Success Stories
Ebazaar.ge - მარტივად, პირდაპირ ფერმერისგან
სტარტაპ ისტორიები
21 February 2022
visibility 4684


„ნატურალური“,“ეკოლოგიურად სუფთა“, „ჯანსაღი“... - ეს სიტყვები უფრო და უფრო ხშირად გვესმის, როცა საქმე პროდუქტებს შორის არჩევანზე მიდგება. თუმცა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ხანდახან ნატურალური ქართული პროდუქტი საკმაოდ რთულად მოსაპოვებელია ჩვენსავე  ბაზარზე.

 

თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით ახლა უკვე არსებობს პირველი ქართული აგრარული ონლაინ ბაზარი - Ebazaar.ge - რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები პირდაპირ ფერმერებისგან.



 

სამმა ენთუზიასტმა თანადამფუძნებელმა ფინანსური განათლების, მარკეტფლეისების შექმნის გამოცდილების და რაც მთავარია ფერმერების მხარდაჭერის სურვილის წყალობით შეძლო ხელმისაწვდომი გაეხადა ყველა ის ქართული ნაწარმი, რომელიც გემოს და სიჯანსაღეს აერთიანებს.

 

არჩევანი  მრავალფეროვანია და ყოველდღიურად იზრდება. ბოსტნეული, მარცვლეული, სანელებლები, თაფლი, ნუგბარი... ყველაფერი რაც კი ნამდვილ ქართულ პროდუქტთან ასოცირდება, Ebazaar.ge-ზე მოიძებნება.


თამარ ბუაძე, თანადამფუძნებელი

 

 

  • რა პროცესს გადის პროდუქტი მომხმარებლამდე მისასვლელად?

პროდუქტი ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე სათანადოდ შეფუთულია და ყოველთვის საჭირო ტემპერატურის პირობებში იმყოფება. ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, შეკვეთილი პროდუქტების წამოღებამდე, ჩვენი კონსულები მათ ვიზუალურად ამოწმებენ. თბილისის საწყობში, შეკვეთის კურიერთან გადაცემამდე, პროდუქტებს კიდევ ერთხელ ვწონით და ვიზუალურად ვათვალიერებთ. 

 

  • რამდენ ხანში იღებს მომხმარებელი გამოწერილ პროდუქტს?

18:00 საათამდე გაკეთებული შეკვეთა თბილისში მომხმარებელთან მიდის მეორე დღეს. 

 

  • თანამშრომლობის რა სქემა გაქვთ ფერმერებთან და რა სარგებელი აქვთ მათ პლატფორმისგან? 

Ebazaar.ge რეგიონებში წარმოდგენილია თავისი რეგიონული თანამშრომლების - კონსულების სახით. კომპანია ამ რესურსებით პირდაპირ კომუნიკაციაში შედის ფერმერებთან - უხსნის მათ საიტზე რეგისტრაციის წესებს, ეხმარება ციფრული პროფილის შექმნაში, პროდუქტების დასურათებასა და აღწერილებების მომზადებაში, მარაგებისა და ფასების გაკონტროლებაში და გაყიდული პროდუქტების გამოსაგზავნად მომზადებაში.

შედეგად ფერმერეისთვის იქმნება მათი სახელობითი საჯარო გვერდი - დახლი,  როგორც ციფრული გაყიდვების არხი (საიტი და მობილური ვერსია). 

Ebazaar.ge-ს ციფრული ბაზრის დახლებზე პროდუქტების განთავსება ფერმერებისათვის არის ულიმიტო და უსასყიდლო. შესაბამისად ფერმერს შეუძლია საკუთარი ნაწარმოები პროდუქტები საქართველოში ყველაზე დიდ - თბილისი ბაზარზე გაყიდოს ისე, რომ არ დახარჯოს არც დრო და არც ფული. ამასთან, ტრადიციული ბაზრისგან განსხვავებით Ebazaar.ge ციფრული ბაზარი ფერმერს მომხმარებლისგან უკუკავშირსა და სტატისტიკურ მონაცემებზე დაკვირვების შესაძლებლობასაც აძლევს თავისი სამუშაო პლათფორმის დახმარებით.  


 

  • დასკვნა პირველი  თვის ბოლოს: 

პირველი სამუშაო თვის განმავლობაში მიღებულმა უამრავმა შეტყობინებამ გვაჩვენა, რომ ქართველი ფერმერები მზად არიან ციფრული გაყიდვებისათვის, შესაბამისად ვცდილობთ, რომ სწრაფად დავაკმაყოფილოთ ეს მოთხოვნა. აქტიურად ვმუშაობთ რესურსების მობილიზაციაზე, რათა მოკლე დროში მეტ რეგიონში შევძლოთ შესვლა და მეტ ფერმერს მივცეთ შესაძლებლობა გამოიყენოს ebazaar.ge როგორც გაყიდვების არხი. 

 

  • ფიქრობთ თუ არა ქართული ნატურალური პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე გატანას? 

Ebazaar.ge ვებ გვერდი სრულყოფილად ფუნქციურია ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს ფართო აუდიტორიას გააცნოს თავი და საკუთარი ნაწარმი. სამომავლო გეგმაში დევს საქართველოს ფარგლებს გარედან შეკვეთის განხორციელების შესაძლებლობაც. 


 

  • რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? 

2022 წლიდან რაზეც უკვე დავიწყეთ მუშაობა არის ფერმერების რეგისტრაციის რაიონების თანმიმდევრული ზრდა. გვინდა საქართველოს ყველა საინტერესო კუთხის ათვისება, რათა მაქსიმალურად ბევრ მეწარმეს მიეცეს ციფრულ ბაზარში ვაჭრობის შესაძლებლობა. ხოლო 2023 წლიდან, რეალიზაციის წერტილებს ეტაპობრივად სხვა დიდი ქალაქებიც – რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმიც დაემატება.