Business news
გაიცანით ბიზნესდაჯილოდების მონაწილე კომპანიები ნომინაციისთვის: „საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება“
ბიზნეს ბლოგი
29 October 2021
visibility 6526


More is Love 


კომპანია „More is Love“-ი საქართველოს  მოდის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი კომპანიაა, რომელიც ქართული ბრენდების ცნობადობის ამაღლებას მსოფლიოს მასშტაბით უწყობს ხელს და მათთვის ახალ ბიზნესშესაძლებლობებს ქმნის.

„More is Love“-ს თავისი რამდენიმეწლიანი არსებობის განმალობაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული მოდის განვითარებაში. კომპანია ქართულ მოდის სფეროში ქმნის კონკურენტუნარიან გარემოს. ასევე, არის FARFETCH.com-ის ოფიციალური პარტნიორი რეგიონში.





ფუდგუდი


„ფუდგუდი“, პირველ რიგში, ნამდვილად არ ასოცირდება „გურმანთან“ და არის მარტივი სამზარეულო, რომელიც შექმნილია ადამიანებისთვის, ვინც თავისი ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს მოიმზადოს თუნდაც მარტივი საკვები, თუმცა სურს იკვებებოდეს ჯანსაღად. 

„ფუდგუდი“-ს სიმარტივის იდეა ცოცხალი, ფერადი და ლამაზი კერძების არსებობაა; ცოტა არჩევანი, მაგრამ ყოველთვის სასარგებლო საკვები. 

კომპანიის გუნდის წევრები, სოციალური ქსელის მეშვეობით, თავიანთ მომხარებელს ცოდნის ამაღლებაში ეხმარებიან იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი და ჯანსაღი კვების სტილი, ასევე დადებითი სოციალური პოსტები და კომუნიკაცია. Მათ მიაჩნიათ, რომ „ფუდგუდი“ არის „საკვები ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის“.

 „ფუდგუდი“-ს მიზანია მუდმივი სიახლის დანერგვა, გასტრონომიულ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის გაწევა სხვა საკვები ობიექტებისთვის და თავის მყარად დამკვირდება საქართველოს ბაზარზე. 






ფიროსმანი თრაველ


„ფიროსმანი თრაველ“ უკვე 7 წელია, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობას მსოფლიოს მასშტაბით აშუქებს და მრავალ ტურისტსა და ბიზნესის წარმომადგენლებს იზიდავს. ამ გზით, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკისა და სასოფლო მეურნეობის განვითარებას. 

კომპანიის მიზანია თავისი სეგმენტისთვის მუდმივად საინტერეს და ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება. 

„ფიროსმანი თრაველ“-ის მომდევნო ორი წლის გეგმა მსოფლიო გამოფენებში მონაწილეობა და ადგილობრივ მწარმოელებთან ბიზნესშეხვედრების გამართვაა.






ვიპ ავიეიშენი


„ვიპ ავიეიშენი“ არის კომპანია, რომლის მთავარი სერვისი გულისხმობს ავიაკომპანიისა და მისი კუთვნილი საჰაერო ხომალდის წარმომადგენლობით მომსახურებას. კომპანია 2008 წლიდან საქართველოს ბაზარზე საქმიანობს. წარმომადგენლობითი მომსახურების ფარგლებში, „ვიპ ავიეიშენი“ აორგანიზებს ფრენის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი სახის მომსახურებას: 


  • Ნებართვის მოპოვებას;

  • Საწვავით უზრუნველყოფას;

  • კვებას;

  • Სასტუმროში განთავსებას;

  • ტრანსფერებს და სხვა ნებისმიერი სახის მომსახურება, რაც შეიძლება საჰაერო ხომალდს ჩამოფრენიდან გაფრენამდე დასჭირდეს. 

Როგორც „ვიპ ავიეიშენი“-ს გუნდი გვიამბობს, კომპანიის სლოგანი – Try Local to Feel the Difference – ნათლად ასახავს მენეჯმენტის მისწრაფებას: საჰაერო ხომალდების მომსახურების ბაზარზე მყოფ გლობალურ მოთამაშებთან შედარებით, თავის კლიენტებს უშუალო კავშირის უპირატესობა აჩვენოს.

კომპანიის უახლოესი სამოქმედო გეგმაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აქციოს ბიზნეს ავიაციის სეგმენტისათვის ბაზირების აეროპორტად და ამით საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონისა და აერროპორტის განივთარებაში.






