Business news
გაიცანით ბიზნესდაჯილდოების მონაწილეები ნომინაცაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“
ბიზნეს ბლოგი
01 October 2021
visibility 6469

ჯეოლაბი 

ჯეოლაბისთვის დაარსების დღიდან მუდმივად პრიორიტეტია სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში პროექტების განხორცილება, როგორც დამოუკიდებლად ასევე სახვდასხვა სექტორთან თანამშრომლობით. ჯეოლაბის მიერ განხორციელებული პროექტები ემსახურება სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მხარდაჭერას, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანის - განათლების მიცემას, ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელც ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია საქართველოსა და მსოფლიოში. ჯეოლაბმა 2021 წელს არაერთი პროექტი განახორციელა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მათ შორის იყო უფასო კურსები ემიგრანტებისთვის, პროექტი რომლის იდეა ეკუთვნის ჯეოლაბს და ასევე განახორციელა სრულიად დამოუკიდებლად, დაფინანსების და მხარდაჭერის გარეშე. საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს შესაძლებლობა მიეცათ ონლაინ შეესწავლათ თანამედროვე პროფესიების საფუძვლები: Front end; UI/UX design; გრაფიკული დიზაინი და სოციალური მედია მენეჯმენტი. მონაწილეებმა კურსის დასრულების შემდეგ წარადგინეს ფინალური ნამუშევრები. პროექტის იდეა და მისიაა, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად შრომა ან რთული დაბალანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება უწევთ, შეძლონ ახალი პროფესიის დაუფლება და ახლი შესაძლებლობების აღმოჩენა და უკეთეს პირობებში დასაქმება. განსაკუთრებით საზღავარგარეთ თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით დასაქმების შესაძლებლობა მაღალია. პროექტი მათ აძლევს შესაძლებლობას კავშირი შეინარჩუნონ თანამემამულეებთან, გააზიარონ ინფორმაცია და საჭიროებები. შეიძინეს ახალი მეგობრები და კავშირები. ბევრ მათგანს ჰქონდა სურვილი ჩამოთვლილი პროფესიების შესწავლის, თუმცა უძნელდებოდათ პირველი ნაბიჯის გადადგმა. უფასო კურსმა მათ მისცა ამის საშუალება და დაანახა საკუთარი შესაძლებლობები, რომ თავადაც შეუძლიათ დაეუფლონ თანამედროვე პროფესიებს. რამდენიმე მონაწილემ უკვე განაგრძო სწავლა ამავე მიმართულებებით ამჟამინდელ საცხოვრებელ ქალაქებში. 





ქირურგიის ეროვნული ცენტრი 

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს საკამოდ დიდ პოლიპროფილურ საავადმყოფოს, რომელიც დაარსებულია 1946 წელს, ამჟამად ის აერთიანებს 2 კლინიკას: ცენტრს და კლინიკა ახალ სიცოცხლეს. ეს არის დიდი მრავალ პროფილური კლინიკა, რომელიც აქტიურად აწარმოებს სხვადასხვა ტიპის აქციებს მოსახლეობის სხვადასხვა ფენისთვის და 2012 წლიდან ჩატარებული აქვს 80–მდე გასვლითი აქცია საქართველოს რეგიონებში. აქციაში მონაწილეობდა დაახლოებით 15 პროფილის ექიმი. მოსახლეობას უტარდებოდა ყველა ტიპის კვლევა, რაც შეიძლება ე.წ. საველე პირობებში ჩატარდეს (ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, გლუკოზის განსაზღვრა), ამ 80–მდე აქციის ფარგლებში გასინჯულია არანაკლებ 8000 პაციენტი, ჩატარებულია 30000–მდე კვლევა. კვლევის შედეგად დასმული დიაგნოზების საფუძველზე მოსახლეობას ურიგდება მედიკამენტები, რომლითაც პაციენტებს უზრუნველყოფს კლინიკის დამფუძნებელი კომპანია „ავერსი“. თითოეულ აქციაზე 3000–დან 5000 ლარამდე ღირებულების მედიკამენტები დარიგდა, ჯამურად 200 000 ლარამდე მედიკამენტი. აქციების უმეტესობა ჩატარდა თითქმის ყველა იძულებით გადააადგილებულ პირთა (დევნილთა) დასახლებაში(წეროვანი, ფრეზეთი, ფოთი, ბოლნისი, შაუმიანი) გორის საზღვრისპირა სოფლებში, ლაფანყურში, სპასოვკაში (ნინოწმინდა), მაღალმთიან რაიონებში(სვანეთი, რაჭა, ყაზბეგი, ხადას ხეობა, თიანეთი), სამცხე–ჯავახეთში, იმერეთის, გურია–სამეგრელოს, კახეთისა და ქართლის რეგიონის ბევრ ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფელში. 





