ბიზნეს სიახლეები
თიბისისა და თიბისი ლიზინგი მხარდაჭერით სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა
ბიზნეს ბლოგი
25 ნოემბერი 2022
visibility 1553

18-20 ნოემბერს, თიბისის და თიბისი ლიზინგი მხარდაჭერით, გამოფენების ცენტრი ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მე-20 საერთაშორისო გამოფენა Agro, Food, Drink, Tech Expo 2022 გაიმართა.  გამოფენაში 7 ქვეყნის 70-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. 

Agro/Food/Drink/Tech 2022-ზე  წარმოდგენილი იყო  სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, მანქანა–დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები,  სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება  და თანამედროვე ტექნოლოგიები.

გამოფენის დასკვნით დღეს, 20 ნოემბერს, კი აგრო ბაზარი გაიმართა, ადგილზე მისულ მომხმარებლებს სპეციალურად შერჩეული უმაღლესი ხარისხის სასარგებლო და ძალიან გემრიელი პროდუქცია დახვდათ. აგრო ბაზარში მონაწილეობა თიბისისა და თიბისი ლიზინგის პარტნიორმა კომპანიებმა მიიღეს მთელი საქართველოდან. 

 

A picture containing text, person

Description automatically generated


„ეს ბიზნესი ჩემმა ოჯახმა 30 წლის წინ დაიწყო და ნელ-ნელა ვითარდებოდა, თუმცა საწარმო 3 წლის წინ გავხსენით, რათა თაფლის რეალიზაცია მოგვეხდინა ევროკავშირის ბაზარზე. გვჭირდებოდა HASP-ის სტანდარტი იმისთვის, რომ გავსულიყავით საზღვრებს გარეთ, ამას კი საწარმოს გარეშე ვერ მივაღწევდით.  თიბისისგან ბიზნეს სესხი ავიღეთ ზუსტად იმისთვის, რომ საწარმო აგვეშენებინა. საწარმომ როგორც ჩვენ, ისევე სხვა მეწარმეებს, თაფლის გადამუშავების და რეალიზაციის საშუალება მოგვცა. შარშან 100 და წელს 120 ტონა თაფლი გავიტანეთ ევროკავშირის ბაზარზე, ახლა კი საუდის არაბეთის ბაზრის ათვისება გვაქვს გეგმაში. 

სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ეს გამოფენა ძალიან კარგად ორგანიზებული იყო და არაფრით ჩამოუვარდებოდა სხვა საერთაშორისო გამოფენებს. ძალიან მომეწონა, რომ ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ამდენი კეთდება, ვინაიდან მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკაში ამ სექტორს უდიდესი წვლილი შეაქვს,“ - კომპანია „სკების“ წარმომადგენელი მარიამ იოსელიანი.  

 

 


“ხარისხიანი და გემრიელი ჩურჩხელის მიუწვდომლობის გამო გადავწყვიტეთ გვეწარმოებინა ჩვენი პროდუქცია. მოთხოვნაც იყო ბაზარზე და ტრადიციული ქართული ტკბილეულის პოპულარიზაცისაც ჩავუდექოთ სათავეში. თიბისისა და ბადაგის მეგობრობა უკვე 10 წელზე მეტს ითვლის. თიბისის ბიზნესსესხის გარეშე გაგვიჭირდებოდა, როგორც სწრაფად განვითარება, ასევე რთული სიტუაციების დაძლევა. აგროგამოფენა ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლისთვის გაგვეცნო ჩვენი პროდუქცია. თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობებიც გაჩნდა. გვიხარია რომ ასეთი მაშტაბური პროექტის ნაწილი ვიყავით.”- ინგა ყაჯრიშვილი კომპანია „ბადაგის“ დირექტორი.

 

 

„მამა 17 წლის იყო, როდესაც შვეიცარიაში წავიდა სასწავლებლად და დაინტერესდა შვეიცარული ტექნოლოგიით დამზადებული ყველით, რის შედეგადაც მოტივაცია მიეცა, რომ საქართველოშიც გვეწარმოებინა მსგავსი ყველი. ბიზნესი 2006 წლიდან დავიწყეთ 1 ძროხით, თიბისის სესხის დახმარებით კი შევძელით შვეიცარული ძროხების შეძენა, ყველის წარმოების გაფართოება. ასევე გავხსენით ჩვენი ყველის ბარი თელავში, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და დაგვეხმარა ჩვენი ბრენდის სახელის მოხვეჭაში.  Agro, food, drink, tech 2022-ის გამოფენას ძალიან დადებითად შევაფასებდი, ვინაიდან მეტმა ხალხმა გაიგო ჩვენი ბრენდის შესახებ, დაინტერესდნენ და დააგემოვნეს უცხო გემოსა და კულტურის ყველი,“ - კომპანია „ოდლისის“ წარმომადგენელი ნატალი როსტომაშვილი.

 

 

 

„ეს ბიზნესი წამოვიწყეთ დიდი ენთუზიაზმით. მამა-პაპისეულ სოფელში გადავწყვიტეთ მარნის მშენებლობა, შემდგომ ვენახიც შევიძინეთ და ნელ-ნელა გავფართოვდით. სიმართლე გითხრათ, თიბისის შეღავათიანი აგრო-კრედიტი რომ არა, ამ ბიზნესს ვერ დავიწყებდით. ერთია ენთუზიაზმი, ხოლო მეორე შესაძლებლობა. ახლაც გვაქვს მიმდინარე სესხი თიბისიში, რომელიც სრულად ამ ბიზნესის გაფართოებას ხმარდება, ვაპირებთ ახალი მარნის მშენებლობას. რაც შეეხება ამ გამოფენაში მონაწილეობას, ეს ჩვენთვის დიდი გამოცდილება იყო, მწარმოებლებთან ურთიერთობების, კონტაქტების გაცვლის მხრივ და ჩვენი ღვინის პოპულარიზაციისთვის,“ - კომპანია „ღვინო ანბანის“ დამფუძნებელი მამუკა მოსიაშვილი.

 

ღონისძიების ამ ნაწილის ორგანიზატორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო, ევროკავშირთან, გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO), აშშ-ის სარეთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამასა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.