ბიზნეს სიახლეები
მიიღე 250 000-ლარამდე ბიზნესესხი უზრუნველყოფის გარეშე
29 სექტემბერი 2020
visibility 3907

პირველად საქართველოში, თიბისი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს 250 000 ლარამდე სესხით სარგებლობას სთავაზობს, ქონების და ძირითადი საშუალებების უზრუნველყოფის გარეშე. ახალი ფინანსური პროდუქტი თიბისიმ ბიზნესების მხარდასაჭერად და არსებული გამოწვევის ფონზე, მათი საქმიანობის გასამარტივებლად შექმნა. 

„საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბიზნესებს სჭირდებათ ფინანსური რესურსი როგორც საქმიანობის გასაგრძელებლად, ისე განვითარებისთვის. თიბისის მისიაა გაუმარტივოს მომხმარებელს ცხოვრება, ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებისა და პროცესების გამარტივების კუთხით. ამ დრომდე საქართველოში უზრუნველყოფის გარეშე ბიზნესსესხის ლიმიტი 50 000 ლარი იყო, ჩვენ ეს ზღვარი 250 000 ლარამდე ავწიეთ. დარწმუნებული ვართ, ახალი ფინანსური რესურსის გაჩენა ბაზარზე დადებით გავლენას მოახდენს და ბიზნესებისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება არსებული გამოწვევის ფონზე საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად“, - ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

 

თიბისის ბიზნესშეთავაზებით უკვე ისარგებლა „გაბრი ჯგუფმა“, კომპანიამ, რომლის საქმიანობას გათბობა/გაგრილება/კონდიცირება/ ვენტილაციის მოწყობილობების მიწოდება და მონტაჟი წარმოადგენს საქართველოს მასშტაბით. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, დიმიტრი გაბრიჩიძე ამბობს, მიღებული ფინანსური რესურსი მის ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება. 

„ჩემი კომპანიის ბიზნესაქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი შესყიდვის განხორციელება გვიწევს დუბაიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან. აქამდე, საკმარისი უზრუნველყოფის არ არსებობის გამო, შესაძლებლობა არ მქონდა ამ მოცულობის სესხით მესარგებლა. ახლა, შემიძლია მოწყობილობების იმპროტი განვახორციელო ისე, რომ მოგების პროცენტული მარჟა გავზარდო“. 

თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდში სჯერათ, რომ სიახლე ბიზნესების ყოველდღიურ საქმიანობას კიდევ უფრო გაამარტივებს და მათ განვითარების მეტ შესაძლებლობას მისცემს. 

„ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ძალიან ხშირად საკმარისი უზრუნველყოფის არ ქონის გამო, არ აქვთ შესაძლებლობა ბიზნესსაჭიროების შესაბამისი ფინანსური რესურსი მიიღონ. დარწმუნებული ვართ, რომ არაერთ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს კიდევ უფრო გავუმარტივებთ საქმიანობას და მათ წარმატებაში შევიტანთ მცირე წვლილს“ , - ერეკლე კაციტაძე, თიბისის ბიზნესდაკრედიტების ექსპერტი. 

250 000 ლარამდე სესხით სარგებლობისთვის, ბიზნესების წარმომადგენლებმა განაცხადი უნდა შეავსონ  ბმულზე , რის შემდეგაც მათ თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდიდან დაუკავშირდებიან. სესხის დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალურია და ის ბიზნესის კონკრეტული ფინანსური მდგომარეობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრება.