გამარტივებული IFRS სტანდარტები

რეფორმა IFRS for SME-ი (მცირე და სა შუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშების საერთაშორისო სტანდარტი) შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს, ანუ კომპანიებს, რომელთა ბრუნვა 2 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდეა, აქტივები -მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე, ხოლო კომპანიაში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10 დან 250-მდე.
შეხვედრის განმავლობაში მოხდება IFRS for SME-ის სტანდარტების დანერგვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება კომპანიის წარმომადგენელისთვის. კონსულტაცია განკუთვნილია დამწყები და გამოცდილი ბუღალტრებისთვის, აუდიტორებისთვის, ფინანსისტებისთვისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ბუღალტერიის საბაზისო ცოდნას ფლობენ და სურთ შეიძინონ ან გაიღრმავონ ფასს-თან სამუშაო უნარები.
შეხვედრის მიზანია 

  • გამარტივებულ ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან დაკავშირებით რელევანტური ინფორმაციის მიწოდება
  • სტანდარტებთან მუშაობის უნარების განვითარება
  • სტანდარტებთან მუშაობაში ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი და ახალ სტანდარტებზე გადასვლის სამოქმედო გეგმის დასახვა.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 საათი

ტრენინგი სრულად დაფინანსებულია

ტრენინგის ლოკაცია: თბილისი, ჭავჭავაძის 11, თიბისი ბანკის ფილიალი

კომენტარები