ვოიაჟერ 365


„ვოიაჟერ 365“ ტურისტული კომპანიაა, რომელიც გამყავნი ტურიზმის მიმართულებით ოპერირებს. მიუხედავათ პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვებისა, კომპანიამ 2021 წლეს საქართველოს ბაზარს გარდა მას-მარკეტზე გავრცელებული მიმართულებებისა, ისეთი ნოვატორუილი პროექტი შესთავაზა, როგორიცაა ტანზანიის რესპუბლიკა, კერძოდ, ზანზიბარი და განახორციელა პირველი ჯგუფური ტური მარტის თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონისთვის, მხოლოდ „ვოიაჟერ 365“-ის მომხმარებელბელს ჰქონდათ საშუალება ემოგზაუროთ ტურინში. 

კომპანიის მომსახურებას ღირებულს ხდის ნებისმიერ ქვეყანაში გამოცდილი ტურისტული პარტნიორი კომპანიის არსებობა, რომელიც ადამიანებისათვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებას, კონტროლსა და მათი მოგზაურობის გადაზღვევას უზრუნველყოფს. 

კომპანიის მხრიდან მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებამ და მრავაფეროვანი პროდუქტის შეთავაზებამ შექმნა მაღალი მოთხოვნა ბაზარზე. კომპანიას მუშაობა დაწყებული აქვს ბოტზე, რომელიც მომხმარებლებს დამატებითი ადამიანური რესუსრის ჩართვის გარაშე, სასურველი ქვეყნების შესახებ მოთხოვნილ ინფორმაციას მიაწოდებს. ასევე, იგეგმება შემომყვანი ტურიზმის პროექტის განხორციელება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს იმოგზაურონ საქართველოში. 






პიქტორი


„პიქტორი“ სხვადასხვა თაობის თანამედროვე ქართველი მხატვრების ესკიზებისა და ჩანახატების ციფრული გალერეაა, რომელიც მიზნად ისახავს პოპულარიზაცია გაუწიოს ვიზუალურ ხელოვნებას და მობილური გახადოს ნამუშევრის შეძენა. 

გალერეის მომხმარებელს შეუძლია სოციალური ქსელის მეშვეობით შეიძინოს ჩარჩოში ჩასმული ნამუშევარი, რომელსაც კურიერი ადგილზე შეფუთულს მიუტანს. 

პიქტორის ციფრული გალერეა 2020 წლის ნოემბერში გაეცნო საზოგადოებას. გალერეის შექმნით, შეიძლება ითქვას, მოგვარდა პრობლემა, რომელსაც ხელოვნების ნამუშევრების მოყვარულთა დიდი ნაწილი და თავად „პიქტორი“-ს დამფუძნებლები ხშირად აწყდებოდნენ: სურვილი, რომ შეეძინათ ნამუშევრები, ხელმისაწვდომ ფასად. Მიზნის მისაღწევად, თავისუფალ ნიშად ჩანახატები და ესკიზები შეარჩიეს. 

გალერეამ ერთი წლის განმავლობაში სოციალურ ქსელში განთავსებული 888 ნამუშევრიდან გაიყიდა 740. გვერდის Წარმომადგენლების თქმით, იდეის წარმატება იმითაც დასტურდება, რომ შეიქმნა სხვა ციფრული ჩანახატების გალერეა, რომელმაც გაიმეორა მათი მოდელი. 

პიქტორის მიმართ ნდობა მხატვრებისა და მომხმარებლის მხრიდან დიდია, იგი უკვე 61 მხატვარს აერთიანებს და მათი რიცხვი ყოველთვიურად იზრდება.

„პიქტორი“-ს მიზანი ვებგვერდის შექმნაა, რომელიც იქნება შესაძლებლობა გალერეამ ნამუშევრები საერთაშორისო ბაზარსაც წარუდგინოს. 





კაიში


„კაიში“ აზიური სამზარეულოა, რომელიც თბილისის გარეუბანში, კერძოდ, გლდანში მდებარეობს. Როგორც საკვები ობიექტის წარმომადგენლები ამბობენ, მიუხედავად სხვა უბნებიდან დიდი მანძილით დაშორებისა, მათი აზიური სამზარეულო მთელი თბილისის მასშტაბით პოპულარულია. 

„კაიში“-ს სამომავლო გეგმაა აითვისოს დედაქალაქის სრული მოცულობა და ფილიალები კიდევ რამდენიმე სტრატეგიულ რაიონსა და ობანში გახსნას. ასევე, იგეგმება ფილიალების გახსნა ისეთ სეზონურ კურორტებზე, როგორიცაა: ქობულეთი, ბათუმი, გუდაური, ბაკურიანი და ა.შ.






