Business news
გაიცანით ჟიურის წევრები ნომინაციაში: „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“
ბიზნეს ბლოგი
29 September 2021
visibility 7617

ქვეყანაში მოქმედი დიდ თუ მცირე, დამწყები თუ საკმარისი გამოცდილების მქონე ბიზნესები არც წელს არღვევენ ტრადიციას - ბიზნესდაჯილდოების პროექტი ნომინანტების მიერ შემოტანილ განაცხადს ყოველდღიურად განიხილავს! 

დაჯილდოების მთავარი მიზანია, წაახალისოს ის ბიზნესები, რომლებიც განვითარებას არ წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ რაღაც ახალი, საინტერესო და გამოსადეგი შესთავაზონ მომხმარებელს, იქნება ეს მომხმარებელზე ორიენტირებული თუ ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება.

წელს ბიზნესდაჯილდოება უკვე მეექვსედ, განახლებული ფორმატითა და, რა თქმა უნდა, ჟიურის განახლებული შემადგენლობით იმართება.

ნომინაციის - „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“ - ჟიურის წევრები პროექტის მნიშვნელოვანებისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ მოგვითხრობენ.



 

დავითის აზრით, ბიზნესდაჯილდოება კომპანიის  პიარისთვის საუკეთესო საშუალებაა, განსაკუთრებით, სტარტაპებისთვის. კონკურსში მონაწილეობა ბიზნესს, პირველ რიგში, ზრდაში დაეხმარება, დამატებით კი კარგი იქნება გუნდის მოტივაციისთვის, რადგან გუნდის „გადაწვის“ ან დაშლის მიზეზი ხშირად მათ მიერ გაკეთებული საქმის „დაუფასებლობაა“.  

კრიტერიუმები, რის მიხედვითაც დავით ჩეჩელაშვილი შეაფასებს საუკეთესო ინოვაციურ სტარტაპს, ასე გამოიყურება:

„თუ სტარტაპს უკვე აქვს ე.წ. traction (აქვს შემოსავალი მომხმარებლისგან)  და აქვს ზრდაც (კვირაში 3%-10%), ამ შემთხვევაში შეფასების კრიტერიუმები შედარებით მარტივია, რადგან ეს მაჩვენებლები გამოხატავს გუნდის კომპეტეციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა შესაძლებლობები აქვს კომპანიას, საჭიროა, დავადგინოთ, აქვს თუ არა სტარტაპს საკმარისი დრო, რომ გაიზარდოს ისეთი ტემპით, როგორიც ახასიათებს სარისკო კაპიტალისთვის (და არა Private Equity-სთვის) საინტერესო სტარტაპებს.

ხოლო, თუ სტარტაპს მომხმარებელი ჯერ არ ჰყავს, მაშინ მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, რა მოიმოქმედა გუნდმა იმისთვის, რომ მის პროდუქტსა თუ მომსახურებაზე მოთხოვნა გაჩნდეს. ბევრი გუნდი, ძირითადად, ფოკუსირებულია პროდუქტის წარმოებაზე და არა ბაზრის მოთხოვნაზე, რაც არასწორია. პირადად მე, სწორედ ამ ფაქტორებს გავითვალისწინებ საუკეთესოს შერჩევისას.“






დიანა კუღურაძეს მიაჩნია, რომ კონკურენცია ერთგვარი სტიმულია ბიზნესისთვის: ბიძგის მიმცემია, იმისათვის, რომ დროის მოცემულ მომენტში აკეთოს მაქსიმუმი და არ შეწყვიტოს წინსვლა. 

„კონკურენტული ბიზნესგარემოს გარეშე ბიზნესგანვითარება და ბიზნესების ინოვაციებისკენ სწრაფვა შეფერხდება. სწორედ კონკურენტული გარემოს შექმნასა და ამ გარემოში მოქმედი ბიზნესების წახალისებას, მათი ცნობადობის ამაღლებას ემსახურება ბიზნესდაჯილდოება, რომელიც გამოწვევის გარდა, დიდი გამოცდილებაც იქნება ბიზნესისთვის. ეს არის შესაძლებლობა, ბიზნესებმა მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა ახალი ვებგვერდის, ბრენდინგისა თუ მედია მხარდაჭერის სახით.“

კრიტერიუმები, რომლებიც დიანას საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის გამოსავლენად დაეხმარება, შემდეგია:

  • პროდუქტი აგვარებს მნიშვნელოვან პრობლემას და არის ინოვაციური
  • ბაზრის მოცულობა/ზრდის პოტენციალი
  • ბიზნეს მოდელი
  • კონკურენტული უპირატესობა
  • ინოვაციის ათვისების სიმარტივე მომხმარებლებისთვის
  • გუნდის შეფასება

 

რევერსული ლოგისტიკის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბიზნეს ჯგუფის ხელმძღვანელი 

