ბიზნეს სიახლეები
2022 წლის ბიზნესდაჯილოდების მონაწილე კომპანიები ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტი"
ბიზნეს ბლოგი
26 ოქტომბერი 2022
visibility 2102


„სთრით ფუდი“ ქმნის სწრაფი კვების პროდუქტებს, კომპანიის ძირითადი პროდუქტი არის შაურმა, რომელიც იწვება ნაკვერჩხალზე და მისი გემოვნური თვისებები გამოარჩევს მას სხვა მსგავსი ტიპის კონკურენტული პროდუქტებისგან. კომპანიას ამ ეტაპზე აქვს სამი ფილიალი და იგეგმება ყოველ კვარტალში თითო ფილიალის დამატება.

 




საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემია GNAEB ქმნის საკმაოდ წარმატებულ პროგრამებს საქართველოს განათლების სეტორში მომუშავე პირებისთვის. ძირითადად კომპანია უტარებს ტრენინგებს მასწავლებლებს, დირექტორებს და მოსწავლეებს სხვადასხვა მიმართულებით. თითოეული პროგრამა თუ ტრენინგ-მოდული არის საჭირო და მომხმარებელზე ორიენტირებული. 



 

„კვების ახალი თაობა“  ქმნის ჯანსაღ, ნატურალურ წასახემსებლებს, რომელიც მზადდება ხელით და არ შეიცავს კონსერვანტებსა და დანამატებს. დროთა გამავლობაში მომხმარებლების მხრიდან გაჩნდა მოთხოვნილება ჯანსაღ „ჩიფსებზე“, კვების ახალმა თაობამ კი ქართულ ბაზარზე შექმნა ისეთი პროდუქცია, რომელსაც არ ჰყავს ანალოგი. გარდა კრეკერებში შემავალი ჯანსაღი და ვიტამინებით სავსე ნედლეულისა, კომპანია აწარმოებს უგლუტენო კრისპებს, კრეკერებსა და ტკბილეულს. 



 

„ლაბადა“ – იდეა, რომელიც ფერად, წყალგაუმტარ მატერიად იქცა. რამ შექმნა საწვიმრების ქართული ბრენდი, „ლაბადა“? – ფერების სიყვარულმა, ქვეყანამ, სადაც მაღალი მოდა იქმნება და კოკისპირულმა წვიმამ. იტალიაში ყოფნისას, წვიმის დროს გაჩენილი იდეა წყალგაუმტარ მატერიად გარდაიქმნა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ წარმოებაც დაიწყო.  „ლაბადა“პირველი ქართული საწვიმრების ბრენდია. 



 

 

GEPARTS არის სტარტაპი, რომელსაც დღემდე არ ყავს უკმაყოფილო მომხმარებელი. GEPARTS ის მეშვეობით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ავტონაწილის მოძიება და მიწოდება იმავე დღეს.  

კომპანია მუშაობს ისეთი ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე, რომელიც სულ რამდენიმე წამში მოიძიებს მომხმარებელზე მორგებული ავტომანქანის ავტონაწილს მხოლოდ და მხოლოდ ავტომანქანის სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით. 

 




კომპანია LoveStars- ის პროდუქტს წარმოადგენს  ,,mary jane-ის'' სტილის ქალის ფეხსაცმელი. პროდუქტის მთავარი არსი და ღირებულება მდგომარეობს მის უნიკალურობაში, პროდუქტი შექმნილია ინდივიდუალური ნახატებით და გადატანილია ფეხსაცმელზე, რომელიც მას გარკვეულ ავთენტურობას და ხასიათს სძენს. 

 



კომპანია „ლოგიკმეტრი“, მათემატიკისა და წიგნიერების აკადემია და ელექტრონული სასწავლო პლატფორმა logicmeter.com, 2015 წელს მას შემდეგ დაარსდა, რაც არაერთი საერთაშორისო კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ ქართველი მოსწავლეების შედეგი ძირითად კომპეტენციებში (მათემატიკაში/ლოგიკურ აზროვნებასა და წიგნიერებაში) საკმაოდ დაბალი იყო. საქართველო შედეგებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც კი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა. გაჩნდა მოთხოვნა და საჭიროება, რომ შექმნილიყო წიგნიერების და მათემატიკის აკადემია/სივრცე, რომელშიც საერთაშორისო სტანდარტებითა და თანამედროვე მიდგომებით ისწავლიან.  