Olga's Felt


Olga's Felt-ი სამოსისა და აქსესუარების ბრენდია, რომელიც უკვე მეთერთმეტე წელია ადგილობრივ ბაზარზე იწარმოება. Პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის მასალით იქმნება. 

მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, საწარმოს არ გაუჩერებია საქმიანობა.

 კომპანიის ახლო მომავლის გეგმა საწარმოს გაფართოება და შშმ პირების დასაქმებაა. 






ახალი მზერა


თვალის კლინიკა „ახალი მზერა“ საქართველოში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით გამოირჩევა. COVID-19-ის პირობებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დაავადების პრევენციის გზების შემუშავებას. ვინაიდან, ახალი კორონავირუსის თვალის ლორწოვანი გარსიდან ორგანიზმში შეჭრის ალბათობა არსებობს, კლინიკის დამფუძნებელი, პროფესორი – მერაბ დვალი, ადამიანებს კორონავირუსის თვალიდან გავრცელების არიდებას საცრემლე მილაკებში ე.წ. „ლაკრიმალური“ საცობების იმპლანტაციით სთავაზობს. აღნიშნული საცობები, დროებით (3-6 თვე) ახშობს საცრემლე მილაკებს და შესაბამისად, დაინფიცირებული ცრემლი ვეღარ ხვდება სასუნთქ სისტემაში. კლინიკის გუნდის მოსაზრებით, ვირუსით ინფიცირებისა და მისი გავრცელების პრევენციის მიზნით ეს სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი შესაძლებელია წარმატებით გამოვიყენონ ინფექციურ განყოფილებებსა და საკარანტინე ზონებში მომუშავე პერსონალთან. ეს მოსაზრება დადებითად შეაფასეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა და რეკომენდაციის სახით, გაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრაქტიკული გამოყენებისათვის.






კესანე


„კესანე“-მ თანამედროვე ღვინის წარმოება, პანდემიის პარალელურად, 2021 წელს, George Grey Winery-ს ბრენდის ქვეშ დაიწყო. „კესანე“-ს უნიკალური, ცისფერი შეფერილობა გამოარჩევს. ღვინო რქაწითელის ჯიშის რჩეული ყურძნისგან იწარმოება და ლაჟვარდისფერ შეფერილობას ყურძნის კანში არსებული მცენარეული პიგმენტი სძენს. ღვინოში, აგრეთვე, გამოყენებულია ღვინის სპირტი და ნატურალური არომატები.

„კესანე“ ტკბილი ღვინოა და ალკოჰოლის 16%-იანი შემცველობით შემაგრებული ალკოჰოლური სასმელების კატეგორიაში გადის. 

პანდემიისა და თანმდევი ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, „კესანე“-მ მალევე მიიქცია ღვინის მოყვარულების ყურადღება და ქართული ბაზრის შემდეგ, იაპონიაშიც გავიდა ექსპორტზე.

ბრენდი წარმატებული სტარტის შემდეგ, წარმოების მასშტაბის, საექსპორტო ქვეყნების არეალისა და ასორტიმენტის გაფართოებასა გეგმავს.





გაბილდი


„გაბილდი“, 2018 წლიდან, პრემიუმ ხარისხის რკინისა და ოთახშორისი კარების იმპორტიორი და რეალიზატორია.

კომპანია პროდუქციას შემდეგი ქვეყნებიდან ყიდულობს: ბელარუსია, რუსეთი, უკრაინა, თურქეთი და ჩინეთი. 

„გაბილდი“ უახლოესი მომავლის გეგმა საკუთარი საწარმოს აშენებაა, რათა პროდუქციის წარმოება ადგილზე შეძლოს, გაიზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა და ფულადი დოვლათი არ გაედინებოდეს საზღვარგარეთ.

Როგორც „გაბილდი“-ს წარმომადგენლები ამბობენ, 2021 წელი კომპანიისთვის გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, ვინაიდან, პანდემიის პირობებში, აუცილებელი გახდა ონლაინ-სერვისების მიმართულებით გაძლიერება და გაყიდვების ახალი არხების მოძებნა. ამ პერიოდში, კომპანიამ შეძლო არათუ არ შეემცირებინა კადრები, არამედ გაეზარდა მათი რიცხვი და გაეგრძელებინა სვლა წარმეტებისკენ.





