Business news
გაიცანით ბიზნესდაჯილდოების მონაწილეები ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის“
ბიზნეს ბლოგი
28 September 2021
visibility 7248

ბიზნესდაჯილდოება საქართველოში ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში, სპეციალურად შერჩეული ჟიური სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენს საუკეთესოებს. ამ ბლოგით კი აქ.ახლა გაგაცნობთ კომპანიებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ფართო საზოგადოებამ მთა შესახებ უნდა იცოდეს, ვინაიდან საუკეთესო მომსახურებას ან პროდუქტს ქმნიან.

 

ბისიეი - სხეულის კორექციის აკადემია

„ბისიეი“ ეს არის ცენტრი, რომელიც ადამიანებს ჭარბ წონასთან საბრძოლველად აკრძალვებისა და შეზღუდვების გარეშე სთავაზობს დახმარებას. პროცესი ნუტრიციოლოგის, ფსიქოლოგისა და წონის კლების მენტორის ჩართულობით მიმდინარეობს. მაქსიმალური შედეგის მისაღებად, მთელი გუნდი ერთ პაციენტს ემუშავება.  ბისიეიმ შექმნა წონის კლების მენტორის უნივერსალური მომსახურება, რომლის დახმარებითაც მომხმარებლები  სერვისს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დისტანციურად იღებენ. კომპანიის უახლოეს გეგმებში სერვისის ექსპორტიც შედის,  სურთ, რომ მთელი საქართველო დაფარონ, შემდეგ კი ფილიალი გახსნან უკრაინაში.

 



სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია

ჯანმრთელობის დაზღვევის Მომხმარებლებისათვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად და ზედმეტი ბიუროკრატიის თავიდან ასაცილებლად, „ბენეფიტსმა“ შექმნა პერსონალური სერვისმენეჯერის მომსახურება. აღნიშნული სერვისით სარგებლობა თითოეულ დაზღვეულს დამატებითი გადასახადის გარეშე შეუძლია. კორპორატიულ კლიენტისა (კომპანიისთვის) და მისი თანამშრომლებისთვის ინიშნება პერსონალური სერვისმენეჯერი, რომელიც დაზღვეულისთვის უზრუნველყოფს: 

  • სრულყოფილ სატელეფონო კომუნიკაციას
  • ექიმთან ვიზიტის დაჯავშნას
  • სადაზღვევო პროცესის კოორდინაციას 
  • სასურველ კლინიკაში ელექტრონული მიმართვის გადაგზავნას.

სამედიცინო ანაზღაურების საბუთები პირდაპირ სერვისმენეჯერს მიეწოდება Viber/Whatsapp-ის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. სერვისმენეჯერები არიან სამედიცინო განათლების მქონე პირები, რომლებმაც კარგად იციან პაციენტის ანამნეზის წაკითხვა და შესაბამისად, მასში გარკვევა. Სწორედ ამიტომ, დაზღვეულები ცხელ ხაზზე დარეკვის გარეშე, პირდაპირ პირად მენეჯერს უკავშირდებიან და სწრაფი და ეფექტიანი მომსახურებით სარგებლობენ. აღნიშნული სერვისი განსაკუთრებით მოთხოვნადი 2020-2021 წლებში პანდემიის პირობებში გახდა.

 

 



არიში

„არიში“ არის არქიტექტურული საპროექტო კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის სერვისებია: 

  • ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება
  • რეკონსტრუქცია 
  • სარეაბილიტაციო სამუშაოები და კეთილმოწყობა 

„არიში“ ჩართულია სხვადასხვა სახის სამუშაოების პროექტირებაში, როგორც საერთაშორისო დონორების, ასევე კერძო თუ სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. კომპანიის პროექტირების სფეროებია: გზები, ხიდები, ნაპირსამაგრები, შენობა-ნაგებობები, მრავალსართულიანი კორპუსები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები, ენერგეტიკული და ენერგოეფექტური სისტემები. კომპანიას, დაარსების დღიდან, 100-ზე მეტ ტენდერში წარმატებით აქვს მონაწილეობა მიღებული. 

