ბიზნეს მოდელირება და ფინანსური გადაწყვეტილებები

 

რენინგი უზრუნველყოფს კომპანიის ბიზნეს მოდელის სისტემური ხედვის გამომუშავებას და ფინანსური მართვის მეთოდების და მექანიზმების გამოყენების უნარების გამომუშავებას, რაც კომპანიის ბიზნეს, საოპერაციო და ფინანსური მართვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • ბიზნეს კომპანიები, როგორც ერთიანი სისტემა
  • ბიზნესს კომპანიების 3D მოდელის და ღირებულების შექმნის სისტემის მიმოხილვა
  • კორპორატიული ფინანსური მართვის ელემენტები კომპანიის ბიზნესს მოდელის შენარჩუნება განვითარებისათვის
    • ნულოვანი მოგების წერტილი (Break Even Point)
    • კაპიტალის სტრუქტურა და კაპიტალის ღირებულება
    • საბრუნავი კაპიტალის მართვა და ხარჯების ოპტიმიზაცია
    • პროექტების ფინანსური ანალიზის მეთოდები და ტექნიკა
    • დაფინანსების ოპტიმალური ოდენობის და წყაროების განსაზღვრა

ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:

  • საკუთარი კომპანიის ბიზნეს მოდელის შეფასებას
  • პროექტების ფინანსირებისათვის ანალიზის მეთოდების გამოყენებას
  • კომპანიის კაპიტალის სტრუქტურის და ღირებულების შეფასებას
  • საჭირო გარე დაფინანსების ოდენობის განსაზღვრას

ტრენინგი განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის ბიზნეს კომპანიის მაღალი დონის მენეჯერებისთვის, ფინანსური მენეჯერებისათვის და კომპანიის მფლობელებისათვის.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა – 3 საათი

ტრენინგი სრულად დაფინანსებულია

ტრენინგის ლოკაცია - თბილისი, ჭავჭავაძის 11, თიბისი ბანკის ფილიალი

კომენტარები