ბიზნეს სიახლეები
შეღავათიანი აგრო კრედიტი ერთწლოვანი კულტურებისთვის
ბიზნეს ბლოგი
14 სექტემბერი 2022
visibility 2086



ერთწლოვანი კულტურების მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად თიბისი ბანკი გასცემს აგრო სესხს, სოფლის განვითარების სააგენტო კი განახორციელებს დარიცხული პროცენტის სუბსიდირებას, რაც ნიშნავს იმას, რომ 5,000-დან 100,000-მდე ლარის აგრო სესხზე ფერმერები მიიღებენ 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით


ვის შეუძლია ისარგებლოს?


ფერმერებს,  რომლებიც მიმდინარე აგრო სეზონზე საჭიროებენ ერთწლოვანი კულტურების მოსავლის აღების ხარჯების დაფინანსებას და/ან გეგმავენ მათ საშემოდგომო თესვას, შეუძლიათ აიღონ ან დაიმატონ თანხა 100 000 ლარიან ლიმიტამდე. 


აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ:


შეღავათიანი აგროკრედიტის პროქტის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ 2022 წლის 31 ოქტომბრამდე. თუკი 2023 წლისთვის ერთწლოვანი კულტურების დასათესად მიწის დამუშავებას აპირებთ, სჯობს იჩქაროთ, ვინაიდან 1-ლი ნოემბრიდან ამ შეღავათით ვეღარ ისარგებლებთ. 


რატომ თიბისი?


    სესხის მიღება შესაძლებელია თიბისი ბანკის უახლოეს სერვის ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით

    სწრაფი მომსახურება მოახლოებული აგრო ვადების დაცვით

    სესხი გაიცემა აგრო მეურნეობის სპეციფიკაზე მორგებული გადახდის გრაფიკით