ბიზნეს სიახლეები
გაიცანით ბიზნესდაჯილდოების მონაწილეები ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის“
ბიზნეს ბლოგი
01 ნოემბერი 2021
visibility 5695



იუნიფიშ ჯი 


„იუნიფიშ ჯი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც მიღებული აქვს ზუთხის მეურნეობის საერთაშორისო ლიცენზია – CITEZ GE001. 

კომპანია აწარმოებს ქართულ შავ ხიზილალას. „იუნიფიშ ჯი“-ს პროდუქტმა მონაწილეობა მიიღო GULFOOD-ის საერთაშორისო გამოფენაზე. Მნიშვნელოვანია, რომ ბრენდს თავისი პროდუქცია გააქვს ექსპორტზე.






Ჰენკა 


„ჰენკა“-ს „კომბუჩა“ ფერმენტირებული ჩაია, რომელიც დამზადებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე. კომპანიამ კომბუჩას წარმოება დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო. „ჰენკა“-ს კომბუჩა მომხმარებლებს სამ არომატს სთავაზობს: 

  • ბაზილიკი-ჯინჯერი 

  • Მარაკუია-ჯინჯერი

  • ჟოლო-ჯინჯერი

კომპანიაში ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი გემოების შექმნასა და მომხარებლებისთვის მიწოდებაზე. Რაც მთავარია, იხვეწება საწარმოო მეთოდოლოგიაც. „ჰენკა“-ს მიზანია, საქართველოში ისეთი სასმელის პოპულარიზაცია, რომელიც ყველანაირი ქიმიური დანამატის, არასასარგებლო შაქრისა და სხვა მინარევის გარეშე იქმნება და შედეგად, ვიღებთ სასარგებლო, გამაგრილებელ, პრო და პრე ბიოტიკებით სავსე, დაბალკაროიულ სითხეს, რომელიც ყველაფერთან ერთად, ენერგიის აღმდგენიცაა. Სწორედ ამიტომ, მათი ერთ-ერთი სამომავლო გეგმა „კომბუჩა“-ს ცნობადობის ზრდაა. 







AYANO


AYANO დიზაინისა და ფერების ფილოსოფიაა და საკუთარი სახლისა თუ ბიზნესობიექტის დაგეგმვისას, ადამიანებს ყველა პარამეტრისა და მოთხოვნის დიზაინში შერწყმაში ეხმარება. 

Საქართელოში, სფეროში, რომელშიც კომპანია ოპერირებს, კონკურენცია მაღალია და იმისათვის, რომ მომხმარებელს თავი გააცნო და დაამახსოვრო, აუცილებელია განახვავებული ხელწერა. Ბრენდის მიზანიც სწორედ ეს არის – ქართველ მომხმარებელს განსაკუთრებული და გამორჩეულად ხარისხიანი სერვისი შესთავაზოს. 







Charles Rullo


Charles Rullo 2020 წელს გაეცნო ქართველ მომხმარებელს. კომპანიის მიზანი იყო ჭაჭა, როგორც ქართული სასმელი, ეგზოტიკურობის ნიშიდან გამოეყვანათ და გაგვეხადათ უფრო მისაღები, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მომხმარებლისთვის. ამ ეტაპისთვის, Charles Rullo-მ გაიარა ტესტირების ფაზა და შედეგად, ჰორეკა სექტორის 30-მდე წამყვანმა ობიექტმა ბრენდი ძალიან კარგად მიიღო. 

Კომპანიის გუნდის წევრების სამომავლო გეგმაა მასშტაბების ზრდა და სასმელის ექსპორტზე გატანა. 






კონტეინერი


„კონტეინერი“ 2500 კვადრატულ მეტრზე წარმოდგენილი სავაჭრო სივრცეა, რომლის ბიზნესპლატფორმა განისაზღვრება „აუთლეთ კონცეფციით“. მისი საქმიანობის სფერო ამერიკასა და ევროპაში უკვე ცნობილი, ბრენდებისა და პროდუქციის აუთლეთ ფასებით წარმოჩენა და რეალიზაციაა საქართველოს ბაზარზე. 

თითქმის 2 წლიანი ისტორიით კონტეინერმა შეძლო მოეპოვებინა მომხმარებლის ნდობა და ლოიალურობა. ბრენდის ვიზუალური უზრუნველყოფა, ტექსტუალური კომპონენტები, სახელი და სლოგანი – #აბარასეძებ; #აღმოაჩინეკონტეინერში იდეალურად ერწყმის ერთმანეთს და ნათლად გადმოსცემს ბიზნეს იდეის შინაარს – კონტეინერი, რომლის გახსნისას წინასწარ არ იცი რას აღმოაჩენ. 

