ბიზნეს სიახლეები
2022 წლის ბიზნესდაჯილოდების მონაწილე კომპანიები ნომინაციაში „გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში"
ბიზნეს ბლოგი
29 სექტემბერი 2022
visibility 1883



შპს ჭრებალოს მარანი



მარანი სოფელ ჭრებალოში ღვინის მწარმოებელი კომპანია და სტუმართმასპინძლობის სივრცე, რომელიც აწარმოებს 8 სახეობის უნიკალურ ღვინოს რაჭა-ლეჩხუმის რჩეული ვენახებიდან და ჭაჭას - „რაჭაჭა“. „ჭრებალოს მარანი“ 1896 წელს აგებულ ისტორიულ შენობაშია განთავსებული, რომელსაც სრული რესტავრაცია ჩაუტარდა, შენარჩუნდა ხის ძველი აივანი და ორსაუკუნოვანი ქვის კედლები.

ჭრებალოს მარანმა ფუნქციონირება 2019 წლიდან დაიწყო. ბოლო ორი თვის მონაცემებით კი მარანმა 5000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.




სოციალური საწარმო ედენა

 


 

ედენა ონში 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ტრადიციული რეწვის სხვადასხვა ტექნოლოგიით აწარმოებს ქართულ სუვენირებს. სახელოსწნოში დასაქმებული არიან დიასახლისები და მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა გადამზადება-დასაქმებით საწარმოს წვლილი შეაქვს რაიონის უმუშევრობის პრობლემის გადაჭრაში. ედენას სახელოსნო-მაღაზია გამორჩეული ტურისტული ადგილია ონში, სადაც ტურისტებს შესაძლებლობა აქვს გაიარონ სხვადასხვა ტიპის მასტერკლასები. 



კოჭბაანის სახლი 




 

კოჭბაანის სახლი თბილისთან ახლოს, სოფელ კობჭაანში მდებარე, ფერმიდან-სუფრამდე კონცეფციის მქონე დასასვენებელი და გასტრონომიული სივრცეა, რომლის მიზანია სტუმარს გაახსენოს ბავშვობა და სოფლად გატარებული დრო. 2020 წელს შექმნილმა წარმატებულმა ბიზნესი, დაცლის პირას მყოფი სოფლის მოსახლეობისთვის გახდა მოტივაცია დაბრუნებოდნენ სოფელს, ახლა ისინი დასაქმებული არიან კობჭაანის სახლში, აქტიურად არიან ჩართული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში და კობჭაანის სახლს ამარაგებენ საჭირო სოფლის, ადგილობრივი პროდუქტებით.



Gogo Fashion




 

 Gogo Fashion ქალის სამოსის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 8 წელია ბაზარზე ფუნქციონირებს. სამკერვალო და მაღაზია საოჯახო ბიზნესია, რომელიც ქალაქ ფოთში მდებარეობს.



კარდანახის მამული 




 

მამული 2020 წელს დაარსდა. კომპანიის დამფუძნებლებმა სოფელ კარდენახში მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული მარანი აღადგინეს. მათ მიზნად დაისახეს საუკეთესო ხარისხის ღვინის წარმოება და ადგილობრივი, რეგიონისთვის დამახასიათებებელი შემაგრებული ღვინის რეცეპტები, ვერმუთი ანადა და პორტვეინი კარდენახი აღადგინეს. ააშენეს სარეზერვო სივრცეები ღვინის წარმოების 150 ტონამდე გასაზრდელად, სადაც დასაქმებულია ადგილობლივი მოსახლეობა. ამ დროისთვის უკვე 3 ისტორულ მარანს დაუბრუნდა ავთენტური იერსახე.




პავლონია სამეფო ხე



 

 მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ხეა, რომელიც განსაკუთრებით დიდ რესურს იძლევა, იმისთვის რომ იწარმოოს ნედლეული-ხის მასალა, ჟანგბადი, განვითარდეს მეფუტკრეობა, მესაქონლეობა, ფარმაცია და სხვა. პავლონიას სანერგე მეურნეობა მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის რაიონის სოფელ ნიაბში. პავლონიის გაშენება რეგიონში განავითარებს მეფუტკრეობას, მესაქონლეობას და  მნიშვნელოვნად შეცვლის კლიმატს.


დარეგისტრირდი ბიზნესდაჯილდოებაზე: WWW.BUSINESSAWARD.GE