დეკორატიულ ფარდებსა და ხალიჩებს, ასევე, წინსაფრებსა და ჩანთებს ინდივიდუალური დიზაინით. 

„კარაველა“-ს სამომავლო გეგმაა უცხოურ ონლაინ მაღაზიებში განათავსონ თავიანთი პროდუქცია და გაზარდოს თანამშრომელთა რიცხვი. 






მარიამ შარვაშიძე


სახელი არის ტანსაცმლის მაღაზია, რომელიც სხვადასხვა ბრენდის მაღალი ხარისხის რეპლიკებს სთავაზობს მომხმარებელს. 

Პროდუქციის შესაძენად Მომხმარებლები, უმეტესად, კომპანიის ვებგვერდით სარგებლობენ, რაც მათი სერვისის სიმარტივითა და კომფორტულობით განისაზღვრება. 




ელსაიდი


„ელსაიდი“ საინჟინრო კომპანიაა, რომლის საქმიანობის სფეროს საინჟინრო სისტემების პროექტირება და მონტაჟი წარმოადგენს. 

კომპანიის ისტორია უკვე, თითქმის ათწლეულს ითვლის და მისი პორტფოლიო არაერთ პრესტიჟულ და წარმატებულ პროექტს მოიცავს. 

Როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, „ელსაიდი“-ს წარმატების გასაღები მაღალი კვალიფიკაციის მქონე, გამოცდილი და წარმატებული გუნდია.

კომპანია წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა დეველოპერულ კომპანიებთან, მათ შორის, შპს რედკოსთან.






Sender.ge 


პროექტის შექმნის იდეა და სურვილი 2015 წელს გაჩნდა. Კომპანიის სისტემაში დარეგისტრირებულია 3000-მდე კერძო/იურიდიული პირი, რომლებიც წარმატებით იყენებენ ბრენდის სერვისებს, ხოლო სერვისის მიღება ყველა მათგანს დისტანციურად შეუძლია. Როგორც კომპანიის წარმომადგნელები ამბობენ, მათი მომსახურება უამრავ სტარტაპს დეხმარა, განსაკუთრებით, კოვიდპანდემიის დროს, როდესაც ი-ქომერსი გახდა აქტუალური და უამრავი ბიზნესი ონლაინ გაყიდვაზე გადავიდა.




ნილ ედვაიზორი გრუპ


„ნილ ედვაიზორი გრუპ“-ი არის კომპანია, რომელსაც 600 ტონა ვაშლის სხვადასვა სახეობა და მალინა-მაყვლის საუკეთესო ჯიშები მოჰყავს. 

ბრენდს 37 ჰექტარზე აქვს გაშენებული სხვადასვა კულტურა. 

Პროდუქტის რეალიზაცია ხდება როგორც საქრთველოში, ასევე მის საზღვვრებს გარეთაც.




Airtaxi


Airtaxi-ი 2014 წელს შეიქმნა. კომპანიის მიზანია,საქართველო ჩაერთოს მსოფლიოში ინვოიაციურ-ტექნოლოგირ სიახლეებში, კერძოდ, საჰაერო ტაქსების კუთხით და ახალი პროდუქტები ყველა დაინტერესებულ პირს შესთავაზოს. 

Კომპანიის სამიზნე აუდიტორიაა მოკლე ფრენებით დაინტერესებული ადამიანები, ასევე ევროპის ნებისმიერ წერტილში ან საქართველოში ფრენის მსურველები. 

Aircharter-ის სამომავლო გეგმა აპლიკაციის გაკეთებაა.

Როგორც კომპანიის წარმოამდგენლები ამბობენ, საჰაერო ტაქსის მომსახურება, ხელმისაწვდომი მალე გახდება ბევრი რგოლისთვის.






ტასჰაბი 


„ტასჰაბი“-ს მომსახურება არქიტექტურული პროექტის შექმნას, შეთანხმებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაციასა და თანმდევ პროცესს ითვალისწინებს. კომპანია სერვისების ერთ სივრცეში თავმოყრით ქმნის საქართველოში განსაკუთრებულ მომსახურებას, კერძოდ, მშენებელს აღარ უწევს პროექტის შესათანხმებლად საჭირო დოკუმენტაციის სხვადასხვა შემსრულებლისთვის დაკვეთა და თითოეულ რგოლთან კომუნიკაცია. 

„ტასჰაბში“ ყველა სპეციალისტი ერთობლივად ერთვება პროცესში და მაქსიმალურად მოკლე დროში იქმნება ყველა სამშენებლო დოკუმენტი, რაც საბოლოოდ, მარტივად და სწრფად მიღებულ სამშენებლო ნებართვაში გამოიხატება. 

Კომპანიის სამომავლო გეგმაა ცნობადომის ზრდა სამშენებლო სფეროში და საქართველოში ნომერ პირველ კომპანიად ქცევა.






ავტობრენდი 


„ავტობრენდი“ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ მხოლოდ ბრენდული და ორიგინალი წარმოების სავალი და ძრავის ნაწილები, აალების სანთლები, სამუხრუჭე ხუნდები და საცხებ-საპოხი მასალები.

„ავტობრენდი“-ს ყველა პროდუქტი არის მომწოდებლების მიერ მრავალჯერ შემოწმებული და დახვეწილი.