„კონტეინერი“-ს, როგორც ბრენდის მთავარი ღირებულებაა კრეატიულობა, ტრენდულობა, მაღალი ხარისხი, განუსაზღვრელი არჩევანი და საუკეთესო ფასი.







Რაშვები


„Რაშვები“ სპორტულ და ყოველდღიურ ტანისამოსს ქმნის. კონკურენტებისგან განსხვავებით, მათი ჰუდიები კონცენტრირებულია ერთი სიტყვის გარშემო – რაშვები. მომდევნო 2 წლის განმავლობაში, კომპანიის პრიორიტეტი ვებგვერდის შექმნა და ასევე, კონცეპტუალური მაღაზიის გახნსაა თბილისში, რომელიც მომხმარებელს ადგილზე შესთავაზებს ბრენდის სრულ კოლექციასა და ყველა სიახლეს.


2021 წლის განმავლობაში ბრენდის მთავარი მიღწევა გაყიდვების ზრდა იყო. პანდემიის პერიოდში გაყიდვების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, ბრენდი „გლოვოს“ ყველაზე წარმატებული სტარტაპერის გამარჯვებული გახდა. ცნობადობა პირველ რიგში მომხმარებლის უკუკავშირმა გაზარდა. Ასევე, კომპანიის წარმომადგენლები გამოყოფენ ბავშვების ხაზის შექმნასაც, რამაც ასევე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ბრენდის ცნობადობაზე. 






ეიფორია


„ეიფორია“ ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს ორგანული ინგრედიენტებით დამზადებულ ხელნაკეთ კოსმეტიკასა და თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობს. 

კომპანიამ ქართულ ბაზარზე თავი აბაზანის ბომბებით დაიმკვიდრა. 

„ეიფორია“-ს მიზანია ადამიანებს საუკეთესო ხარისხის ნაწარმით ბედნიერების შეგრძნება განაცდევინოს.



 




ევრომეტალი


„ევრომეტალი“ ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. კომპანია ამზადებს მეტალის მილებს, ფოლადის ფურცლებს, არმატურებს და ა.შ. Ასევე, აქვს ლაზერული და პლაზმური ჭრის სერვისები.

„ევრომეტალმა“ ცნობადობის ზრდა 2020 წლის დასაწყისიდან დაიწყო, როდესაც კომპანია ჩაერთო სხვადასხვა სარეკლამო კამპანიაში, შესაბამისად, ამას მოჰყვა მზარდი მოთხოვნა პროდუქციაზე და ბევრი ახალი მომხმარებლებელი. 





ZETEN


Zeten მომხმარებელს ელექტრონულ და რობოტიზირებულ სადეზინფექციო მოწყობილობებს სთავაზობს. ისეთს, როგორიცაა AirSanitizer-25-ი, რომელიც ჰაერის სტერილიზებას დახურულ სივრცეში უზრუნველყოფს და UV SaniRobot-ი, რომელიც გამოიყენება შენობაში სანიტარული სამუშაოების შესასრულებლად. 

ტექნოლოგია, ძირითადად, გამოიყენება ისეთ სფეროებში, როგორიცაა კვების ობიექტები, საწარმოები, სამედიცინო დაწესებულებები, სასტუმროები, გასართობი ცენტრები, სავაჭრო ცენტრები, აეროპორტები, სადგურები და სხვა.


დღეს Zeten-ისთვის მნიშვნელოვანია კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნება, განვითარება და ქართულ ბაზარზე დამკვიდრება.





ძველი სუფრა


„ძველი სუფრა“, როგორც საოჯახო ბიზნესი, 1998 წლიდან არსებობს, მაგრამ მხოლოდ 2020 წელს ჩამოალიბდა ბრენდად და აქტიურად გამოჩნდა როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ სივრცეებში. 

„ძველი სუფრა“-ს ორი ძირითადი მიმართულება აქვს: ერთი მხრივ ტრადიციული ლურჯი სუფრების იდენტურად აღდგენა და მეორე მხრივ, ქართული ორნამენტების ბაზაზე სრულიად ახალი, თანამედროვეობაზე მორგებული დიზაინების შექმნა, თამამი ფერებისა და ახალი ფორმების გამოყენებით. 

„ძველი სუფრა“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს ქართული სუფრა შეუხამოს ნებისმიერ ინტერიერს, თანამედროვეს, კლასიკურს, ქართულს თუ სხვა. Ბრენდის მთავარი ღირებულებაა, ძველი ქართული ორნამენტების (ამოღებული სხვადასხვა წყარობიდან, ტაძრების ჩუქურთმებიდან, ნაქარგობიდან, ოქრომჭედლობიდან და სხვა) გაცოცხლება, გაფერადება და ახალ რეალობაში გამოყენება. 

