ბიზნეს სიახლეები
გაიცანით ბიზნესდაჯილდოების მონაწილეები ნომინაციაში „გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში“
ბიზნეს ბლოგი
21 ოქტომბერი 2021
visibility 3576


ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“


ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ ისტორია 2002 წლიდან იწყება. „პროგრესი“ დღეს ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში და თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სამ მსხვილ კამპუსს აერთიანებს. სკოლა ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ამერიკული სკოლების და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - „College Board”-ის მიერ. ყოველივე ეს „პროგრესს“ ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებული ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში. ამავდროულად, ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს საშუალება აქვთ მოემზადონ ამერიკული წინასაუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელთაც საერთაშორისო უნივერსიტეტებში კრედიტებად აღიარებენ.







„უსული“


„უსული“ ნატურალურ თავის მოვლის საშუალებებსა და სამკურნალო მალამოებს ასწლოვანი საგვარეულო რეცეპტეbის მიხედვით ქმნის. ბრენდი პანდემიის პერიოდში დაარსდა და საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ინტერესთა და ნდობით სარგებლობს. ოჯახური ტრადიციის ბიზნესად ქცევის მნიშვნელოვანი მოტივაცია მრავალი ერთგული და კმაყოფილი მომხმარებელი გახდა. ამ ეტაპზე, „უსულის“ პროდუქცია ქალაქ ონში „ეთნოონის“  მაღაზიაში იყიდება, სადაც ტურისტების დიდი დაინტერესებაც გამოიწვია. Შექმნიდან ერთი წლის განმავლობაში „უსულის“ პროდუქცია ისეთ პლათფორმებზე განთავსდა, როგორიცაა extra.ge, vendoo.ge, mystartup.ge. ბრენდმა მონაწილეობა მიიღო ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა შავი ზღვის ფესტივალი და სამეწარმეო საინვესტიციო ფორუმი რაჭაში. ასევე, გახდა სოციალური მწვანე საწარმოს წევრი და ასევე Georgian and Azia-Africa Chamber of Commerce-ის წევრი.


 

 



 

ნიკა ვაჩეიშვილის მარანი და სასტუმრო 


„ნიკა ვაჩეიშვილის მარანი და სასტუმრო“ შიდა ქართლის ტურისტული იმიჯის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია და შეფასების საერთაშორისო მაჩვენებლებით, უმაღლესი ნიშნული აქვს. Რეგიონში ბიზნესმა 10-15 სამუშაო ადგილი გააჩინა, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სახელი გაუთქვა ქართულ (ატენურ) ღვინოს, ასევე გასტრონომიის, ისტორიისა და ბუნების ღირსშესანიშნაობებს. Საფეხმავლო ბილიკებმა, ველობილიკებმა, საცხენოსნო ტურებმა, რომელთა განვითარებაც უკვე დაწყებულია,  მაღალხარისხოვანი ლოკაცია უნდა შექმნან. მარანი და სასტუმრო მდებარეობს სოფელ დიდ ატენში, გორის მუნიციპალიტეტში. 2013 წლიდან აქ ლანდშაფტთან ჰარმონიულად შერწყმული მარანი, სასტუმრო, საგამოფენო სივრცე, საზაფხულო საგანმანათლებლო პროგრამების კემპინგი, საყველე და საჯემე სახლი, ასევე, სადეგუსტაციო სივრცე შეიქმნა. Ამ გარემოს გასაზიარებლად სტუმრები მთელი მსოფლიოდან (უმეტესად ევროპა, აშშ, ავსტრალია) ჩამოდიან. მარანი და სასტუმრო გვხვდება გერმანულენოვან გზამკვლევებში, დოკუმენტურ ფილმებსა და გადაცემებში, საერთაშორისო სასტუმროთა ქსელში (Booking.com) კი უამრავი დადაბითი შეფასება აქვს. ატენის ბუნებრივი და კულტურული რესურსების კვლევით, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული „კულტურული სივრცის“ ინტერპრეტაციამ და საგანმანათლებლო პროექტებმა ბევრი სტუმარი მოიზიდა. ცნობილი უცხოური და ქართული უნივერსიტეტები (ჟირონა, ბრიჯსტოუნი, კურტოს ინსტიტუტი) ლოკაციაზე საგანმანათლებლო-საზაფხულო სკოლებს მართავენ. ხოლო, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების „საზაფხულო სკოლის საუკეთესო მასპინძლის“ სიგელის მფლობელი სწორედ „ნიკა ვაჩეიშვილის მარანი და სასტუმრო“.