ბიზნეს სიახლეები
ნინო ბერიძის სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი თიბისის მხარდაჭერით გაფართოვდა
ბიზნეს ბლოგი
09 ივლისი 2024
visibility 2424



ნინო ბერიძის სტომატოლოგიური კლინიკების ქსელმა, რომელიც „ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრსა“ და „ბავშვთა სტომატოლოგიურ კლინიკას“ აერთიანებდა, 14 წლიანი საქმიანობის შედეგად, გაფართოების გეგმები დაისახა და რებრენდინგიც მოახდინა.  


ცოტა ხნის წინ, NB Dental-ის ქუდის ქვეშ ორი კლინიკა გაერთიანდა: „ნბ ციფრული ორთოდონტია და ბავშვთა სტომატოლოგია“ და „ნბ დენტალური ველნესი და ესთეტიკა“. ერთიანი სამედიცინო სივრცის კონცეფციით შექმნილი 2 ფილიალის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვა კი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა.   

ახლა პაციენტებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად სტომატოლოგების გუნდი, რომელიც 30 ექიმს აერთიანებს, სხვადასხვა მიმართულებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ კლინიკებში იმუშავებს.  



რითაც გამოვირჩევით ჩვენს მაღალ კონკურენტულ ბაზარზე არის ჩვენი უკომპრომისო დამოკიდებულება ხარისხთან მიმართებაში, ამაში ვგულისხმობ სამედიცინო მასალების, მომსახურების და კვალიფიკაციის მაღალ ხარისხს.  


ამას გარდა, ჩვენ გვაქვს ე.წ. „პაციენტ-ცენტრული“ დამოკიდებულება ანუ ჩვენი პაციენტი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და მასზე ზრუნვა ჩვენთვის ყოველთვის პირველ ადგილზე დგას.  ამ ყველაფერს კი ვერ შევძლებდით, მუდმივი განვითარების და სიახლეების დანერგვის გარეშე, რაშიც ერთ-ერთი პირველები ვართ,“ - ამბობს “ნინო ბერიძის სტომატოლოგიური კლინიკების” დირექტორი თამარ გეგია.  


ექიმმა ნინო ბერიძემ ორთოდონტიული ცენტრი 2010 წელს დაარსა, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკას კონკრეტული პროფილი ჰქონდა, ის არ ყოფილა შეზღუდული არეალში და  სტომატოლოგიური მომსახურების სრული სპექტრს სთავაზობდა მომხმარებელს.  



მომხმარებელზე ზრუნვის გამორჩეულმა პოლიტიკამ და პროფესიონალ ექიმთა გუნდმა განაპირობა ის რომ კლინიკის ბაზა 34 ათასზე მეტ პაციენტს ითვლის. რაც ყველაზე მთავარია, ბევრი მათგანი ლოიალობით გამოირჩევა და თუ 10 წლის წინ თავად იყვნენ პაციენტები, ახლა უკვე შვილები მოჰყავთ მომსახურების მისაღებად. ნინო ბერიძის სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი ემსახურება ყველა ასაკის პაციენტს, დაწყებული ჩვილობის ასაკიდან.  


„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებში ცნობიერების ამაღლება სტომატოლოგიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.  გვინდა რომ პრობლემების პრევენცია მოვახდინოთ და ჩვენთან არ მოდიოდნენ მხოლოდ მაშინ როცა ტკივილი შეაწუხებთ. ეს ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით ბავშვებში.  

ძალიან გვიხარია, რომ თანდათან იცვლება საზოგადოების განწყობა და გამოჩნდა ახალგზარდა მშობლების კატეგორია, რომლებიც ყურადღებას აქცევენ თავიანთი შვილების ჯანმრთელ კბილებს. თუ ის მოვახერხეთ, რომ სტომატოლოგია შიშთან არ დააკავშირონ პატარებმა, არც მერე,  ზრდასრულ ასაკში ექნებათ პრობლემები,“ - თამარ გეგია.  


დღესათვის სტომატოლოგია უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ტკივილისგან გათავისუფლება. ნინო ბერიძის კლინიკებში დანერგილი უახლესი მეთოდები და ციფრული ტექნოლოგიებით მკურნალობის შესაძლებლობა ახლებური დენტალური გამოცდილების საშუალებას იძლევა, რომელიც ასოცირდება კომფორტულ პროცედურებთან, მკურნალობის შემცირებულ დროსთან, გაუმჯობესებულ დიაგნოსტიკასა და ეფექტურობასთან, რასაც შედეგად ბედნიერი, თავდაჯერებული ღიმილი მიაქვს.