Business news
ხუთშაბათის შეხვედრები - როგორ გავყიდოთ მეტი?
ბიზნეს ბლოგი
31 January 2024
visibility 2741

 

ხუთშაბათის შეხვედრები — თიბისი ბიზნესის მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად ღონისძიებების სერია გრძელდება.

თიბისი ბიზნესი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს და ამჯერად მათთვის პანელური დისკუსიების სერიას — ხუთშაბათის შეხვედრებს ახორციელებს.

უკვე მესამე თვეა, პროექტი სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს მრგვალი მაგიდის ირგვლივ კრებს, სპიკერები კი — აუდიტორიის თანდასწრებით სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებულ მწვავე და საინტერესო საკითხებზე საუბრობენ.

მეტსაც გეტყვით, მოწვეული სტუმრები აუდიტორიას გულწრფელად უზიარებენ საკუთარ მიდგომებს ბიზნესის მართვის ისეთ სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: მარკეტინგი, მართვის სტილი, თანამშრომლებთან ურთიერთობა და ა.შ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მცირე ან საშუალო ბიზნესის წარმატებისთვის.

A person standing in front of a person

Description automatically generated

ღონისძიებების სერია ოქტომბერში დაიწყო, ხოლო მისი ბოლო შეხვედრა ახლახან, 25 იანვარს ჩატარდა. ამჯერად მრგვალი მაგიდის ირგვლივ საუბარი გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებმა გამართეს და აირჩიეს ისეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორიცაა "როგორ გავყიდოთ მეტი". ამასთან, მოწვეულმა სტუმრებმა განიხილეს კონკურენტულ გარემოში გაყიდვების სხვადასხვა კამპანია და მომხმარებლის დაინტერესების ხერხები.

 

A group of people in a room

Description automatically generated

ZOOMMER-ის მარკეტინგის დირექტორი, თუთიკო მუჯირი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით საინტერესო ხუთშაბათის შეხვედრების უშუალო ფორმატია, რომელიც სპიკერებს და დამსწრე აუდიტორიას შეგრძნებას უჩენს, თითქოს მეგობრებთან ერთად საუბრობენ ჩაის თანხლებით.

„საკუთარი გამოცდილების და შეცდომების გულწრფელად გაზიარებით ვქმნით ღირებულებას, რომელიც მხოლოდ გაზიარებას მოაქვს.“ თუთიკო მუჯირი

ამასთან, თუთიკო მუჯირის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება განვითარებაში, რადგან სხვისი გამოცდილების მოსმენამ შესაძლოა, ჩვენი გასავლელი გზა და გამოწვევები განსხვავებულად დაგვანახოს.

A person in a red hat

Description automatically generated

 

მარკეტერის დამფუძნებელი, აკო ახალაია ამბობს, რომ თითოეული თემა ბიზნესაუდიტორიისთვის სიფრთხილით შეირჩა, რათა მათ შეძლონ, რაც შეიძლება მეტი ახალი ინფორმაციის მიღება.

გარდა იმისა, რომ პროექტი ძალიან კარგი საშუალებაა ახალი, საინტერესო ადამიანების გასაცნობად, ასევე მისი ფორმატი შესაძლებლობას გვაძლევს, ვისწავლოთ ერთმანეთისგან აუდიტორიამაც და სპიკერებმა.

„ამ სივრცით თიბისი ბიზნესმა შექმნა გულწრფელი სივრცე — შეხვედრის განმავლობაში მოისმენთ ბევრ ისეთ ისტორიას, რომელსაც ვერ წაიკითხავთ წიგნებში, ვერ ისწავლით უნივერსიტეტში და ვერ ნახავთ ვებსაიტებზე.“ აკო ახალაია

ამასთან, აკო ახალია აღნიშნავს, რომ გარდა მცირე და საშუალო ბიზნესებისა, ეს პროექტი იდეალურია ცვლილებების მოყვარული ადამიანებისთვისაც. შესაძლებელია, ადამიანი ამჟამად მუშაობდეს დიდ ორგანიზაციაში, შეხვედრაზე მოსვლამდე სხვა რამეზე ფიქრობდეს, მაგრამ ჩვენთან შიდა სამზარეულოდან გაზიარებული ისეთი ისტორია მოისმინოს, რომ სახლში ახალი და განსხვავებული იდეებით დაბრუნდეს.

 

A group of people sitting around a round table

Description automatically generated

ღონისძიებების სერიის რიგით მე-4 შეხვედრაზე სპიკერები იყვნენ:

  • არჩილ ფირიაშვილი — VELI.store-ის დირექტორი
  • ნათია გავარდაშვილი — VISA კავკასიის ბიზნესის განვითარების დირექტორი
  • თუთიკო მუჯირი — ZOOMMER-ის მარკეტინგის დირექტორი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხუთშაბათის შეხვედრების ყოველ მომდევნო სესიაზე დასწრებით უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. 25 იანვრის შეხვედრაზე ახალი რეკორდი დამყარდა — დარეგისტრირდა 300 ადამიანი, რამაც სარეგისტრაციო ფორმის ნაადრევად დახურვა გამოიწვია.

თიბისი ბიზნესი კი განაგრძობს ხუთშაბათის შეხვედრების სერიას მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის და მომავალში მსმენელს კიდევ უფრო მეტ საინტერესო თემას და სიახლეს ჰპირდება.

ხუთშაბათის შეხვედრების პარტნიორია VISA და Marketer.ge.