აპარტ შოურუმი 


„აპარტ შოურუმი“ არქიტექტორულ, სამშენებლო, სარემონტო და კეთილმოწყობის სერვისებს აერთიანებს. კომპანია მომხმარებელს ერთი ფანჯრის პრინციპით სთავაზობს სერვისს, კერძო, თუ საჯარო პროექტის ხორცშესასხმელად. 

კომპანიას საკუთარ თავზე აქვს აღებული პასუხისმგებლობა გარემო ფაქტორების ზემოქმედებაზე (რომელიც არცერთი მხარის მიზეზით არის გამოწვეული). 

აპარტ შოურუმი“-ს გეგმაა, დეველოპერებთან მომდევნო წლების განმავლობაში კორპორატიული თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავება და მარკეტინგული აქტივობების გააქტიურება.






ხის კოტეჯები


ბოლო პერიოდში, ხის სახლები და კოტეჯები ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია, როგორც ტურისტული დანიშნულებით, ასევე საცხოვრებლის თვალსაზრისით. Სწორედ აქედან გაჩნდა კომპანიის შექმნის იდეა. 

„Ხის კოტეჯები“ ამჟამად მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ოპერირებს, თუმცა კომპანიის სამომავლო გეგმაა მინიკოტეჯებით ექსპორტზე გასვლა და ასევე, მობილური კოტეჯების, ანუ მისაბმელიანი კოტეჯების წარმოება. 





ოკტოპუს ფიტნეს კლუბი


„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ საქართველოში ყველაზე დიდი კონცეპტუალური ფიტნეს სივრცეა. ოკტოპუსის მომსახურებით მომხარებელს შეუძლია 24/7-ზე ისარგებლოს. 

Როგორც ფიტნეს კლუბის წარმომადგენლები ამბობენ, ბრენდის ძირითადი ღირებულებები ინტეგრირებულია სახელწოდებაშივე: OK – პოზიტიური განწყობისა და ინსპირაციის წყაროსთვის; TOP – კონკურენტუნარიანობისა და გამარჯვებისკენ სწრაფვისთვის; US – მეგობრული და გუნდური გარემოსათვის. ოკტოპუსი იყო პირველი ფიტნეს კლუბი საქართველოში, რომელმაც კლუბის წევრებს შესთავაზა ესარგებლათ ულიმიტო ჯგუფური ვარჯიშებით. 

კლუბმა შეძლო დაემყარებინა მჭიდრო კავშირები მსოფლიოს წამყვან ფიტნეს ბრენდებთან და გადაემზადებინა მწვრთნელები საერთაშორისო სერტიფიკატებით, რისი საშუალებითაც, ოკტოპუსი გახდა ოფიციალური Life Fitness ტრეინინგ ცენტრი საქართველოში. 

ოკტოპუსის სამომავლო გეგმააა, საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესი კიდევ უფრო მძლავრად წაახალისოს; ქვეყნის მასშტაბით ფიზიკური აქტივობების კულტურა დანერგოს და ხელი შეუწყოს მის განვითარებას.

ოკტოპუსი საქართველოში ერთადერთი ფიტნეს კლუბის ქსელია, რომელიც მომხარებელს მობილურ აპლიკაციასა და ვებგვერდს სთავაზობს, რომლის მეშვეობითაც, ადამიანებს საშუალება აქვთ: 


  • წინასწარ, მარტივად ჩაეწერონ ვარჯიშზე; 

  • მიმდინარე რეჟიმში აკონტროლონ კლუბში მყოფი ადამიანების რაოდენობა (რომელიც პირდაპირ კავშირშია კოვიდ რეგულაციებთან);

  • დამოუკიდებლად შეძლონ აბონიმენტის განახლება/დაპაუზება;

  • ისარგებლონ ვარჯიშების ონლაინ სტრიმინგის საშუალებით; 

  • მართონ საკუთარი ანგარიში ონლაინ.

 Პანდემიის პერიოდში, ბრენდს სწორედ აპლიკაცია და სოციალირი ქსელი დაეხმარა თავის მომხარებელთან ურთიერთობის შენარჩუნებაში: ოკტოპუსი 2021 წელს პოპულარული კამპანიით – #დარჩიფორმაშისახლში გამოჩნდა, რომელიც ონლაინ ვარჯიშებს გულისხმობდა. 





კომფორტი ვარსკვლავი


„კომფორტი ვარსკვლავი“ არის კომპანია, რომლის მომსახურებები სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს მოიცავს. 