უახლოეს მომავალში, გარდა იმისა, რომ ბრენდის ბევრი ახალი სუფრის დიზაინი მზადების პროცესშა, იგეგმება პირველი ქართული ბენდენის, მუთაქების შექმნა და ჭურჭლის გაქართულება, საბოლოოდ კი – უცხოურ ბაზარზე გამოჩენა.







გრინი


„გრინი“ არის ქართული ბრენდი, რომელსაც წარმოება აქვს ნეპალში და ბუნებრივი მასალისგან, ანუ კანაფისგან ქმნის აქსესუარებს: ზურგჩანთებს, ჩანთებს, ქუდებს, სამაჯურებს, საფულეებს, და ა.შ. ბიზნესი მთლიანად ციფრული პლატფორემბით იმართება საქართველოდან, ხოლო წარმოება ხდება ნეპალში.

„გრინი“-ს ნაწარმი არის ეკომეგობრული პროდუქცია, რომელიც შემქნილია მხოლოდ ბუნებრივი მასალისგან. გარდა იმისა, რომ პროდუქცია არის ძალიაინ კონცეპტუალური, გარკვეულწილად, საგანმანათლებლო წვლილიც შეიტანა ქართველი მოომხარებლების ქცევაში: ადამიანმებმა სხვა მხრიდან შეხედეს კანაფს და ბევრი საინტერესოი ინფორმაცია მიიღეს მის შესახებ. კომპანიის სამომავლო გეგმაა, რომ არა მხოლოდ ნიშური პროდუქცია აწარმოოს, არამედ გადაიქცეს ბრენდად და შეძლოს მეზობელ ქვეყნებში ექსპორტი.





გრანოლინო


„გრანოლინო“ ადამიანებს დილის ჯანსაღ საუზმეს სთავაზობს, რომელიც მდიდარია როგორც ცილებითა და ნახშირწყლებით, ასევე ვიტამინებით. „გრანოლინო“-ს მიღება ადამიანს რძის ნაწარმთან (მაწონი, იუგურტი, კეფირი, რძე) ერთად შეუძლია.

კომპანია სტარტაპმარკეტებზე ხშირად იღებდა მონაწილეობას და ცნობადობა სწორედ ამ მარკეტების საშუალებით აიმაღლა. 






ვაინესი


„ვაინესი“ ღვინის კომპანიაა და საფერავის ჯიშის ღვინოს აწარმოებს. „ვაინესი“-ს გუნდის წევრების თქმით, კონკურენტებისგან გამოარჩევთ ის, რომ მათთვის ღირებული ურთიერთობებია, გულწრფელი და რეალური საუბრები. Სწორედ ამიტომ, ღვინის ეტიკეტზე არის მიწერილი სხვადასხვა შთამაგონებელი ტექსტი.

Როგორც გუნდში ამბობენ, კომპანიას 2021 წელს, 30 000 აქტიური მომხმარებელი დაემატა Facebook გვერდზე, ხოლო Instagram-ზე – 8000.  ხოლო გაყიდვებმა საშუალოდ 1020%-ით მოიმატა.





I GPS ოპერატორი


კომპანია „I Gps ოპერატორმა“ თბილისის მერიის დაკვეთით პირველმა განახორციელა ნაგვის ურნების სენსორების მონტაჟი. პროექტი არის წარმატებული და იგეგმება სხვა დიდ ქალაქებში მსგავსი კონცეფციის განხორციელება. ნაგვის ურნების სენსორები საინტერესო და მოთხოვნადია როგორც საქართველოს დიდ ქალაქებში, ასევე მსოფლიო ბაზარზე.






ონვეი


„ონვეი“ ქართული საფოსტო-საკურიერო კომპანიაა, რომელიც 4 წლის წინ დაარსდა და დღეისათვის 400-მდე კომპანიასა და ყოველთვიურად რამდენიმე ათეულ ათას მომხმარებელს ემსახურება. 

„ონვეი“ იყო პირველი ინოვაციური კომპანია, რომელმაც საფოსტო ბაზარზე ახალი სტანდარტები დაამკვიდრა: სრულად გააციფრულა ლოჯისტიკური პროცესები და საბოლოოდ, მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული საიმედო და სწრაფი სერვისები შესთავაზა პარტნიორებს. 

პანდემიამ კიდევ უფრო გაზარდა კომპანიაზე მოთხოვნა და ბიძგი მისცა მის განვითარებას. დღეისათვის 3 თანამშრომლით დაწყებული სტარტაპი, 200-მდე თანამშრომელს აერთიანებს, აქვს რამდენიმე მილიონიანი წლიური ბრუნვა და ყოველწლიურად 30%-ით იზრდება. 

კომპანიას საქართველოს მასშტაბით 9 ფილიალი აქვს და მიწოდებას მეორე დღესვე ახორციელებს. კომპანია გარდა მიწოდებისა, ქმნის სასაწყობე ე.წ. „ფულფილმენთ“ სერვისებს, რაც გულისხმობს მათი შეკვეთების ადმინისტრირებას „ონვეი“-ს საწყობში. 

