სტარტაპ საწარმო

თუ გსურთ საწარმოო საქმიანობის წამოწყება და გჭირდებათ მიწის, შენობის, ინვენტარისა თუ სხვა ხარჯების დაფინანსება, შეავსეთ განაცხადი და მიიღეთ 1,000,000 ლარამდე მოცულობის სესხი თქვენზე მორგებული პირობებით

მიზნობრიობა

  • საბრუნავი საშუალებების შეძენა, დანადგარებისა და ინვენტარის შეძენა და მათ გამართვასთან დაკავშირებული ხარჯები
  • წარმოებასთან დაკავშირებული ავტოტრანსპორტის შეძენა
  • საერთაშორისო ბრენდის („ფრენჩაიზინგის“) ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების დაფინანსება
  • მიწისა და შენობის შეძენა
  • შენობის მშენებლობა/რემონტი
  •  საწარმოსთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფინანსება.

სესხის პირობები

მოცულობა

მაქსიმუმ 1,000,000 ლარი

უზრუნველყოფის გარეშე

მაქსიმუმ 500,000 ლარი (სახელმწიფო საგარანტიო სქემის ფარგლებში)

ვადა

მაქსიმუმ 120 თვე

საშეღავათო პერიოდი

მაქსიმუმ 24 თვე

თანამონაწილეობა

20%

გადახდის გრაფიკი

ინდივიდუალური

200 000 ლარამდე სესხების გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში

დეტალური პირობები keyboard_arrow_down keyboard_arrow_up

კრედიტის თანხა

<=1 000 000 ლარი (ექვ. USD, EUR)

კრედიტის ვადა

<=120 თვე

კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი

ფიქსირებული, ინდექსირებული

საპროცენტო განაკვეთი

ლარი  13%-დან

დოლარი 6.5%-დან

ევრო 5.5%-დან

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

ლარი  16%-დან

დოლარი 8.5%-დან

ევრო 7.5%-დან

საკომისიო კრედიტის გაცემისთვის

0.2%-დან

ანგარიშის გახსნის საკომისიო

10 ლარიდან

განაღდების საკომისიო

 0.2%-დან

კრედიტინფოს საკომისიო

დამოკიდებულია კრედიტის ვალუტაზე, არაუმეტეს: 25 ლარი, 10 დოლარი, 8 ევრო

ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის

ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარი (ექვ. სესხის ვალუტაში)

ყოველდღიური პირგასამტხელო ვადაგადაცილებისთვის

0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ამასთან,  ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.

წინსწრებით დაფარვის/ სხვა ბანკიდან რეფინანსირების საკომისიო

ფიქსირებული განაკვეთისთვის :

თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 0-დან 6 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0%-ისა;

თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა;

 თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა;

თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა.

ინდექსირებული განაკვეთისთვის:

თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები 0%;

თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი 0.5 %

უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის ხარჯი

ერთეულ ქონებაზე 56 ლარი;

უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი

ერთეულ ქონებაზე 51 ლარი;

მოძრავი ქონების გირავნობით რეგისტრაციის ხარჯი

ერთეულ  ქონებაზე 174 ლარი;

მოძრავი ქონების გირავნობით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი

ერთეულ  ქონებაზე 20 ლარი;

თიბისი ბანკი ყველა მსესხებელ სტარტაპს გაძლევთ შესაძლებლობას დარეგისტრირდეთ და სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან გაიაროთ ინდივიდუალური კონსულტაცია შემდეგი მიმართულებებით:
star
ფინანსები და გადასახადები
star
ციფრული მარკეტინგი;
star
ბრენდინგი
star
გაყიდვები
star
მენეჯმენტი;
star
ადამიანური რესურსების მართვა.

*კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია თიბისი ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ.

შეავსეთ განაცხადი და მიიღეთ სესხი
edit განაცხადის შევსება