IFRS სიახლეები-იჯარა

გაიგეთ რა სიახლეები არის იჯარის აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით როგორც სრულ, ასევე გამარტივებულ სტანდარტებში. ტრენინგის განმავლობაში დამსწრეები გაივლიან როგორც IFRS 16, ასევე IFRS for SME იჯარის კომპონენტს და პრაქტიკული ქეისების და დავალებების მეშვეობით შეისწავლიან ახალ სტანდარტს.

 

2019 წლიდან შემოდის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების იჯარის აღრიცხვიანობისა და მართვის ახალი სტანდარტი (ფასს 16), რომელიც ფუნდამენტურად ცვლის მოიჯარის მიერ აღრიცხვიანობის სტილს და მნიშვნელოვანი სიახლეები შემოაქვს ზოგადად იჯარის განმარტებასა და მსგავსი ტრანზაქციების მართვაში.

ვინაიდან ცვლილებები საკმაოდ მასშტაბურია, აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში ჩვენ:

  • გაგაცნობთ ფასს 16-ის სტანდარტში ძირითად სიახლეებს და შევადარებთ ამ სიახლეებს მცირე და საშუალო ზომის კომპანიების აღრიცხვიანობის სტანდარტს
  • მიმოვიხილავთ ძირითად სექტორებს, რომლებსაც შეეხება აღნიშნული ცვლილება
  • გაგაცნობთ სტანდარტის ძირითად გამონაკლისებს
  • ვისაუბრებთ მოიჯარის მიერ აღრიცხვიანობის ახალ მეთოდზე
  • დავსახავათ ახალ სტანდარტზე გადასვლის სამოქმედო გეგმას
  • გაგაცნობთ იმ ფინანსურ კოეფიციენტებს, რომლებიც შეიცვლება ახალი სტანდარტის მიღების შედეგად

 

ტრენინგის ხანგრძლივობა – 3 საათი

ტრენინგი სრულად დაფინანსებულია

ტრენინგის ლოკაცია - თბილისი, ჭავჭავაძის 11, თიბისი ბანკის ფილიალი

 

კომენტარები