პავლეს აზრით, ყველაზე დიდი წვლილი ქვეყნის სამომავლო განვითარებაში მცირე და საშუალო ბიზნესებს შეაქვთ. ეს ის ბიზნესებია, რომლებიც დიდ ბიზნესებად უნდა იქცნენ და კონკრეტული პრობლემების მასშტაბურ მოგვარებაზე იზრუნონ.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, იმ პრობლემის აქტუალობის დადგენა, რომლის მოგვარებასაც ცდილობს ესა თუ ის ბიზნესი. შემდეგ ეტაპზე, იმის დადგენა, თუ რამდენად სწორი პროდუქტები და სერვისები აქვთ შექმნილი ამ პრობლემის მოსაგვარებლად და როგორ გამოცდილებას სთავაზობენ ისინი მომხმარებლებს. Ბიზნესის მომხმარებელთან ნებისმიერი შეხებით შექმნილი გამოცდილება, კარგად ასახავს გუნდის პროფესიონალიზმსა და მონდომების ხარისხს. შემდეგი ეტაპი უკვე მასშტაბირების პრობლემაა - ყველა წარმატებულ ბიზნესს უნდა ჰქონდეს ცხადი ხედვა, თუ როგორ აპირებენ თავიანთი პროდუქტებისა თუ სერვისების მასშტაბების ზრდას. Სწორედ აქედან გამოჩნდება, რამდენად კარგად იცნობენ კონკურენტებსა და მათ შეთავაზებებს და რამდენად რეალურად აფასებენ ბაზარზე შექმნილ ბიზნესგარემოს.  და ბოლოს, - შეფასდება ბიზნესის კონკურენტული უპირატესობა და უნიკალური კომპეტენცია, რაც თითოეული ბიზნესის თავდაცვის საშუალება ხდება ბაზარზე სხვა, ახალშემოსული კონკურენტებისგან თავდასაცავად.“




როგორც სანდრო ასათიანი გვიყვება, გარდა გამარჯვებისა, ბიზნესდაჯილდოება ძალიან კარგი შანსია ურთიერთობების გასაფართოვებლად, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლისთვის და რაც მტავარია, კომპანიის პიარისა და პოპულარიზაციისათვის. პროექტის ორგანიზატორების წყალობით, ბიზნესდაჯილდოება ერთგვარი საინფორმაციო ველია ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ბიზნესებმა გამოიყენონ ეს ველი.

„შეფასების კრიტერიუმი, პირველ რიგში, იქნება ის, თუ რამდენად იყენებს კომპანია ციფრულ ტექნოლოგიებს. მეორე - ინოვაციური, ანუ არასტანდარტული მიდგომა. ანუ, როგორ ირგებს კომპანია უკვე არსებულ ტექნოლოგიებს, როგორ შეუძლია დაინახოს ის, რასაც სხვა ვერ ხედავს და ეს ხედვა გამოიყენოს ახალი პროდუქტის შესაქმნელად. გუგლის მაგალითი რომ მოვიყვანოთ - გუგლი არ იყო პირველი საძიებო სისტემა, მაგრამ ის, რაც შექმნა გუგლმა, აღმოჩნდა ყველაზე სრულყოფილი მანამდე არსებულთაგან.“




ავთანდილ კასრაძე ამბობს, რომ საქართველო მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, შესაბამისად, მისი სიძლიერე მცირე და საშუალო ბიზნესზე დგას. ბიზნესია ის ძალა, რომლითაც ქვეყანა უნდა განვითარდეს. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორედ ისეთ კონკურსებს, რომლებიც ბიზნესგარემოს შექმნას უზრუნველყოფენ. ბიზნესები კი მუდამ მზად უნდა იყვნენ ახალი გამოწვევებისთვის. ბისნესდაჯილდოება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, გამარჯვების შესაძლებლობა კი შეიძლება გარდამტეხი გახდეს კომპანიისთვის.

„ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი იქნება გუნდი. ანუ, რამდენად კვალიფიციური ადამიანებით არის დაკომპლექტებული ბიზნესი. მეორე, - რამდენად  გლობალურია პრობლემა, რომელის მოგვარებასაც ცდილობს ეს გუნდი. მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი არ შემოისაზღვროს მხოლოდ ქართული ბაზრით, არამედ ჰქონდეს მასშტაბებზე გასვლის პოტენციალი.“




 

მიხეილ წიკლაური, Apple, Tech Lead

ბიზნესდაჯილდოება, პირველ რიგში,  წაახალისებს ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ბიზნესს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას. ასეთი პროცესებით იქმნება ბიზნესგარემო. ხოლო, ქვეყნაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს არსებობა ნიშნავს, რომ ყველა საინტერესო იდეას აქვს განხორციელების საშუალება. სწორედ ასეთი განვითარებით შეძლებს საქართველო, თავი დაიმკვიდროს მსოფლიოს ინოვაციურ სივრცეში, რისკენაც დღეს ყველა ისწრაფვის.

„საუკეთესო ინოვაციურ სტარტაპს შევარჩევ რამდენიმე კრიტერიუმით: იდეის სიახლე და მნიშვნელოვანება, გუნდის გამოცდილება, მასშტაბირების შესაძლებლობა და საქართველოს კონტექსტში აქტუალურობა.“


შეგახსენებთ, რომ ბიზნესდაჯილდოების პროექტში რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებულები კი დეკემბერშსი გამოვლინდებიან.

დარეგისტრირდით ვებგვერდზე www.businessaward.ge, შემოიტანეთ განაცხადი და გააცანით თქვენი კომპანია უფრო ფართო აუდიტორიას!