საქართველოს ეტლების საწარმო 

სოციალური საწარმო, რომელშიც 2009 წლიდან მზადდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ეტლები და სხვა დამხმარე საშუალებები. საწარმოში დასაქმებული არიან თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ეტლები არის როგორც მექანიკური ასევე ელექტრო. ეტლები არის ყველგანმავალი ტიპის, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას ნებისმიერ რელიეფზე. ისინი მზადდება ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე და ხდება მათი სრული მორგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ეტლების გარდა აქ იწარმოება პანდუსები და ამწეები, ასევე სრულად მონტაჟდება ელექტრო ლიფტები. 





აუდიო სტუდია ჰერა 

აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერა“-ს ბაზაზე 2012 წლიდან ფუნქციონირებს სოციალური საწარმო - „აუდიო-მულტი სტუდია ჰერა“, სადაც დასაქმებული არიან იძულებით გადაადგილებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო, მცირემხედველი, ყრუ და სმენადაქვეითებული, ომის ვეტერანები (შშმ) პირები. სოციალური საწარმო ძირითადად დაკავებულია აუდიო და მულტი წიგნების გამოშვებით, რომლის რეალიზაციიდან შემოსული შემოსავალი ხმარდება სოციალურ საწარმოს რეინვესტირებას. სტუდიის ძირითადი მიზანია ჩაიწეროს მსოფლიო მხატვრული ლიტერატურის კლასიკა უსინათლო და მცირემხედველი ბენეფიციარებისათვის, ამით დაცული იქნება თანაბარი ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე, ასევე მხატვრულ და საგანმანათლებლო ლიტერატურაზე. პროდუქციის მომხმარებლები არიან ბაგა-ბაღები, სკოლები, აბიტურიენტები, უნივერსიტეტები, ბიბლიოთეკები, წიგნის მაღაზიები, სხვასასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კომერციული სტრუქტურები და ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები. სტუდია ჰერა გეგმავს გააფართოვოს აუდიოწიგნების გაყიდვის არეალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ქართველი, აფხაზი და ოსი დიასპორის წარმომადგენლები.


 



სოციალური საწარმო კოდალა 

სოციალური საწარმო „კოდალა” –2016 წლიდან ოპერირებს, როგორც საქართველოს ასევე ევროპის ბაზარზე. კომპანიის ღირებულებათა ჯაჭვი თანხვედრაში მოდის გაეროს გლობალური შეთანხმებსი პრინციპებთან. "კოდალა" სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, ხელს უწყობს შშმ პირთა რესოციალიზაციას, მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას და ღირსეულ დასაქმებას. სოციალური საწარმო "კოდალა", ძირითადად მუშაობს ხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებაზე, მათ შორის ხის ასაწყობ სათამაშოებზე, რომელიც ანვითარებს ბავშვის წარმოსახვას, მეხსიერებას, უვითარებს და ეხმარება თვალის გავარჯიშებაში. საღებავი ხის სტრუქტურას ბოლომდე არ ფარავს, რაც ხელს უწყობს შეიგრძნოს ბავშვმა ხის ენერგეტიკა. ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა, გერმანული წარმოების საღებავებით და ლაქით, რომელიც სრულიად უსაფრთხოა ბავშვისათვის და შეესაბამება სათამაშოს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს -EN 71-ს. წარმოებაში გამოიყენება საქართველში დამზადებული ნატურალური ხის მასალა უმეტეს წილად კი წიფელი. 






