განათლება
ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის
ბიზნეს ბლოგი
21 ივნისი 2021
visibility 2453

ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა მდგრადი განვითარებისკენ მიმავალი დაბალანსებული და რეალისტური გზაა. იგი განსხვავდება ტრადიციული ეკონომიკური მოდელისგან იმით, რომ სხვა მაჩვენებლებთან ერთად ითვალისწინებს როგორც გარემოსდაცვით ისე სოციალურ გარემოს. მისი მიზანი არის არამხოლოდ მშპ-ს ზრდა, არამედ რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და სხვადასხვა ეკოსისტემისა და მასში მონაწილე ყველა ადამიანის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. 

ასეთი მოდელი ქმნის უამრავ შესაძლებლობებს ადამიანებისა და ბიზნესებისთვის. საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნეს სარგებლის ზრდა და გარემოზე ნეგატიური გავლენის შემცირება მისი მთავარი ღირებულებებია. 

ინკლუზიურ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა გულისხმობს მდგრადი ცხოვრების სტილის სტიმულირებას, მდგრადი მოხმარებისა და წარმოების მასშტაბების ზრდას, მწვანე დაფინანსების უზრუნველყოფასა და თანაბარი შესაძლებლობების განვითარებას. ამ ყველაფრის მიღწევა ეკო-ინოვაციების განვითარებით, რესურსების ეფექტური გამოყენების ხელშეწყობითა და სხვადასხვა მწვანე მოდელის დანერგვით არის შესაძლებელი. ამისათვის უმთავრესია ქვეყნის ეკონომიკაში ჩართული პოლიტიკური, ფინანსური და სოციალური ორგანიზაციებისა და ინსტიტუციების ერთობლივი ძალისხმევა.

2021 წლის 22 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამისა (GEFF) და საქართველოს სამთავრობო, ფინანსური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები სწორედ ინკლუზიური მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო საკითხებზე იმსჯელებენ. 

დაესწარით ღონისძიებას “ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის: ქალ და მამაკაც მეწარმება გაძლიერება მდგრადი მომავლისთვის” და გაიგეთ საქართველოს მთავრობის მწვანე ეკონომიკის განვითარების ხედვა, გლობალური გამოწვევების (როგორიცაა კლიმატის ცვლილება) დაძლევის გზები, მწვანე დაფინანსების განვითარების შესაძლებლობები, ქალ და მამაკაც მეწარმეების (მიკრო, მცირე და საშუალო) წვდომა მწვანე ტექნოლოგიებზე და მრავალი სხვა.

ღონისძიება ჩატარდება ონლაინ, 22 ივნისს 11:30 საათზე.

დასასწრებად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ


GEFF საქართველოში მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.