მომდევნო 2 წლის განმავლობაში, „ონვეი“ აპირებს ცნობადობის გაზრდას: სამომხმარებლო ბაზარზე შესვლასა და ფილიალების გაფართოვებას.






ქართული თემა


„ქართული თემა“ აწარმოებს „პირამიდების“ სახელით ცნობილ საბავშვო სათამაშოებს, გასართობი და შემეცნებითი დატვირთვით, რაც გულისხმობს იმას, რომ სახალისო დიზაინით შექმნილ პირამიდის ყუთებში, პატარები სათამაშოსთან ერთად, ბავშვები აღმოაჩენენ საქართველოს რუკის სხვადასხვა კუთხის ამსახველ ფერად მაგნიტურ ფაზლებს, ქართველი მეფეების მაგნიტურ ფაზლებსა და სტიკერებს, ასევე ქართული სიტყვების განმარტებებს ფორმით – სწორია-არასწორია.

კომპანიის გუნდის წევრები მუდმივად ორიენტირებულები არიან სიახლეებზე და ცდილობენ თავიანთ პროექტებში დამწყები, ქართული პროდუქციის/მომსახურების მწარმოებელი სუბიექტები ჩართონ. 






კოლაიდერი


Საერთო სამუშაო სივრცე „კოლაიდერი“ მზიურის მახლობლად განთავსებული ნათელი სამუშაო ადგილია. Როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, პროდუქტიული საქმიანობა, აჩქარება და გააქტიურება, ჯანსაღი საქმიანი ეკოსისტემა - სწორედ ამისთვის არის შექმნილი კოლაიდერი. 

კომპანიის მთავარი პრიორიტეტია მოხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია და ბრენდის განვითარებაში მათი მაქსიმალური ჩართულობა რეკომენდაციების, იდეებისა და მოთხოვნების სახით. 

„კოლაიდერი“ შემდეგი წლის მესამე კვარტალში გეგმავს მეორე, დიდი ფილიალის გახსნას, რომელიც ჩვენს სერვისს შესთავაზებს არამხოლოდ ფრილანსერებსა და სტარტაპებს, არამედ დიდ და მასშტაბურ კომპანიებსაც.







ექსპორტ ქარს ჯორჯია


„ექსპორტ ქარს ჯორჯია“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მხოლოდ ევროპაში ყიდის სპორტულ/იშვიათ ავტომობილებს. 

კომპანია წლის ბოლომდ გეგმავს ციფრულ, მარკეტინგულ აქტივობებს, რათა პოტენციურ კლიენტებს ინფორმაცია მიაწვდინოს და მათი ნდობა მოიპოვოს. 






სტარტაპ ბიურო


„სტარტაპ ბიურო“ მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო თუ საჯარო სექტორებთან, რათა ქვეყანაში მათი ჩართულობით წარმატებით დანერგონ ჰაკათონები, ბიზნესბანაკები, პრეაქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა უნარ-ჩვევებისა თუ შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და შემოქმედებისათვის. 

Ორგანიზაციის პორტფოლიო მოიცავს 31 სახეობის პროგრამას, 109 ჩატარებულ ღონისძიებასა და 35,000+ მონაწილეს მთელი საქართველოს მასშტაბით. 

„სტარტაპ ბიურო“ საქართველოს ტექნელოგიურ გლობალურ სტარტაპ რუქაზე სახელის დასამკვიდრებლად მუშაობს. შემდეგი ორი წლის განმავლობაში, „სტარტაპ ბიურო“-ს გეგმაა ახალი ინოვაციების ცენტრის შექმნა თბილისის ძველ უბანში, რომელიც სტარტაპ ჰაბის როლს შეასრულებს როგორც ქართველი ტექ-მეწარმეებისთვის, ასევე ციფრული მომთაბარეებისთვის. 





წინდების თაიგული


განსხვავებული და ფერადი წინდები საქართველოში უფრო და უფრო აქტუალური ხდება, სწორედ ამიტომ შეიქმნა პროდუქტი „წინდების თაიგული“. 

Პროდუქტი არის ნებისმიერი სქესის და ადამიანისთის და ყველა კატეგორიას აქვს ინდივიდუალური შეფუთვა. კომპანიას საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. 

ბრენდი , ამ ეტაპზე, მხოლოდ ონლაინ ყიდვის შემთხვევაშია ხელმისაწვდომი, თუმცაა სამომავლო გეგმა მაღაზიის გახსნაა, რომელიც იქნება ძალიან კომფორტული, პრაქტიკული და ფერადი. მომხმარებელს ადგილზე შეეძლება თავისი გემოვნების მიხედვით შეარჩიოს წინდები და ფერადი ყვავილები.