ემოციური ინტელექტი ბიზნესში

ნებისმიერი ადამიანი, ბიზნესის მფლობელი, ლიდერი, მენეჯერი - მუდმივად იმყოფება გარკვეულ ემოციურ მდგომარეობაში, რაც არსებით ზეგავლენას ახდენს მის ფიქრებზე და ქცევაზე. ემოციური ინტელექტი არის ადამიანის უნარი მართოს საკუთარი ემოციები, შეინარჩუნოს ბალანსი ემოციებსა და რაციონალურ აზროვნებას შორის და კრიტიკულ სიტუაციებში მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დადებითად აისახება მასზე და გარემოზე. კვლევებმა მრავალჯერ დაადასტურეს, რომ წარმატებას და მიღწევებს ემოციური ინტელექტი უფრო განაპირობებს ვიდრე სხვა ინტელექტუალური უნარები და კომპეტენციები. ამიტომაც, გლობალური ბიზნესის სტრესულ და კონკურენტულ გარემოში ლიდერების ემოციური ინტელექტის თემა სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს.

 

ტრენინგის შედეგად დამსწრეები გაიგებენ:

  • რა სტრატეგიებით მართონ ემოციები სტრესულ გარემოში
  • როგორ ჩაანაცვლონ პესიმისტური განწყობა ოპტიმისტურით
  • როგორ იპოვონ შინაგანი მოტივაცია, წინსვლის ენერგია სირთულეებისას
  • როგორ შექმნან და შეინარჩუნონ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები ორგანიზაციაში

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 საათი

ტრენინგი სრულად დაფინანსებულია

ტრენინგის ლოკაცია: თბილისი, ჭავჭავაძის 11, თიბისი ბანკის ფილიალი

კომენტარები