 



კომპანია onetoeight-ის   მთავარი ღირებულება ხარისხია. ბრენდის გამოჩენიდან (2020 წ.) მალევე მსოფლიო პანდემია დაიწყო, რის გამოც ადამიანებს ან სახლში უწევდათ ყოფნა, ან უბრალოდ სასეირნოდ გადიოდნენ. ამ პერიოდში ყველა ბრენდს, რომელიც ძირითადად სპორტულ და ყოველდღიური ტანისამოსის შექმნაზე მუშაობს, პოპულარობა და გაყიდვები გაეზარდა, ასე იყო onetoeight-ის შემთხვევაშიც. გარდა სტანდარტული კარგი ხარისხის ჰუდისა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამ პერიოდში პატარა იუმორისტული ჩანართებიც, მაგალითად წარწერა „რაშვები“, რომელიც ყველა ადამიანისთვის დღის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად წარმოთქმული სიტყვაა. 

 



 

Lagom  ბრენდის ქვეშ იწარმოება ქალების და მამაკაცის ტანსაცმლის (სპორტულ/კლასიკურ) ხაზს, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და განსხვავებული დიზაინით. სანამ პროდუქტი გაყიდვაში ჩაეშვება გადის ხარისხის კონტროლის სამ მნიშვნელოვან ეტაპს.  Lagom  იყო პირველი ქართულ ბაზარზე, ვინც შექმნა ქალის სპორტული საცვლები, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასევე კომპანიამ  პირველად დაამატა პლიუს ზომა, რადგან თვლიან, რომ სილამაზე მხოლოდ პარამეტრებით არ განისაზღვრება. აქვს სავარჯიშო ხაზი, რომელიც სპეციალური ქსოვილისგან მზადდება. მნიშვნელოვანია ის, რომ კომპანია უფრთხილდება გარემოს და დარჩენილი ქსოვილებისგან ამზადებს თმის სამაგრებს, ჩანთებს და სხვადასხვა აქსესუარებს.

 



 

,ქლინქომპანი’’ დასუფთავების მიმართულებით ერთერთი გამორჩეული და მოწინავე კომპანიაა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალი კადრით.  კომპანია მუშაობისას იყენებს მხოლოდ ლიცენზირებული ქიმიური დასუფთავებისა და დეზინფექციის საშუალებებს. კომპანიის სერვისებში შედის - რემონტის შემდგომი დასუფთავება, სამზარეულოს გენერალური დასუფთავება, სამზარეულოსა და ზოგადად გამწოვი სისტემების გენერალური დასუფთვება (ძრავის ჩათვლით), სისტემის წყლის ფილტრებისა და ავზების წმენდითი სამუშაოები, ფანჯრებისა და მინა კონსტრუქციების წმენდითი სამუშაოები. 

 



კაფე ,,ზილიკო', საოჯახო ბიზნესია, რომელიც კომფორტულ და მყუდრო გარემოში (ღია და დახურული სივრცეები), მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს, სთავაზობს მათ თანამედროვე ქართული სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს და ღვინის მრავალფეროვან ასორტიმენტს   პარალელურად ამავე ტერიტორიაზე კომპანიას აქვს ტანსაცმლის ბრენდი ''ლაბადას'' შოურუმი, სადაც საქართველოში წარმოებული ტანსაცმელი იყიდება. 

 



„ჯეოპროდუქტი“  2014 წელს დაარსდა და ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც შინაური ცხოველების ავეჯსა და საკვებს ქმნის. საწარმო მუშაობს საქართველოში და 500-მდე ადამიანს ასაქმებს. პროდუქტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადის ექსპორტზე.

 



BuBu Art International-მა შექმნა მსოფლიოში პირველი, ადრეული ასაკის ეპოქალური საგანმანათლებლო მეთოდი, ეს არის  ფოტოპერსონალური ანბანის შემსწავლელი წიგნი და ფოტოპერსონალური სათავგადასავლო წიგნები. წიგნი იკინძება პერსონალურად ბავშვისთვის. თავგადასავალში ბავშვის სახელია და ასევე ილუსტრაციებში არის ბავშვის სურათი. წიგნი უნიკალური მეთოდია, რომელიც მსოფლიოს ოჯახებს ეხმარება, რომ მათმა შვილებმა ადრეულ ასაკში ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეიყვარონ წიგნი და კითხვა. 




 

„ნინიას ბაღი“ 2021 წლის ზაფხულში გაიხსნა. გახსნის დღიდან გამოირჩევა პოპულარობით, რადგან მომხმარებლებს არა მხოლოდ კვების ობიექტს, მყუდრო გარემოსა და უგემრიელეს სამზარეულოს სთავაზობს. მთავარი უპირატესობა, რაც ნინიას ბაღს აქვს სახლური გარემოა, რომელიც სტუმრებს ძალიან უყვართ.

