სასტუმროების მენეჯმენტი

სასტუმროს ოპერაციების მენეჯმენტის ტრენინგი მოიცავს სასტუმროს, როგორც ორგანიზაციის სტრუქტურის შესწავლას. ტრენინგის განმავლობაში, განხილული იქნება, სასტუმროს ყველა განყოფილების / ორგანიზაციული დანაყოფის არსი და ფუნქცია. დამსწრე კომპანია გაეცნობა სასტუმროს ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას, მათ შორის, სასტუმროს გენერალური მენეჯერის, საშუალო რგოლის მენეჯერებისა და პერსონალის სამუშაო მოვალეობებს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული განხილული იქნება სხვადასხვა ტიპის სასტუმროს მაგალითზე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად და ქართული რეალობის გათვალისწინებით.

 

ტრენინგზე თქვენ გაიგებთ:

 

  • სასტუმრო განვითარების ეტაპები მსოფლიო და საქართველოს მაგალითზე
  • სასტუმროს ტიპები და თითოეულის განხილვა ვრცლად
  • სასტუმროს კლასიფიკაცია და პირობები
  • სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა დიდი და პატარა სასტუმროს მაგალითზე
  • დეპარტამენტების განხილვა
  • სასტუმროს მართვის პროცესი და მათი ტიპები
  • სასტუმროს გუნდის მართვა და მოტივირება
  • წარმატების გასაღები სტუმარ–მასპინძლობის ინდუსტრიაში 
  • საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვა
  • გამოწვევები სასტუმროებისთვის ქართულ ბაზარზე

 

ტრენინგი განკუთვნილია ბიზნესის მფლობელებისათვის, მენეჯერებისათვის და სასტუმროს მიმართულებით დასაქმებული პირებისთვის

 

ტრენინგის ხანგრძლივობა – 3 საათი

ტრენინგი სრულად დაფინანსებულია

ტრენინგის ლოკაცია - თბილისი, ჭავჭავაძის 11, თიბისი ბანკის ფილიალი

კომენტარები