 

 



CHAYNIK CATERING AND EVENT

„CHAYNIK CATERING AND EVENT-ი“ აჭარა-გურიის ტერიტორიაზე, მომხმარებელს ივენთებისა და კვების ორგანიზების მომსახურებას სთავაზობს. Ნებისმიერი მასშტაბის ღონისძიების ორგანიზებისას, ტრადიციული კერძების ორიგინალურად წარმოდგენით, სტარტაპმა რეგიონში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. კომპანიასთან კომუნიკაცია მარტივია: მომხმარებელს ერთი ზარის მეშვეობით შეუძლია მოიწყოს სასურველი ივენთი. ღონისძიების ორგანიზებისას დამიანებისთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც უმნიშვნელო დეტალები წინასწარ იყოს გათვლილი და ნაფიქრი, სწორედ ამიტომ, „CHAYNIK CATERING AND EVENT-ის“ გუნდი თითოეული დეტალზის გამართვაზეა ორიენტირებული.

 

 



მარტო სახლში 

კომპანია „მარტო სახლში“ ინოვაციურ და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებსა და სახლის ე.წ. ჭკვიან მართვაზე დაფუძნებულ სისტემებს აწარმოებს. „მარტო სახლში“ კომფორტულ და უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს ქმნის. კომპანიის უპირატესობაა მაღალკვალიფიციური გუნდი და ინოვაციური ტექნოლოგიები, ხოლო მიზანი კი,  ყოველდღიურობაში ისეთი ტექნოლოგიებისა და სისტემების შემოტანა, რომელთა მართვაც შესაძლებელია დისტანციურად.

 




ბიელსი - უცხო ენებისა და ხელოვნების შემსწავლელი ცენტრი

უცხო ენებისა და ხელოვნების შემსწავლელ ცენტრში - „ბიელსი“ - 3-დან 17-წლამდე ბავშვების განვითარებაზე ზრუნავენ. ასწავლიან ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს. ასევე, სიმღერას, ხატვას, მეტყველებას. ცენტრს აქვს ინტელექტუალური და წინასასკოლო პროგრამა.  გაკვეთილები მორგებულია ბავშვის ასაკზე. „ბიელსიში“ ფუნქციონირებს „რა? სად? Როდის?“ - ინტელექტუალური კლუბი ბავშვებისათვის. „ბიელსის“ სამომავლო გეგმებია გაფართოვება და სწავლის პროცესში სიახლეების შეტანა.

 




ბელისსა

„ბელლისსა“ 2012 წელს ქალაქ ბათუმში შეიქმნა. ამ დროიდან, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე აწარმოებს მაღალი ხარისხის ავეჯს, დეკორსა და პანელს. საწარმოში 125 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხისა და მომხმარებლის სურვილისამებრ შექმნილი დიზაინის ავეჯისა და პანელის წარმოება. „ბელისსას“ მომხმარებლები არიან როგორც ინდივიდუალური პირები, ასევე პრემიუმ ხარისხის აპარტამენტები, სასტუმროები და კაფე-რესტორნები, როგორიცაა: NEXT GROUP, ORBI GROUP, ALIANCE, MERCURE, IBIS STYLE, DINEHALL, MARRIOTT და სხვა. კომპანიის სამომავლო მიზნებია: ცნობადობის ამაღლება და ხარისხის სტანდარტის დანერგვა.

 




დეკოლაინი

„დეკოლაინი“ მომხმარებელს მომსახურებას როგორც მშენებლობისა და რემონტის, ასევე არქიტექტურისა და დიზაინის კუთხითც სთავაზობს. ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს პროფესიონალთა გუნდის დახმარებითა და შიდა უპროცენტო განვადებით მოიწყოს კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი. კომპანია, ითვალისწინებს შექმნილ ეპიდვითარებას და დამკვეთთან ყველა შეხვედრა ონლაინ რეჟიმში იმართება. Ხოლო, სარემონტო პროცესებისთვის თვალყურის დევნება კამერების საშუალებითა შესაძლებელი. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებელს საცხოვრებელი სახლი ვირტუალ რეალობაში წინასწარ შეუძლია დაათალიეროს. სამომავლო გეგმებიც უკვე დასახულია: დასავლეთ საქართველოში რამდენიმე ფილიალის გახსნა და სარემონტო-სამშენებლო ბაზარზე თავის დამკვიდრება, როგორც #1 კომპანია. 

