ინოვაციების მართვა

ინოვაციების მართვა თანამედროვე მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. დღესდღეობით, შეიძლება კომპანიების არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუ ისინი საკმარისად ინოვაციურები არ იქნებიან. ინოვაციების დანერგვა, ფაქტობრივად, ყველა სფეროში საჭირო ხდება – წარმოებაში, მომსახურებაში თუ სხვა სფეროებში. ტრენინგის შემდეგ თქვენ გაიგებთ:

  • როგორ დანერგოთ ინოვაციები პროცესებში
  • მეტ ინფორმაციას ინოვაციური მიდგომების შესახებ
  • როგორ მივიღოთ სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებები თანამედროვე სამყაროში
  • როგორ მოვიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა 

 

ინოვაციების მართვის ტრენინგი კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენელ პირებს ინოვაციების მართვის პროცესის გაანალიზებაში დაეხმარება.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა – 3 საათი

ტრენინგი სრულად დაფინანსებულია

ტრენინგის ლოკაცია - თბილისი, ჭავჭავაძის 11, თიბისი ბანკის ფილიალი

კომენტარები