მარკეტინგი ციფრულ სამყაროში

სოციალური მედია ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად ყალიბდება (საქართველოში Facebook-ის აქტიურ მომხმარებელთა რიცხვმა უკვე 1 მილიონს გადააჭარბა). ადამიანები ქსელში სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ ბრენდების შესახებ, ხოლო ბრენდები იძულებულნი არიან ჩაებან ამ საუბარში, რათა თამაშგარე მდგომარეობაში არ აღმოჩდნენ. ასეთ გარემოში ბიზნესისთვის ინტერნეტში თავის დამკვიდრებაზე ზრუნვა აუცილებელია.

მოკლე კურსი „ინტერნეტ მარკეტინგი“ მიმოიხილავს თანამედროვე მარკეტინგის განვითარებას მედიის რევოლუციის პირობებში


ტრენერი: ლევან ლეფსვერიძე - Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი, თანადამფუძნებელი. თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ESM-ის მიწვეული სპიკერი: მარკეტინგი სოციალურ მედიაში

ტრენინგის ხანგრძლივობა – 3 საათი

ტრენინგის ლოკაცია - თბილისი, ჭავჭავაძის 11, თიბისი ბანკის ფილიალი

კომენტარები