 




Wine Diamond - ღვინის ქვისგან დამზადებული სამკაული

ღვინის ქვისა და უმაღლესი სინჯის ვერცხლისგან დამზადებული სამკაული საქართველოში შეიქმნა. დამზადების პროცესში გამოვლენილმა წინააღმდეგობებმა და ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის უდიდესმა სურვილმა,  რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდგომ, ღვინის ქვისგან ნატურალური ფერის მქონე სამკაულების დამზადება შესაძლებელი გახადა.  ღვინის ქვა ღვინის მჟავას კალიუმის მარილებია. ღვინის მჟავა ყველა ღვინოში ბუნებრივად ხვდება ყურძნიდან და თავის მხრივ, განაპირობებს ღვინის სტრუქტურას, ბალანსსა და არომატს. ამ კრისტალების წარმოქმნა ქვევრში, ბოთლში ან თუნდაც ცისტერნაში ხდება, იმ დროს, როდესაც ღვინის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა.  




ეიჩარ სფეისი

„ეიჩარ სფეისი“ რეკრუტირებისა და საკონსულტაციო კომპანიაა. კომპანიის მთავარი ღირებულებებია ადამიანი, პროცესების გამჭვირვალობა და თანასწორობა. „ეიჩარ სფეისი“ აერთიანებს დარგის წამყვან სპეციალისტებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ბიზნესებს ეხმარებიან ორგანიზაციული სტრუქტურის, ადამიანური კაპიტალის ჩემოყალიბებისა თუ თანამშრომლის სწორად შერჩევის პროცესში. კომპანიას დაგეგმილი აქვს პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონალურ განვითარებასა და დასაქმების მაჩენებლის ზრდას.  

 

 



Piece of BBN

ქალის თეთრეულის ქართული ბრენდი „Piece of BBN“ ქმნის განსხვავებულ პროდუქტს ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად ქმნის.  ქალის თეთრეულის წარმოება „Piece of BBN-მა“ 2020 წელს დაიწყო და დღეის მონაცემებით, კომპანიის პროდუქციის 70% საქართველოში იწარმოება. „Piece of BBN-ის“  უახლოესი გეგმა, რომელიც ამჟამად იმპლემენტაციის პროცესშია, ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტია. მიმდინარე წლის ნოემბერში პროდუქციის გაყიდვები დაიწყება ამერიკის შეერთებული შტატებში. მომდევნო 2 წლის გეგმა კი გულისხმობს სამკერვალოს გაფართოებასა და სამკერვალოში მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების რეინტეგრაციას და დასაქმებას „Piece of BBN-ის“ სამკერვალოში.

 




კახური ტრადიციული ჩურჩხელა ნატურალური ყურძნის წვენისგან დამზადებული ჩურჩხელა

კომპანია კახური ტრადიციული ჩურჩხელ აწარმოებს ნატურალური ყურძნის წვენისგან დამზადებულ სხვადასხვა სახეობის ჩურჩხელას. პროდუქტის მთავარი ღირებულებაა 100%-ით ნატურალური ბადაგისგან დამზადებული პროდუქცია. ჩურჩხელა მზადდება კომპანიის საკუთრებაში არსებული ვენახებიდან მიღებული მოსავლით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მუშავდება მაღალი ხარისხის პესტიციდებითა და საკვები ელემენტებით. 2021 წელს საწარმოს საკუთრებაში არსებულმა ნუშის ბაღებმა დაიწყეს მოსავლიანობა და კომპანიამ ნუშის ჩურჩხლის წარმოებაც დაიწყო. მომდევნო 2 წლის გეგმებშია საწარმოს გაფართოვება, ტექნოლოგიების დახვეწა და ახალი სახეობის პროდუქციის დამატება.