კრაფტ მეწარმეობის აკადემია 

საქართველოში პირველი კრაფტ მეწარმეობის აკადემიის პრიორიტეტული მიმართულება განათლება და მეწარმეობის განვითარებაა, რომელიც გულისხმობს წარმოების იმ ტიპის სწავლებას, როდესაც ადამიანის ხელის ჩართულობა წარმოების პროცესში არის არანაკლებ 50%. აღნიშნული განსაზღვრება ვრცელდება ყველა ტიპის პროდუქტის თუ მომსახურების წარმოებაზე. აკადემია ნებისმიერ მსურველს ასწავლის კრაფტ წარმოების აწყობის ყველა ეტაპს, რომელიც იყოფა ორ ნაწილად, პირველი ნაწილი გულისხმობს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გავლას როგორიც არის: ფინანსები, როგორც პირადი ისე წარმოების, კომუნიკაციები და სოც მედიის მართვა, სტრატეგია და ოპერაციები კრაფტ წარმოებაში, მეორე ნაწილი კი გულისხმობს კონკრეტული მოდულების გავლას, როგორიც არის მაგალითად: ჩირის კრაფტ წარმოების მოდული, საკონსერვე კრაფტ წარმოების მოდული, კრაფტ დისტილაციის მოდული, რძის პროდუქტების კრაფტ წარმოების მოდული და ა.შ. აკადემიაში სწავლება მიმდინარეობს ონლაინ.


 



სანო პრინტი კომპანია

 "სანო პრინტი" 4 წელია ჩართულია სარეკლამო და პოლიგრაფიულ საქმიანობაში. ის წარმატებით თანამშრომლობს ბევრ მსხვილ და პატარა კომპანიასთან. კომპანიამ პანდემიის პერიოდში არ შეწყვიტა მუშაობა და პირველივე დღეებიდან დაიწყო სახის დამცავი ფარების წარმოება. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე თიბისისა და კომპანია B2C-ის დახმარებით სულ რამდენიმე დღეში შეიქმნა საიტი, რომლის დახმარებითაც საქართველოს მოსახლეობა აკეთებდა ონლაინ შეკვეთებს. პროდუქციის მომხმარებლები კოვიდ-კლინიკების თუ უბრალოდ სხვა პროფილის კლინიკების ექიმები გახდნენ. იმ პერიოდში, როდესაც დიდი დეფიციტი იყო პირბადეებისა და დამცავი ფარების, კომპანია "სანო პრინტი"-მა რამდენჯერმე გადასცა საჩუქრად ინფექციურ საავადმყოფოს სახის დამცავი ფარები.





ბუბუ არტ ინტერნეიშენალი

 ბუბუ არტ ინტერნეიშენალი ქმნის და ავითარებს საბავშვო ფოტო-პერსონიფიცირებულ წიგნებს. კომპანია ხაზს უსვამს, რომ არამხოლოდ წიგნებს ქმნის, არამედ მსოფლიოს ბავშვებს სთავაზობს უნიკალურ მეთოდს, რომ მათ გაუჩნდეთ პირველი პოზიტიური გრძნობა კითხვის მიმართ. კომპანიის წიგნები პირდაპირ პარალელშია ქვეყანასთან, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს საქართველოს შესახებ და გაჩნდება თაობები, რომლებსაც პოზიტიური მოგონება ექნებათ საქართველს მიმართაც, რაც ტურიზმის გაზრდის შესაძლებლობასაც აჩენს.





უსული 

უსულის დაარსდა 2021 წელს, ის ამზადებს ფეხსაცმელს დიზაინერების მორჩენილი მაღალი ხარისხის ქსოვილებისა და ტყავისგან, რაც თავისთავად ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზეგავლენას. მოდა ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია ნარჩენების, რომელიც მავნე გავლენას ახდენს გარემოზე. კომპანიის მთავარი მიზანია არა მარტო ლამაზი მოდელების შექმნა, ასევე ეკო მეგობრული კონცეფციის გავრცელება საზოგადოებაში, რასაც ახდენენ პატარა თეგებზე მოთავსებული ტექსტებით, რომელიც მოყვება ფეხსაცმელს.




