სატრანსფერო ფასწარმოქმნა (Transfer Pricing)

ტრეინინგის მიზანია მსმენელი გაერკვეს საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების (Transfer Pricing) არსში და ძირითად პრინციპებში. საქართველოს კანონმდებლობაში 2011 წლიდან გაჩნდა  არსებითად ახალი ცნება, რომელიც აქტუალურია კომპანიებისთვის რომელთაც გააჩნიათ საერთაშორისო კონტროლირებული ტრანზაქციები (ტრანზაქციები დამოკიდებულ პირებთან და ე.წ. „ოფშორებთან“).

კურსი დაანტერესებთ, როგორც კომპანიის ბუღალტრებს და ფინანური განყოფილების მმართველებს, ასევე კომპანიის ხელმძვანელებს. მათ შორის მათაც ვისაც ჯერ არ აქვთ საერთაშორისო კონტროლირებულ ტრანზაქციებთან შეხება. სატრანსაფერო ფასწარმოქმნის პრინციპების გათვალისწინება კომპანიას აძლევს საშუალებას სწორად შეაფასოს კონტროლირებული ოპერაციები. შეძლოს ზედმეტი გადასახადის და სანქციების დარიცხვის თავიდან არიდება და ასევე სწორი საგადასახადო დაგეგმვის საფუძველზე მოახდინოს გადასახადების ოპტიმიზაცია.

ტრეინინგზე განხილული იქნება:

  • რა არის სატრანსფერო ფასწარმოქმნა?
  • რეგულირება
  • შედარებადობის ანალიზი
  • კონტროლირებული ოპერაციის შეფასების მეთოდები
  • დოკუმენტირება და მისი მიზნები; საგადასახადო დაგეგმვა (Tax Planning)
  • საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციასთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმების („APA“) არსი

 

ტრენინგის ხანგრძლივობა – 3 საათი

ტრენინგი სრულად დაფინანსებულია

ტრენინგის ლოკაცია - თბილისი, ჭავჭავაძის 11, თიბისი ბანკის ფილიალი

კომენტარები