საგადასახადო საკითხები

ტრენინგზე განვიხილავთ საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს.


ტრენინგზე განხილული იქნება:

  • საგადასახადო კანონმდებლობაში უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები
  • სხვადასხვა პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე სიახლეები და ტრენინგის ჩატარების მომენტისთვის საგადაასახადო დაბეგვრის აქტუალური საკითხები
  • საქართველოში მოქმედი გადასახადებით დაბეგვრის ძირითად პრინციპები
  • დამსწრეები გაიგებენ მიღებული ცოდნა მუშაობის პროცესში როგორ გამოიყენონ

კომპანიის მმართველი რგოლი უშუალოდ არ არის ჩართული ბიუჯეტში გადასახადელი გადასახადების გამოანგარიშებაში. ამის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო დაბეგვრის პრინციპებისა და თავისებურებების ცოდნა მათთვის მნივნელოვანია. მენეჯმენტი მონაწილეობს სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების მიღებაში, რასაც ხშირად თან ახლავს სხვადასხვა ტიპის საგადასახადო დაბეგვრა.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა – 3 საათი

ტრენინგი სრულად დაფინანსებულია

ტრენინგის ლოკაცია - თბილისი, ჭავჭავაძის 11, თიბისი ბანკის ფილიალი

 

კომენტარები