 

ელექტრონული აკადემია 

კოვიდ-19-ით გამოწვეულ უმძიმეს ვითარებაში ელექტრონულმა აკადემიამ სამთვიანი სოციალური კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებში საქართველოს 12 რეგიონი, კახეთიდან აფხაზეთის ჩათვლით და თბილისი მოიცვა. გუნდის წევრებმა: გიორგი დათუკიშვილმა, ნინო კახურაშვილმა და თორნიკე კვინიკაძემ - მსმენელებს გააცნეს Excel-ის, PowerPoint-ის, Word-ისა და Google-ის სერვისები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაკეთდა კურსში შემავალი ყველა ტრენინგის ვიდეოჩანაწერი, შემდეგ ეს ჩანაწერები ინახებოდა და ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი მსურველისთვის. კამპანიის მიზანი იყო Excel-ის, PowerPoint-ის, Word-ისა და Google სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ფართო აუდიტორიისთვის და ამ მიმართულებით დასაქმების ხელშეწყობა. დაგეგმილი ტრენინგის ხანგრძლივობა განისაზღვრა 24 საათით, რომელიც მოიცავდა 18 ტრენინგს სამი თვის განმავლობაში. პროექტის ფარგლებში 12 000-ზე მეტი მსმენელი სრულიად უფასოდ დაესწრო ტრენინგებს და მიეცათ საშუალება წარმატებით დასრულების შემდეგ აეღოთ სერტიფიკატები, საბოლოოდ კი პროექტი დასრულდა 2182 სერტიფიცირებული მსმენელით. კომპანიას ასევე რეგულარულად ჰყავს სტიპენდიანტები, რომლებსაც სამოტივაციო ფორმის შევსების საფუძველზე ავლენს. ყველაზე მოტივირებული კანდიდატი უფასოდ იღებს მისთვის სასურველ ტრენინგს, ხოლო ყველა მონაწილე- MS Office-ის ექსპრეს კურსს. 





Hotsale.ge

პანდემიის პირობებში, Hotsale.ge-მ აიღო სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა ტურიზმის სფეროზე. ვინაიდან ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, უცხოური ტურისტების შემოდინება შეჩერდა, კომპანიამ აიღო პასუხისმგებლობა, საქართველოში არსებული სასტუმროები, მაქსიმალური დანაზოგით შეეთავაზებინა მომხმარებლისათვის. როცა ყველა ობიექტს კრიზისულ სიტუაციაში უწევდა მუშაობა, Hotsale.ge-მ უსასყიდლოდ გაიტანა სარეკლამო სივრცეში სასტუმროების და მცირე მეწარმის კერძო საკუთრებების შეთავაზებები , რამაც ხელი შეუწყო საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებას. ამით Hotsale.ge-მ შეძლო საქართველოში ტურიზმის სფეროსთვის მოეტანა საკმაოდ დიდი შემოსავალი, რათა კომპანიებს შეძლებლოდათ მუშაობის გაგრძელება. კომპანიის მიზანი იყო საქართველოს მოსახლებისთვის შეეთავაზებინა დასვენებისთვის მაქსიმალურად დიდი ბაზარი, სადაც არჩევანის საშუალება ექნებოდათ და თან ამასთანავე მიეღოთ დიდი დანაზოგი.






