ბიზნეს სიახლეები
თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა - 2022 წლის შეჯამება
ბიზნეს ბლოგი
26 იანვარი 2023
visibility 4200




13 კურსი, 100-ზე მეტი ტრენინგი, 5000-ზე მეტი დასწრება – 2022 წელი თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამისთვის გამორჩეული იყო. რიცხვების გარდა, პროგრამის წარმატებაზე დამსწრეთა შეფასებებიც მეტყველებს —  ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ შეხვედრებზე მიღებული ცოდნა კომპანიის უკეთესად მართვაში ეხმარებათ.

 

თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად და სტარტაპ ეკოსისტემის გასაძლიერებლად მასშტაბურ განათლების პროგრამას ახორციელებს. პროგრამა მოიცავს კურსებსა და ტრენინგებს ფინანსების, მენეჯმენტის, მარკეტინგის, საგადასახადო საკითხების და სხვა დარგების შესახებ, შეხვედრებს კი სფეროს პროფესიონალები უძღვებიან. 

 

“განათლება თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და პარტნიორებთან ერთად, ბოლო წლები განმავლობაში, უწყვეტად ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო კურსსა თუ ტრენინგს როგორც ჩვენი კლიენტებისთვის, ისე ნებისმიერი მსურველისთვის”, — აღნიშნავს დეა გეგელია, თიბისი ბიზნესის მარკეტერი.

 

პროგრამის ფარგლებში, ბიზნესის მართვის შესახებ სიღრმისეული ცოდნის მისაღებად, რამდენიმე სესიისგან შემდგარი კურსები იმართება, როგორებიცაა ფინანსები მენეჯერებისთვისექსპორტის მართვის საფუძვლებისასტუმროს მენეჯმენტისტარტაპ კურსი და სხვა. ამასთან, რეგულარულად ეწყობა ტრენინგები, სადაც დამსწრეები მოკლე დროში, ერთ შეხვედრაზე განიხილავენ ამა თუ იმ დარგის კონკრეტულ ასპექტებს. კურსებისა და ტრენინგების შინაარსი კი მრავალფეროვანია და თითოეული მათგანი ბიზნესის საჭიროებებსა და ინტერესებზეა მორგებული. 

 

“ჩვენ კარგად ვიცნობთ ბაზარს, ვიცით, რა ტიპის ბიზნესები ოპერირებს, რა სფეროებია დომინანტური, ამასთან, მუდმივად ვიკვლევთ, რა საჭიროებები აქვთ ჩვენს მომხმარებლებს,  ვაკვირდებით საერთაშორისო ტრენდებს და სწორედ ასე ვაწვდით ლოკალურ ბიზნესებს მათთვის საჭირო ინფორმაციას”, — ამბობს დეა გეგელია.

 

2022 წელს პროგრამა ჰიბრიდულად მიმდინარეობდა, სესიების ნაწილი ფიზიკურად ჩატარდა, ნაწილი კი — ონლაინ. აღსანიშნავია, რომ ტრენინგები ქუთაისის ტრენინგ ცენტრშიც გაიმართა, სადაც ადგილობრივი ბიზნესის 130-მდე წარმომადგენელი დაესწრო დავით პაპიაშვილისა და შოთა ჩინჩალაძის ტრენინგებს საგადასახადო საკითხების და ბრენდინგის შესახებ. კურსებისა და ტრენინგების გარდა, გასულ წელს გაიმართა მაკროეკონომიკური მიმოხილვის ვებინარიც, რომელსაც ოთარ ნადარაია უძღვებოდა.

 

პროექტის ჰიბრიდული ფორმატი წელსაც შენარჩუნდება, რადგან ასეთი შეხვედრები  საშუალებას აძლევს დამსწრეებს, დასვან შეკითხვები, ისაუბრონ საკუთარ გამოცდილებასა და შემთხვევებზე, გაიცნონ ერთმანეთი და ლექციებს მიღმაც შეინარჩუნონ მჭიდრო კავშირები. საბოლოოდ, ეს ხელს უწყობს ბიზნეს კომუნის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას, რაც თიბისის მისიის ნაწილია.

 

“ჩვენ ვიღებთ არაჩვეულებრივ უკუკავშირს ლექტორებისგან და იმ ადამიანებისგან, რომლებიც კურსებსა და ტრენინგებს ესწრებიან და ვხედავთ რეალურ შედეგებს — ბიზნესის მფლობელები თუ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები წინ მიიწევენ და ამაში ჩვენი წვლილიცაა. ბიზნესის განათლება თიბისის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიული ინიციატივის ნაწილია, ამიტომ მომდევნო წლებშიც აქტიურად ვიქნებით ამ სფეროს მხარდამჭერი ”, — ამბობს დეა გეგელია.

 

პროექტის მონაწილეების უკუკავშირი კი მართლაც შთამბეჭდავია. კვლევა, რომელიც ყოველი წლის ბოლოს ბიზნეს განათლების პროგრამის შედეგებს აჯამებს, ცხადყოფს, რომ ჯამურად ტრენინგებით კმაყოფილება ძალიან მაღალია (9.6 ქულა/ 10 ქულიდან), რასაც ტრენერების პროფესიონალიზმი, ტრენინგზე განხილული საკითხების აქტუალობა, ტრენერების ჯგუფის წევრებთან კარგი ურთიერთობა და ტრენინგების კარგი ორგანიზება განაპირობებს;

 

რაც მთავარია, დამსწრეები აღნიშნავენ, რომ ბიზნეს განათლების კურსები და ტრენინგები პიროვნულ განვითარებასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების უკეთესად დაგეგმვაში ეხმარებათ, მიღებულ ცოდნას კი სხვებსაც უზიარებენ.

 

“[შეხვედრაზეასზე მეტი დამსწრე იყოეს კი არ ნიშნავსრომ ასი ადამიანი ესწრება და ასი ისმენსარამედდაახლოებითსამასი და უფრო მეტიც იმიტომრომ   ჩვენ იმათაც ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებასვინც არ ესწრებაან საერთოდ არ იცისრომ ეს [ტრენინგიარსებობსერთი კვალიფიციური ფინანსისტი თავის   ირგვლივ დაახლოებით 5-10 შედარებით ნაკლები კვალიფიკაციის ფინანსისტს ეხმარება და ძალიან მინდა რომ ეს გაგრძელდეს”.


ბიზნეს განათლების პროგრამა გრძელდება და ამჟამად თიბისი 11 განსხვავებულ ტრენინგს გთავაზობთ. მენეჯმენტის, ფინანსების, გადასახადების, მარკეტინგისა და სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრებს გამართავენ ანდრო დგებუაძე, პავლე გაბრიჭიძე, მარიამ ქოიავა, ქეთი ალიმბარაშვილი, დავით პაპიაშვილი, შალვა ახრახაძე, გელა მღებრიშვილი, ლია ნადიბაიძე, გიორგი სიმონგულაშვილი და ლაშა მდივანი. ტრენინგების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს და გახდით ბიზნეს განათლების პროგრამის ნაწილი.