აგროფორუმი რეგიონებში


თიბისი ბანკი საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ფერმერებს აგროფორუმებში მონაწილეობას სთავაზობს. პირველი ასეთი ფორუმი კახეთში, კერძოდ თელავში უკვე გაიმართა, სადაც აგროსექტორით დაინტერესებულმა პირებმა მეცხოველეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის, მისი უპირატესობებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ფორუმის მიზანია ფერმერების ინფორმირება შემდეგ საკითხებზე:

  • როგორ შევქმნათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი
  • გაიგე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ძირითადი პრინციპები
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის უპირატესობანი   
  • საგადასახადო შეღავათები სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისათვის


აგროფორუმებზე დასწრება თავისუფალია. ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ დარგის ექსპერტებისაგან. ფორუმის თემები რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე განსხვავებული იქნება.

შეხვედრაზე კვალიფიციური სპეციალისტის მიერ განმარტებული იქნება ის შესაძლებლობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ფერმერთა ჯგუფი (კოოპერატივი) შეძლებს მიიღოს მატერიალური (ან არამატერიალური) სარგებელი. 

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჩვენი წარმომადგენელი დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით ფორუმის ჩატარების თარიღისა და ლოკაციის შესახებ.



ფორუმი დაფინანსებულია სრულად.


კომენტარები