წარმატების ისტორიები
საირიგაციო სისტემა პივოტი - მაქსიმალური შედეგი მინიმალური რესურსით
ბიზნეს ბლოგი
08 აპრილი 2021
visibility 4924

მეცნიერული პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 30%-ით გაიზრდება და 9 მილიარდს მიაღწევს, რაც გამოიწვევს სასოფლო სამეურნეო პროდუქტზე მოთხოვნის ზრდას, და ეს მაშინ, როცა უკვე მკვეთრად შესამჩნევი გახდა ბუნებრივი რესურსების შეუქცევადი კლების პროცესი, განახლებადი რესურსების აღდგენას კი ხშირად წლები და საუკუნეებიც სჭირდება. 

წყალი და ნიადაგი, ჰაერთან ერთად, ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებია. იმ ფონზე, როდესაც არასწორი სამეურნეო საქმიანობის შედეგად მტკნარი წყლის მარაგი მნიშვნელოვნად შემცირდა, განსაკუთრებით აქტუალური გახდა მაღალი ტექნოლოგიების სასოფლო-სამეურნეო სფეროში დანერგვის საკითხი. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, განვითარებულმა მსოფლიომ უკვე დიდი ხანია დაიწყო ზრუნვა არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების პროდუქტიულობის ზრდაზე - ადამიანური და ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად დაზოგვა-შემცირების გზით.



ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ევროპისა თუ აფრიკის ქვეყნები ნიადაგის სარწყავად და გამოსაკვებად, ათეულობით წლებია, საირიგაციო და ფერტიგაციის სისტემებს იყენებენ.  რწყვის ტრადიციული მეთოდთან შედარებით, ამ თანამედროვე სისტემების უპირატესობა, წყლისა და ადამიანური რესურსის მინიმუმამდე დაყვანით, პროდუქტიულობის მაქსიმალურ ზრდაში მდგომარეობს.   

დღეისათვის ცნობილია საირიგაციო სისტემის 3 ტიპი:

  • წვეთოვანი სარწყავი სისტემა მიწის ზედაპირთან ახლოს მონტაჟდება. ამ დროს მორწყვის დროს მიწაში წყლისა და სასუქის შეყვანა უშუალოდ მცენარის ფესვთა სისტემასთან  ხდება, რის შედეგადაც, წყლის თანაბარი განაწილების მეშვეობით, გამოირიცხება ცალკეული უბნების ზედმეტად დატენიანება, ან ურწყავად დარჩენა.

 

  • დაწვიმებით მორწყვა წარმოადგენს თანამედროვე საირიგაციო სისტემას, რომელშიც სპრინკლერი წყალს მიწის ზედაპირზე წვიმასავით აფრქვევს. 

 

  • პივოტური რწყვის დროს კი სარწყავი მოწყობილობა ბრუნავს ცენტრალური საყრდენის გარშემო და ცენტრის ირგვლივ არსებული ტერიტორიაზე წყალს  სპრინკლერების მეშვეობით წრიულადან  ანაწილებს.

 


საირიგაციო სისტემების უპირატესობა, ტრადიციულ მეთოდთან შედარებით, წყლის დაზოგვის გარდა, სასუქის მიწოდება-განაწილების მექანიზმია, რომლითაც, ნიადაგის ტენიანობისა და დათესილი კულტურის ჯიშების მიხედვით, მცენარეები წყლითა და საკვები ნივთიერებების ზუსტი ოდენობით მარაგდება.

პივოტი, გამართული ავტომატიზირებული სამუშაო სისტემისა და მინიმუმამდე დაყვანილი რისკების გამო, დღეისათვის ყველაზე ეფექტურ სარწყავ სისტემად მიიჩნევა. სხვა სისტემებისგან განსხვავებით, პივოტის ერთ ადგილზე დაფიქსირებული მექანიზმი ხელს არ უშლის სეზონურ სახნავ-სათეს პროცესებს. 

მთავარი კი, რაც ამ დახვეწილ, თანამედროვე სისტემის პოპულარობას განაპირობებს, მისი დისტანციური მართვის მექანიზმია, რომლის კომპიუტერსა თუ სმარტფონში ჩატვირთვის შემთხვევაშიც, თქვენ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეგეძლებათ მართოთ პივოტის სარწყავი სისტემა და დააკვირდეთ რწყვის პროცესებს თქვენი მიწის ნაკვეთში.

პივოტი გამოიყენება ძირითადად ერთწლიანი კულტურების სარწყავად, როგორიცაა სიმინდი, კარტოფილი, ლობიო, ხორბალი, იონჯა. მისი ხაზოვანი, მბრუნავი მექანიზმით შესაძლებელია ნებისმიერი ზომის მიწის ნაკვეთის მორწყვა. 



საქართველოში, არასაკმარისი ცნობადობის გამო, ბევრმა ფერმერმა არ იცის ამ მოწყობილობების უპირატესობა რწყვის ტრადიციულ მეთოდთან შედარებით, როგორც პროდუქტიული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

პირველი ქართული ინსტალერი კომპანიას, რომელიც ქართულ ბაზარზე საირიგაციო, ავტომატიზაციისა და მცენარეთა ფერტიგაციის სისტემების მოწოდებას უზრუნველყოფს, კომპანია პროაგროა (Proagro). ის 2013 წლიდან ამერიკული კორპორაცია Lindsay Corporation-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და ლიდერი ბრენდის - Zimmatic-ის სარწყავი სისტემების მონტაჟის 20-მდე პროექტი აქვს განხორციელებული. Zimmatic-ის სარწყავი მანქანებს მსოფლიო ბაზრის 40% უჭირავს.