ბიზნეს პროცესების ანატომია

 

ღნიშნული ტრენინგი უზრუნველყოფს კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების სისტემური ხედვის გამომუშავებას. ასევე ტრენინგის შედეგად დამსწრეები შეძლებენ, ბიზნეს პროცესების მართვის, ანალიზის და გაუმჯობესების მეთოდების გამოყენების უნარების განვითარებას, რაც კომპანიის ბიზნეს და საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები: 

  • რა უნდა ვიცოდეთ ბიზნეს პროცესის შესახებ?
    • რა არის ბიზნეს პროცესი? რისთვის და როდის გვჭირდება ბიზნეს პროცესების აღწერა, ვიზუალიზაცია და მოდელირება
  • როგორ „აღმოვაჩინოთ“ ბიზნეს პროცესები?
    • კომპანიის ბიზნეს პროცესები, როგორც ღირებულების შექმნის სისტემის შემადგენელი ნაწილი
  • როგორ გავაუმჯობესოთ ბიზნეს პროცესი?
    • ეფექტური ბიზნეს პროცესის ჩარჩო და ბიზნეს პროცესების ანალიზი კომპანიის საქმიანობის გაუმჯობესებისათვის

 ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:

  • საკუთარი კომპანიის ბიზნეს პროცესების იდენტიფიცირებას და კლასიფიცირებას
  • ბიზნეს პროცესებს შორის ურთიერთკავშირის და ზემოქმედების დადგენას
  • საქმიანობის შედეგების გაუმჯობესებისათვის ბიზნეს პროცესების საწყისი დონის ანალიზის განხორციელებას

 

ტრენინგი განკუთვნილია ბიზნეს კომპანიის მაღალი დონის მენეჯერებისთვის და კომპანიის მფლობელებისათვის.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა – 3 საათი

ტრენინგი სრულად დაფინანსებულია

ტრენინგის ლოკაცია - თბილისი, ჭავჭავაძის 11, თიბისი ბანკის ფილიალი

 

 

კომენტარები