 

 



 ბლიც დენტალი

კლინიკა „ბლიც დენტალი“ სრულად აღჭურვილია გერმანული, სანდო ტექნოლოგიებითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით. კლინიკა არის მულტიპროფილური, სადაც ყველა ტიპის სტომატოლოგიური სერვისით სარგებლობა ერთ სივრცეში შეგიძლიათ. სერვისებია:

  • თერაპია
  • ქირურგია
  • ორთოპედია
  • Პაროდონტოლოგია
  • იმპლანტოლოგია
  • გნათოლოგია
  • ბავშვთა სტომატოლოგია
  • ლაზერული სტომატოლოგია
  • ესთეტიური და ციფრული სტომატოლოგია. 

„ბლიც დენტალის“ უახლოეს გეგმებში შედის საქართველოს მასშტაბით მინიმუმ 3 ფილიალის გახსნა და სამედიცინო ტურიზმის განვითარება, რომლის მიმართულებითაც უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები მსოფლიოს წამყვან ტურისტულ სააგენტოებთან, რაც მეტ ადამიანს მისცემს საშუალებას კლინიკის მომსახურებით ისარგებლოს.  

 




დეკორატიული ფილები

კომპანია დაარსდა 2019 წელს. დამფუძნებლებს სურდათ საზოგადოებისთვის ისეთი პროდუქტი შეექმნათ და შეეთავაზებინათ, რომელიც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ხელმისაწვდომი არ იყო, ანუ არ არსებობდა, ან არსებობდა, მაგრამ იყო ძვირი ან ერთფეროვანი. Სწორედ ამიტომ, წარმოებისს უპირატესობა მიენიჭა თანამედროვე დიზაინისა და ფორმის ფილებსა თუ საყვავილე ქოთნებს.  





ჯორჯიან ბიზნესს ზონ

კომპანია „ჯორჯიან ბიზნესს ზონ-ი” აწარმოებს ცხოველთა ინოვაციურ საკვებს პროდუქტს, რომელიც საქართველოს ბაზარზე ცნობილია სახელწოდებით „მაწიერი“.  ეს არის სრულიად ახალი, მაღალი ენერგეტიკული ღირებულების მქონე კომბინირებული საკვები. Პროდუქტი დამზადებულია ნატურალურ ნედლეულზე, არის მინერალებით სავსე და ჯანმრთელი საკვები. პროდუქცია გაიტესტა მარნეულის, ლეჩხუმისა და იმერეთის რეგიონში მდებარე ფერმებში, სადაც გამოიკვეთა, რომ პროდუქტის მოხმარების შემდეგ, მოიმატა წველადობამ, ცხიმოვნობამ და ა.შ.  ამჟამად „მაწიერი“ ახალციხეში იწარმოება. კომპანია აპირებს სრულად აითვისოს აქართველოს ბაზარი, შემდეგ კი პროდუქცია ექსპორზე გაიტანოს სომხეთსა და აზერბაიჯანში.

 




ჯიოსი

კომპანია „ჯიოსი” 2016 წელს დაარსდა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება კომერციული, ინდუსტრიული, საოფისე და სხვა დანიშნულების შენობების გათბობა-კონდიცირების და ვენტილაციის სისტემებით უზრუნველყოფაა. კომპანია დამკვეთებს სთავაზობს სრულიად ახალი თაობის ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებსა და სწორ საინჟინრო გადაწყვეტილებებს. „ჯიოსი” საქართველოში ევროპულ მაღალი კლასის ბრენდის, - INVENTOR-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია. ევროპის ხარისხის ორგანიზაციის წარმომადგენლობის მიერ, „ჯიოსი” ხარისხის ნიშნის სერტიფიკატი გადაეცა. საქართველოს ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის ბიზნეს ასცოციაციის გადაწყვეტილებით კი 2020 წლის ლიდერი კომპანის სახელი მიენიჭა.