სურსათის უვნებლობა

სურსათის უვნებლობა, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია მწარმოებლებისთვის, რესტორნებისთვის, სავაჭრო ქსელებისთვის.

ტრენინგი დაეხმარება სურსათის მწარმოებელ კომპანიებს და დაინტერესებულ პირებს გაეცნონ, შეიმუშაონ, დანერგონ საერთაშორისო სანიმუშო პრაქტიკები  და დააკმაყოფილონ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები. განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

 

  • წარმოებისა და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკა;
  • სურსათის უვნებლობის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები;
  • სურსათის საფრთხეები და ტემპერატურული რეჟიმები;
  • პერსონალის პირადი ჰიგიენა და ქცევის წესები;
  • HACCP პრინციპები

 

კანონმდებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებელი პირობაა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სურსათის უვნებლობა, მომხმარებლის დაცულობა და მწარმოებელმა დაიმკვიდროს სანდო კომპანიის სტატუსი.    

 

ტრენინგის ხანგრძლივობა – 3 საათი

ტრენინგი სრულად დაფინანსებულია

ტრენინგის ლოკაცია  - თბილისი, ჭავჭავაძის 11, თიბისი ბანკის ფილიალი

კომენტარები