 



 

POSTRED 2015 წელს დაარსდა და ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ხმის დიზაინის და მუსიკის სერვისებს სთავაზობს არა მხოლოდ ლოკალურ ბაზარს, არამედ ჰოლივუდს. გარდა იმ ფაქტისა, რომ POSTRED ქმნის მაღალ-ანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ის ქართული კინო-ინდუსტრიის მსოფლიო რუკაზე წარმოჩენას უწყობს ხელს. ბოლო 1 წლის მანძილზე POSTRED-მა იმუშავა ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა HBO-ს EUPHORIA, Paramount Pictures-ის SCREAM, A24-ის PEARL და C'MON, C'MON და მრავალ სხვა პროექტებზე SONY PICTURES-ისთვის, NETFLIX-ისთვის, AMAZON-ისთვის, APPLE TV-ისთვის, და ა.შ.



 

 

“პატარა ბაზარი”, რომელიც მიმდინარე წლის 1 ივნისს გაიხსნა, არის ინოვაციური კონცეფციის ადგილი ბავშვებისა და მშობლებისთვის, სადაც გაერთიანებულია საბავშვო მაღაზია და შემოქმედებით-შემეცნებითი სივრცე ეზოთი, მთავარი აქცენტით ადგილობრივ, ეკო-მეგობრულ წარმოებასა და ინკლუზიურ გარემოზე. „პატარა ბაზრის“ მაღაზიაში, სადაც 100-ზე მეტი ადგილობრივი მეწარმის პროდუქციაა წარმოდგენილი, იყიდება ყველაფერი საბავშვო დეკორით დაწყებული, წიგნებითა და აქსესუარებით დამთავრებული.   „პატარა ბაზარი" თანამედროვე მშობლების მაღაზიაა, რომლებიც ზედმიწევნით არჩევენ პროდუქციას ბავშვისთვის, მისი შემეცნებითი თვისების, ხარისხისა და დიზაინის გამო. იგი ასევე საქართველოში მცხოვრები და დროებით მყოფი უცხოელების საყვარელი მაღაზიაც გახდა, რომლებიც აქამდე ვერ პოულობდნენ ადგილობრივ, ნარჩევ საბავშვო პროდუქციას ერთ ადგილას თავმოყრილს. 




 

„ჩიზზზი“ ინოვაციური  პროდუქტი ბაზარზე, რომელიც აგვარებს მნიშვნელოვან პრობლემას. აჭარული ხაჭაპურის ნაკრები (ნახევრად-გამომცხავრი უსაფუარო ქრასთი + ყველი ვაკუუმში), რომელიც მომხმარებელს აჭარული ხაჭაპურის მარტივ და სწრაფ გამოსაცხობ ალტერნატივას სთავაზობს. მისი მეშვეობით 10 წუთში სახლში იდეალურ ხაჭაპურს გამოაცხობთ, დროის და ენერგიის დაზოგვით. „ჩიზზზის“ ნაკრები სიახლეა არამხოლოდ ხაჭაპურის შემთხვევაში, არამედ - ზოგადად, სწრაფი მომზადების საკვებ ინდუსტრიაში და გულისხმობს კერძში შემავალი კომპონენტების განცალკევებით მიწოდებას მომხმარებლისთვის. ეს know-how მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახლში მომზადებული კერძის გემოვნურ თვისებებს და ამავდროულად, მინიმალური კულინარიული უნარების მქონე მომხმარებელს ანიჭებს კერძის მომზადების პროცესის სიამოვნებას. 



 

 

 ,,გლობალ ფარმა სოლუშენს''-მა , საქართველოში ააშენა თანამედროვე ფარმაცევტული ლოგისტიკური ცენტრი. ცენტრის შენობას თავისი სტრუქტურითა და დიზაინით საქართველოში ანალოგი არ აქვს.  გამოყენებულია სასაწყობო ფართების მშენებლობის უახლესი ტექნოლოგიები, რომელიც როგორც კონცეპტუალური ასევე, არქიტექტურული და ფუნქციური მაჩვენებლებით სრულ შესაბამისობაში არის GDP სტანდარტებთან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინებთან.ლოგისტიკური ცენტრი,რომელიც თბილისში,საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედაა განთავსებული,მოიცავს 5000 კვ მეტრზე განლაგებულ ინფრასტრუქტურას რომლის საინჟინრო ქსელების კონცეფციაც შეიქმნა სპეციალიზებული იტალიური კომპანიის მიერ, ხოლო მშენებლობა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელდა.




 

„ლუმბა“ ჯანსაღი ცხოვრების წესზე ორიენტირებული ონლაინ პლატფორმაა, რომლის ძირითადი მიზანი მეცნიერული კვლევებით გამყარებული ცოდნის მარტივად გადმოცემა და მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებაა. „ლუმბას“ მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანების ყოველდღიურობის გამარტივებაა.