კომპანიის ავტოსერვისი და ავტონაწილების მაღაზია ნებისმიერი ტიპის მანქანასა თუ მოტოციკლს 40,000-ზე მეტი დასახელების ნაწარმით ემსახურება. 




მეფის რჩეული


„მეფის რჩეული“ არის ქართული ღვინის ბრენდი, რომელიც 2020 წელს შეიქმნა და ღვინოს რქაწითელის, ქისის, ხიხვისა და კახური მწვანესგან აწარმოებს. 

კომმპანიის გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ მათი ღვინო საინტერესო იქნება უცხოელებისთვისაც, ვინაიდან უკვე არსებობს გამოხატული ინტერესი მის მიმართ. 

პროექტი შემქნელთათვის განსაკუთრებულია, რადგან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით განხორციელდა. 

„მეფის რჩეული“-ს მიზანია ღვინის პოპულარიზაციასთან ერთად, საზოგადოების ისეთი მნიშვნელოვანი საგანძურით დაინტერესებაც გამოიწვიონ, როგორიც საქართველოს ხელნაწერი მემკვიდრეობაა. 




HAPPYKIDS.GE


HAPPYKIDS.GE არის სივრცე, სადაც განთავსებულია პროდუქტები, რომლებსაც როგორც ცნობილი და გამოცდილი ბრენდები, ასევე დამწყები მეწარმეები და შშმ პირები ქმნიან. კომპანია, საერთო ჯამში, ბევრ საბავშვო ბრენდს აერთიანებს. ამ ეტაპზე, HAPPYKIDS.GE-ს 47 პარტნიორი კომპანია ჰყავს.

კომპანიის ვებგვერდის მეშვეობით გაყიდული პროდუქტებით მიღებული შემოსავალი, ძალიან ბევრი მეწარმისთვის ძირითადი შემოსავლის წყაროა.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანია თანამშრომლობს სოციალურ საწარმოებთან და მათი ბენეფიციარების მიერ შექმნილ ნივთებს სრულიად უფასოდ ანთავსებს ვებგვერდზე. HAPPYKIDS.GE-ის მიზანი საქართველოში ბავშვებისთვის ხარისხიანი და საინტერესო პროდუქტების არსებობაა. ასევე, განსაკუტრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის საკუთარი თავის რეალიზებაში დახმარება და მათ მიერ შექმნილი პროდუქტის პოპულარიზებაში საკუთარი მცირე წვლილის შეტანა. 




ვინდლაიფ


„ვინდლაიფ“-ი  2007 წლიდან ემსახურება თავის ერთგულ მომხმარებელს და საკანცელარიო ნივთებისა და კომპიუტერული ტექნიკის აქსესუარების ფართო არჩევანს სთავაზობს. 

კომპანიას, ასევე აქვს სხვადასხვა პოლიგრაფიულ მომსახურება: ფლაერების, ბროშურების, მისალოცი ბარათების, სასაჩუქრე ჩანთების, ბანერების, საკანცელარიო შტამპებისა და ბეჭდების დაზადება. 

„ვინდლაიფ“-ის სამომავლო გეგმა თავიანთ საქმიანობაში ქსოვილების დამატებაა.





Red House


Red House-ი უძრავი ქონების სააგენტოა და მისი საქმიანობა მოიცავს საქართველოს მასშტაბით არსებული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და გაქირავებას. კომპანია 2020 წლის 21 აგვისტოს დაარსდა და დღეს 25 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. Red House-ის მიზანი ბიზნესის განვითარება და კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებაა. 





პასტეკი


„პასტეკი“ ხელნაკეთი ფეხსაცმელების ახალი ქართული ბრენდია. ბრენდის შექმნისას, გუნდის მთავარი ორიენტირი უზადო ხარისხის ნაწარმის შექმნა და „დემოკრატიული“ ფასების შენაჩუნება იყო. 

Კომპანია ფეხსაცმელს მხოლოდ ნატურალური მასალით ქმნის, რამაც ერთგული მომხმარებლების მზარდი რიცხვი განაპირობა. თავდაპირველად, „პასტეკი“-ს ფეხსაცმელების შეძენა მხოლოდ ინსტაგრამის საშუალებით იყო შესაძლებელი. 

კომპანიას ახლა უკვე საკუთარი ვებგვერდი აქვს, რომლის მეშვეობითაც, მომხმარებელს შეუძლია სრული კოლექცია დაათვალიეროს, შეარჩიოს სასურველი მოდელი, ანგარიშწორება ნებისმიერი პლასტიკური ბარათით მოახდინოს და ერთი სამუშაო დღის ვადაში, უფასოდ მიიღოს შეძენილი ნივთი.

„პასტეკი“-ს სამომავლო გეგმა უცხოური მომხმარებლების მოზიდვა და ფიზიკური მაღაზიის გახსნაა.






შატი ქინძმარაული


„Შატო ქინძმარაული“ 2019 წელს შექიმნა და არის ქისის სახეობის თეთრი მშრალი ღვინო, საინტერესო გემოვნური თვისებებით. კომპანიამ, თავდაპირველად, ბიზნესის განვითარება აუთსორსინგ მეთოდით დიწყო და დღეს უკვე საკუთარი ქარხანა აქვს.

„Შატო ქინძმარაული“-ს უახლოესი მომავალის გეგმაა ქარხნის აღჭურვა და წარმოების ზრდა.