კომპანიის მომდევნო ორი წლის გეგმაა მომხმარებელს გაცილებით მრავალფეროვანი მომსახურება შესთავაზოს და კიდევ უფრო განვითარდეს.

„კომფორტი ვარსკვლავი“-ს 2021 წელს შესრულებულ საამაყო პროექტებს შორისაა კახეთში, ნიკო ფიროსმანის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე აგებული 8 ხის კოტეჯი, პანორამული მინებით. ასევე, ქვის კოტეჯები და რესტორანი. 





ტომარა


„ტომარა“ ღვინის ბოთლებს დამკვეთისათვის სასურველი ეტიკეტის დიზაინით ამზადებს. 

Მიუხედავად პანდემიისა, როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, 2021 წელი გამორჩეული პერიოდი აღმოჩნდა მათი სერვისის ცნობადობისა და მომხმარებლების სეგმენტის ზრდით. 




ნიკოთაი


„ნიკოთაი“ სამშენებლო დარგში ოპერირებს. Მისი მთავარი სერვისი ჰიდროსაიზოლაციო მომსახურების გაწევაა, რომლის ხარისხსაც პროფესიონალიზმთან ერთად, თანამედროვე ევროპული საიზოლაციო მასალები უზრუნველყოფს. 

„ნიკოთაი“ Master Builders Solutions-ის (MBCC Group) მიერ სერტიფიცირებული აპლიკატორი კომპანია.





მარსელ ჯორჯია


„Მარსელ ჯორჯია“ სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო კომპანიებისთვის სპეც-ტანსაცმელსა და უნიფორმებს ქმნის. კომპანიის დამკვეთებს შორის არიან: შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაცვის პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია, პატრული, პენიტენციური სამსახური, საქართველოს ფოსტა და ა.შ.

„Მარსელ ჯორჯია“-ს სამომავლო გეგმა საწარმოს გაფართოება და სპეცტექნიკის დამატებაა. ასევე, პროდუქციის ექსპოტზე გატანა.





კატასტროფის ცენტრი


„კატასტროფის ცენტრი“ კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრია, რომელიც 2020 წლის დეკემბერში დაარსდა. ცენტრის მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას მარტივი, ხელმისაწვდომი და კომფორტული სერვისები. 

კომპანია ადამიანებს სთავაზობს ისეთ სამედიცინო მომსახურეობებს, როგორიცაა: 


  • სამედიცინო ტრანსპორტირებას კვალიფიციური სამედიცინო ბრიგადის თანხლებით, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე საზღვარგარეთ;

  • კოვიდინფიცირებული პაციენტების სამედიცინო ტრანსპორტირებას;

  • ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრის ჩატარებას სახლიდან გაუსვლელად;

  • PCR კვლევას, სწრაფ ტესტს AG ანტიგენზე და სწრაფ ტესტს ანტისხეულებზე - igG, igM; 

  • ექიმის კონსულტაციას სახლში გამოძახებით; 

  • 24/7 მომსახურებას; 




ჰიპო ველი


„ჰიპო ველო“ ველოსიპეტების სახელოსნოა, რომელიც პანდემიის პერიოდში დაარსდა, მაშინ, როცა ველოსიპეტებზე მოთხოვნა საგრძობლად გაიზარდა. კომპანიის გუნდის წევრები შემეცნებით ვიდეოებს იღებენ და სოციალურ ქსელებში ანთავსებენ, რისი მეშვეობითაც, მომხმარებელს გარდა მომსახურებისა, ერთგვარ ცოდნასაც მატებენ.  

„ჰიპო ველო“-მ უკვე დანერგა ერთი განსაკუთრებული სერვისი ველოსიპეტისტების ცხოვრების გასამარტივებლად: ველოსიპეტის შეკეთება, რომლის შემკეთებლამდე ტრანსპორტირებასაც თავად კომპანია ხელმძღვანელობს. Შესაბამისად, მომხმარებელს უმტკივნეულოდ, დროის დახარჯვის გარეშე უბრუნდება შეკეთებული სატრანსპორტო საშუალება. 

ამ ეტაპზე, სახელოსნო ველოსიპეტის მართვის სასწავლო კურსის გეგმას ამუშავებს, რომელიც, სავარაუდოდ, 2022 წლის გაზაფხულს ამოქმედდება. 

კომპანიის სამომავლო გეგმაა, 2023 წლისთვის,  „ჰიპო ველო“-მ, ორი ახალი ფილიალის გახსნით, ქსელური კომპანიის სახე მიიღოს.