Education
სტარტაპერებისთვის - სტარტაპ კურსი შეიქმნა
ბიზნეს ბლოგი
08 October 2021
visibility 6013


სტარტაპის დაწყებას სპეციფიკური ცოდნა და უნარები სჭირდება, ამიტომ წელს თიბისის პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში შეიქმნა სტარტაპ კურსი, რომელიც ბიზნეს იდეების ფორმირებასა და არსებული იდეების დახვეწაში დაეხმარება სტარტაპერებს.   

კურსის შინაარსობრივი მრავალფეროვნების წყალობით სტარტაპერებს აქვთ შესაძლებლობა ცოდნა მიიღონ ერთმანეთისგან განსხვავებული და ამავდროულად წარმატებული ბიზნესის შექმნისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელი თემების შესახებ. თიბისისთვის და პროგრამა სტარტაპერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტარტაპების დახმარება და მათ განვითარებაში წვლილის შეტანა.  

კურსი, რომელიც თავიანთ საქმიანობაში ყველაზე წარმატებულ 7 სპიკერს აერთიანებს, დაიწყება 12 ოქტომბერს და შეეხება ბიზნეს იდეის ფორმირებისა და მისი განხორციელების გზის ყველა საფეხურს. მონაწილეები ინდივიდუალურად მიიღებენ რჩევებს, რეკომენდაციებს და პირადად გაიცნობენ ამ სფეროში წარმატებულ ადამიანებს. 

კურსი შედგება 7 სესიისგან და სტარტაპერებს როგორც მთლიან კურსზე, ასევე ინდივიდუალურ სესიებზე შეუძლიათ დარეგისტრირება - https://bit.ly/Startuperi

  • სტარტაპ იდეის ფორმირება - სპიკერი: დავით მარკოზაშვილი 
  • მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნა - სპიკერი: გიგი ჯანელიძე 
  • ბიზნეს მოდელის განსაზღვრა - სპიკერი: თორნიკე ჩხაიძე 
  • სტარტაპის ფინანსების მართვა - სპიკერი: შალვა ახრახაძე 
  • ბრენდი და კომუნიკაცია - სპიკერი: ნინო ეგაძე 
  • ციფრული მარკეტინგი - სპიკერი: პავლე გაბრიჭიძე 
  • ინვესტიციების მოზიდვა და ფიჩინგი - სპიკერი: ლადი გაბუნია

პირველ სესიას დავით მარკოზაშვილი გაუძღვება, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და ანტერპრენერია. მას 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს საკონსულტაციო, პროექტების მენეჯმენტისა და საჯარო სექტორებში. 


დავით მარკოზაშვილი

 

„სამუშაო იდეის ფორმირება სტარტაპისთვის საკმაოდ რთული ეტაპია და არსებობს ბევრი დეტალი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ყველამ, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატების მიღწევა რთულდება“ -აღნიშნავს დავითი. 

დავითის სესიაზე გაეცნობით იდეების ფორმირების პროცესს, ბაზრის ანალიზის, ე.წ pivoting-ს და იდეის სწორად წარდგენის ტექნიკებს. თქვენ გეცოდინებათ, თუ რა ინფორმაცია აინტერესებს ინვესტორს და რა ფორმით უნდა მოხდეს მისი მიწოდება.

მომავალი სესიები შეეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა, დიზაინ ტრანსფორმაცია, ბაზარზე შესვლის ძირითად პრინციპები, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, ასევე გაიგებ თუ როგორ უნდა პროექტის მომგებიანობის ფინანსურად შეფასება, ციფრულ არხებში კამპანიების გაშვება და ბოლოს როგორ გადმოვცეთ სათქმელი მოკლედ, დასამახსოვრებლად და როგორ უნდა მოვიზიდოთ ინვესტორები.

კურსზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ნებისმიერ მსურველს, საჭიროა მხოლოდ startaperi.ge-ზე რეგისტრაციის გავლა.