ბიზნეს სიახლეები
სტრატეგია შენი ბიზნესისთვის - მარკეტინგული კომუნიკაცია ციფრულ არხებში.
06 ოქტომბერი 2020
visibility 2575

თანამედროვე სამყაროში, ყოველდღიური ცხოვრების ციფრულ სივრცეში ასახვა შეუქცევადი პროცესი გახდა. დღეს მსოფლიოში 4.5 მილიარდ ადამიანზე მეტი მოიხმარს სოციალურ მედიას, შესაბამისად, კომპანიებისთვის ციფრული სივრცე ერთ-ერთი მთავარი სამოქმედო არეალი გახდა, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს მომხმარებლების რაოდენობის ზრდას, მათ ლოიალობას და, ზოგადად, ბიზნეს ამოცანების შესრულებას. 


ციფრული ტრანსფორმაცია დღესდღეობით ბიზნესების მთავარი გამოწვევაა მსოფლიოს მასშტაბით. 2019 წლის მონაცემებით კომპანიების 70%-მა უკვე განახორციელა, ან მუშაობს პროცესების დიჯიტალიზაციაზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში კი, გარემოებები სგათვალისწინებით, ფიზიკური შეხების წერტილებიდან ონლაინ სივრცეში გადანაცვლება არა მხოლოდ მოგების მაქსიმიზაციის საშუალება, არამედ საჭიროება გახდა. 

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქართულ ბიზნესებზეც აისახა და covid-19-თან დაკავშირებული ფიზიკური შეზღუდვების ფონზე, კომპანიებმა მომხმარებლამდე მისასვლელად ახალი გზების ძიება დაიწყეს. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ეს გზები ციფრული საკომუნიკაციო არხებში უნდა გაკვალულიყო. 

არსებული გამოწვევების საპასუხოდ, რომელსაც განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა მეწარმეებზე, თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც 2020 წლის ბოლომდე, 100 ბიზნესისთვის 100 ციფრული სტრატეგია მომზადება. 

პროექტის მიზანია, ბიზნესებისთვის, რომლებიც თავიანთ ყოველდღიურობაში მომხმარებლებთან ციფრულ არხებში უკეთესი კომუნიკაციის საჭიროებას ხედავენ, მომზადდეს სტრატეგიის დოკუმენტები, რომლებიც მათს კომუნიკაციას უფრო ეფექტურს გახდის. 

„ამ პროექტის იდეამდე პანდემიის გამოცდილებით მივედით, როცა დავიწყეთ მუშაობა ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციებზე: გავაკეთეთ 200 ონლაინ მაღაზია, უფასო მიტანის სერვისები ჩვენი კლიენტებისთვის... როცა ვიკვლევდით ამ კომპანიების საჭიროებებს, დავინახეთ, რომ ციფრული მარკეტინგი იყო მიმართულება, რომელიც დიდწილად განსაზღვრავდა მათ გაყიდვებს. ამიტომ გაადავწყვიტეთ, რომ ონლაინ სივრცეში კომუნიკაციის მართვის ხელსაწყო იყო ერთ-ერთი ღირებული რამ, რაც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეგვეძლო შეგვეთავაზებინა.“ - ანკა თოთიბაძე, „თიბისი ბიზნესისთვის“ 

რეგისტრაცია ბიზნესებისთვის 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველი თვის დასაწყისში გაიხსება. საბოლოოდ კი ჯამში 100 ბიზნესი ინდივიდუალურად მიიღებს მათი გამოწვევების და საკომუნიკაციო KPI-ს შესაბამის სტრატეგიას. 

პროექტს „თიბისი ბიზნესისთვის კრეატიული სააგენტო ვინდფორსის დახმარებით ახორციელებს. 

„შექმნილ ვითარებაში ბიზნესის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია ასეთი სახის CSR პროექტების განხორციელება. ვინდფორსისთვის, როგორც თიბისის სტრატეგიული პარტნიორისთვის და საკომუნიკაციო ინდუსტრიის წარმომადგენლისთვის ამ კამპანიის წარმატებით განხორციელებას ორმაგი მნიშვნელობა აქვს. პროექტი თავის მხრივ, პროცესში ჩართულ ადგილობრივ საკომუნიკაციო სააგენტოებს, კლიენტების პორტფოლიოს ზრდის საშუალებას აძლევს. გვჯერა, რომ ეს პროცესი, საფუძველს ჩაუყრის სააგენტოებსა და ბიზნესებს შორის ურთიერთობებს, რომლებიც გრძლევადიან თანამშრომლობაში გარდაისახება.“ - დავით მეზვრიშვილი (Windfor’s). 


სააგენტოები, რომლებიც იმუშავებენ ციფრული კომუნიკაციის სტრატეგიებზე: 

  • Eliot 
  • Socialsharks 
  • Windfor’s 
  • Quick 
  • 4MEDIA 
  • Kraken 
  • Watergunz 
  • Hans & Gruber 
  • McCann Tbilisi 

პროექტი დაფინანსებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ფონდის (EFSE) მეწარმეობის აკადემიის მიერ. 

„EFSE-სთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო ისეთ ინოვაციურ პროექტებში ფინანსური ჩართულობა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს ტექნოლოგიურ განვითარებაში დაეხმარებოდა. დღევანდელ სიტუაციაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ამიტომაც ახლა ჩვენ განსაკუთრებულად ვცდილობთ არსებული გამოწვევების დასაძლევად გავაძლიეროთ მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორებისთვის. EFSE-ს მეწარმეობის აკადემია მოხარულია რომ თანამშრომლობთ თიბისისთან ამ ინიციატივის ფარგლებში.“ - მარკუს ასჩენდორფი, EFSE-ს განვითარების პროგრამის თავმჯდომარე. 

დარეგისტრირდი