Business news
„შემომეჭამა“ - სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფუძნებული რესტორანი
ბიზნეს ბლოგი
09 October 2024
visibility 1122



„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმადა მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლისძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხარისხის მენიუ. ყველაფერი, რასაც კი მომხმარებელი დააგემოვნებს, საუკეთესო უნდა იყოს. სწორედ ამგვარი მიდგომით მიაღწია „შემომეჭამამ“ იმას, რომ უკვე 4 ობიექტითაა წარმოდგენილი.

„შეიძლება ითქვას, ჩვენს რესტორნებში ერთგვარი კომუნისტურიიერია, თითქოს სასადილოს განწყობა იგრძნობა… ზოგს ჰგონია, წარსულს მივტირით, არადა მხოლოდ გაშარჟება და დაცინვაა. დღემდე იუმორით ვუდგებით ამ ყველაფერს“, — აღნიშნავს ოთომგალობლიშვილი. 

ამის მიღმა კი „შემომეჭამას“ კონცეფცია ღია სამზარეულოს პრინციპზეააგებული. თითოეულ ობიექტში ისეა სივრცე განაწილებული, რომმომხმარებლები ხედავენ, რა ხდება სამზარეულოში. ასე მეტი ნდობა ჩნდება: ჩვენი მიდგომაა, მომხმარებელს მივცეთ ის, რასაც იმსახურებს. როცაადამიანი ფულს იხდის, მხოლოდ მაღალი ხარისხის, გემრიელიპროდუქცია უნდა მიაწოდო“.




საინტერესოა, რომ „შემომეჭამას“ სამზარეულოში პროფესიონალიმზარეულები არ მუშაობენ. სანაცვლოდ, დიასახლისები უფრო არიან, რომელთაც პროფესიული გამოცდილება არ აქვთ. საკვებიც ასეთია ‚ ყველაფერი ხელით მზადდება, ცომი ხელით იზილება და ბრტყელდება. ამიტომაცაა, რომ სიმყუდროვე და სითბო „შემომეჭამასთვის“ განუყოფელიცნებებია. თუკი მომხმარებელს რაიმე არ მოეწონა, აუცილებლად ახლიდანუმზადებენ კერძს და ცდილობენ, ისე კომფორტულად აგრძნობინონ თავი, როგორც სახლში. 

ვცდილობთ, მეგობრულად ვიყოთ ჩვენსმომხმარებლებთან, რადგან გვესმის, რომ მათ გარეშე ვერვიარსებებდით. ასე ვთქვათ, ერთმანეთს ვაცოცხლებთ“.

რა თქმა უნდა, „შემომეჭამას“ განვითარება სწორხაზოვანი არ ყოფილა, არამედ დროთა განმავლობაში გარკვეული გამოწვევები იჩენდა თავს. მათშორისაა პანდემიის პერიოდი, როდესაც ახლად გახსნილი ობიექტის დახურვამოუწიათ დროებით, მაგრამ პირველ ფილიალს არცერთი დღით არშეუწყვიტავს მუშაობა. 



მიტანის სერვისზე ვმუშაობდით, რადგან მაშინმხოლოდ ამის საშუალებას გვაძლევდა იმდროინდელირეგულაციები და კანონი. არც თანამშრომლები გაგვიშვია, პირიქით, დავიმატეთ და მალევე ხელფასების გაზრდაც მოვახერხეთ“. 

რეალურად, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გამკლავება„დაეხმარა“ კიდეც „შემომეჭამას“ ცნობადობის გაზრდაში. ასე ვთქვათ, სირთულეები სათავისოდ შემოატრიალეს და პროგრესის მუხტად აქციეს. უბრალოდ, როგორც ოთო აღნიშნავს, თავისი ბიზნესის მიმართ ისეთიდამოკიდებულება აქვს, თითქოს შვილს ზრდის და უვლის. 

იმავენაირი ზრუნვა სჭირდება ყველას და ყველაფერს, თანამშრომლებიდაწყებული, ინფრასტრუქტურით დამთავრებული. ნერვიულობ, თან იმდენ რაღაცაზე ხარ დამოკიდებული… ჩვეულებრივი ცოცხალიორგანიზმია. სხვების სამსახური 9-დან 6-მდე გრაფიკში თუამოქცეული, ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ. თან სულგიწევს მომხმარებლებთან ურთიერთობა — ნაწილი კმაყოფილია, ნაწილი უკმაყოფილოა, ვიღაცას დაუგვიანეს, ვიღაცისთვისზედმეტად მარილიანია. როგორც ექიმი ზრუნავს ადამიანებისჯანმრთელობაზე, დაახლოებით ასეთივე პასუხისმგებლობასვგრძნობთ მუდმივად“.





საგულისხმოა, რომ განვითარების ამგვარ ტემპში უდიდესი როლი ითამაშათიბისის მხარდაჭერამ. „შემომეჭამას“ დაარსების დღიდანვე დაიწყო ამ ორიბრენდის პარტნიორობა და დღემდე აქტიურად გრძელდება. 

ორი ბიზნესსესხი გვაქვს აღებული — ორივე შემთხვევაში საკმაოდოპერატიულად და მარტივად გავიარეთ ეს პროცესი, ბევრიბიუროკრატიული საფეხურის გავლის გარეშე. სწორედ თიბისისმხარდაჭერით გავხსენით მესამე ფილიალი, შემდეგ კი „აწარმოესაქართველო“-სთან მოლაპარაკებაშიც დაგვეხმარნენ. ვფიქრობ, სამომავლო წინსვლაშიც ყოველთვის დაგვეხმარებიან“.


რაც შეეხება სახელს, არ უნდოდათ, ინდუსტრიაში ფართოდ გავრცელებულიდა სტანდარტული სახელწოდება შეერჩიათ. კონცეფციიდან და ინტერიერისდიზაინიდა გამომდინარე, მიხვდნენ, რაღაც იუმორისტული ვერსია უნდაშეერჩიათ. ამიტომაც, მოიწონეს „შემომეჭამა“ — თან ლამაზი და თანსახალისო სიტყვა. 


დღეისათვის კი ეს სახელი უკვე ოთხი ფილიალით ამაყობს. როგორც ოთოამბობს, ამგვარ ზრდასთან ერთად, შრომისა და თავდადების დონემაც იმატა, რადგან ძალიან რთულია, 4 ობიექტში ისეთივე ხარისხის შენარჩუნება, როგორც ამას ერთი რესტორნის შემთხვევაში აკეთებ. 

ცნობილია, რომრაოდენობაში ხარისხი იკარგება. ჩვენი მიზანიც ისაა, რომ გეგმებიგავზარდოთ, მაგრამ ხარისხი უცვლელად შევინარჩუნოთ. ვფიქრობ, ჩვენს თაობაში რაღაც სტანდარტი დავაწესეთ გემოებში და გვსურს, ეს სიმაღლე შევინარჩუნოთ“.