ბუნებარე 

2020 წელს, ბუნებარეს ტყის ბაღმა პანდემიის პირობებში შეცვალა „თამაშის წესები“ ბავშვთა ადრეული განათლების სისტემაში. მაშინ, როდესაც განათლებამ გადაინაცვლა ონლაინ ფორმატში, ბუნებარემ საქართველოში პირველად განათლების ისტორიაში ტყის პედაგოგიკის ფილოსოფია და ეთოსი დააფუძნა, რამაც პანდემიის პირობებში ბავშვები არათუ სახლში გამოკეტა, არამედ გარე-განათლებაში ჩართო, რის შედეგადაც მდგრადი გახადა განათლების მიღება გარე პირობებში. ასევე შექმნა ტყის პედაგოგის პოზიცია და გადამზადების შედეგად დაასაქმა 15 ადამიანი 2020 წლიდან - დღემდე. ბუნებარეს ტყის ბაღი, ისევე როგორც მსოფლიო ტყის ბაღები/სკოლები, ორიენტირებულია ადრეული განათლებიდანვე ხელი შეუწყოს ეკოლოგიური ინტელექტის განვითარებას, თავისუფალ და კვლევით თამაშს; ბრძოლას „ბუნებაში ყოფნის დეფიციტის სინდრომის“, (Nature-deficit disorder) მიმართ. ჩვენი კურიკულუმი დაფუძნებულია პრო-ენვირომენტალისტურ პლათფორმაზე, სადაც ბავშები ადრეული ასაკიდანვე გარემოს დაცვის საკითხებს ეცნობიან. ტყის პედაგოგიკა ადრეულ ასაკში ბავშვებს ეხმარება დაძლიონ: სხვადასხვა შფოთვითი აშლილობები, დეპრესია, სოციალიზაციის გამოწვევები, ჰიპერაქტიულობის სინდრომი, ქცევითი გამოწვევები, ფიზიკური და მენტალური სირთულეები; განივითარონ ფიზიკური უნარ-ჩვევები, რისკებისა და გამოწვევების დაძლევის უნარი, მიიღონ მრავალფეროვანი სენსორული გამოცდილებები გონებისა და სხეულის სტიმულაციისთვის, რაც ხელს უწყობს, მომავალი მოაზროვნეების სრულფასოვან ჩამოყალიბებას. 





learnexcel.ge

 პროექტი Learnexcel.ge ემსახურება ექსელის სწავლებას სხვადასხვა უფასო თუ ფასიანი რესურსების დახმარებით. პროექტის მიზანია დაეხმაროს ნებისმირ ადამიანს გაიმარტივოს ცხოვრება, იმუშაოს უფრო სწრაფად და ხარისხიანად და ჰქონდეს უფრო მეტი დრო, რათა კიდევ უფრო მეტად საინტერესოდ გაატაროს. პროექტს learnexcel.ge დადებითი ზეგავლენა აქვს საზოგადოებაზე. გადაღებულ საგანმანათლებლო ვიდეოებს სოციალურ ქსელებში უკვე 350 000 ზე მეტი ნახვა აქვს. კონტენტის აქტუალურობა გამოწვეულია სწორედ საზოგადოების საჭიროებიდან გამომდინარე, მათ აინტერესებთ სხვადასხვა ხრიკები, ფუნქციები და ექსელის შესაძლებლობები, რათა შემდეგ უკვე სამსახურში გამოიყენონ და უფრო ხარისხიანად იმუშაონ ბევრად ნაკლებ დროში. საგანმანათლებლო ვიდეობი ხელს უწყობს შრომითი ბაზრის გაუმჯობესებას, ნაკლებ დროში მეტი აქტივობის მოსწრებას და შესაბამისად ქვეყნის მშპ-ს გაზრდას. კომპანიის მიზანია შეიქმნას კიდევ უფრო მეტი საინტერსო კონტენტი და ნებისმიერ ადამიანს საქართველოში ჰქონდეს ექსელში ეფექტურად მუშაობის უნარ-ჩვევები. 




ჯეო სეიფთი 

ჯეო სეიფთის ძირითადი მიმართულებაა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სისტემის დანერგვა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებისათვის. უკვე ორ წელიწად ნახევარია, რაც კომპანია აღნიშნულ მომსახურებას უწევს ფაქტობრივად ყველა სახის ეკონომიკურ საქმიანობას, იქნება ეს ოფისი თუ მძიმე მეტალურგია. ამ ეტაპზე ჯეო სეიფთი ემსახურება 400-მდე კომპანიას, სადაც დაახლოებით 40000-მდე ადამიანია დასაქმებული, ყველა ამ კომპანიის საქმიანობა რომ მიმდინარეობდეს ინციდენტებისა და პრობლემების გარეშე, შრომის უსაფრთხოების კუთხით, სწორედ ამაზე ზრუნავს კომპანია.