აგროფორუმი რეგიონებში


თიბისი ბანკი საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ფერმერებს აგროფორუმებში მონაწილეობას სთავაზობს. პირველი ასეთი ფორუმი კახეთში, კერძოდ თელავში უკვე გაიმართა, სადაც აგროსექტორით დაინტერესებულმა პირებმა მეცხოველეობის ფერმების, რძის პროდუქციის წარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის, მისი უპირატესობებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონებში ფერმერების ინფორმირებას შემდეგ საკითხებზე:

  •         რა სიახლეებია მეცხოველეობა/მერძევეობის დარგში
  •         რა პრობლემებია აღნიშნულ დარგში და როგორ გადავჭრათ ეს პრობლემები
  •         რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ბაზარი
  •         როგორ შეიძლება ვაწარმოოთ უფრო მეტი და მაღალხარისხიანი პროდუქცია

 

აგროფორუმებზე დასწრება თავისუფალია. ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ დარგის ექსპერტებისაგან. ფორუმის თემები რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე განსხვავებული იქნება.


აგროფორუმში მონაწილე ფერმერები გაეცნობიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და წევრობის უპირატესობებს. შეხვედრაზე კვალიფიციური სპეციალისტის მიერ განმარტებული იქნება ის შესაძლებლობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ფერმერთა ჯგუფი (კოოპერატივი) შეძლებს მიიღოს მატერიალური (ან არამატერიალური) სარგებელი.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჩვენი წარმომადგენელი დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით  ფორუმის ჩატარების თარიღისა და ლოკაციის შესახებ.


ფორუმი დაფინანსებულია სრულად.

კომენტარები