Success Stories
გაიცანით აპლიკაციების კონკურსის ფინალისტები
ბიზნეს ბლოგი
21 October 2021
visibility 3573


22 ოქტომბერს აპლიკაციების კონკურსის ფინალია, სადაც გაირკვევა ჟიურის გადაწყვეტილებით, რომელმა გუნდმა იზრუნა ყველაზე მეტად ბიზნესის ცხოვრების გამარტივებაზე. კონკურსში მონაწილეობა, გამარჯვების მიუხედავად, მათ დაეხმარება ბიზნესის განვითარებაში, ინვესტორების თუ მომხმარებლების მოზიდვაში და ცნობადობის  გაზრდაში. სანამ პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, კიდევ ერთხელ გაგაცნობთ იმ გუნდებს, რომლებიც გამარჯვებისათვის იბრძვიან.

 

Theneo-ს მეშვეობით შესაძლებელია დროის უმოკლეს პერიოდში მაღალი ხარისხის, ლამაზი და ინტერაქციული API დოკუმენტაციის შექმნა. API დოკუმენტაციას არსებითი როლი აქვს წარმატებული ინტეგრაციების პროცესში, შესაბამისად, Theneo კომპანიებს ხელს შეუწყობს API-ს წარმატებულ დანერგვაში, სხვა კომპანიებთან პარტნიორობასა და ინტეგრაციაში. დღესდღეობით API-ზე ორიენტირებული ბაზარზე დაწინაურებული პლატფორმები საჭიროებენ დეველოპერის ჩართულობას API დოკუმენტაციის შესაქმნელად, Theneo-ს გამოყენების შემთხვევაში, კომპანის C-level არატექნიკური ფონის მქონე ფიგურებიც კი შეძლებენ დოკუმენტაციის მარტივად აწყობასა და რედაქტირებას.


„ვგეგმავთ, რომ დაარსებიდან 5 წლის თავზე ვიყოთ წამყვანი მოთამაშე API მენეჯმენტის ინდუსტრიაში და მივაღწიოთ 5.4 მილიონ მომხმარებელს. იმის მიუხედავად, რომ ბეტა ვერსია ხელმისაწვდომი 2021 წლის აგვისტოში გავხადეთ, თენეოს ყოველდღიურად უკვე 500-ზე მეტი კომპანია იყენებს და გვაქვს 58%-იანი ყოველკვირეული ზრდა. ყოველდღიურად ვმუშაობთ პროდუქტის გაუმჯობესებაზე, ვამატებთ ახალ ფუნქციებს, მალე ხელმისაწვდმი გახდება კორპორაციული პაკეტიც. ნოემბერში სტარტაპს წარვადგენთ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე - Web Summit 2021-ზე, რაც კომპანიის ცნობადობის ამაღლებაში კიდევ უფრო დაგვეხმარება,“ - ამბობს ანა რობაქიძე, Theneo-ს დამფუძნებელი. 

 


TheneoTheneo

 

 მისი თქმით, აპლიკაციების კონკურსის საშუალებით შესაძლებელი ხდება, რომ ახლადშექმნილი პროდუქტი მეტ ხალხს გააცნონ.  კონკურსი ხელს უწყობს ინოვაციური პროდუქტის შექმნასა და განვითარებას. გარდა ამისა, ინვესტორებისა და მომხმარებლების დაინტერესებას.



 

სტარტაპი Strange Elo ელექტრონული სპორტის მოთამაშეებს მათზე მორგებულ ქოუჩინგ და ბუსთინგ სერვისებს სთავაზობს. კონკურენტებისგან განსხვავებით ის მნიშვნელოვნად ამარტივებს გადახდის სისტემას და თანხის უკუგატარების მოთხოვნას. 

 

„დღეს-დღეობით მოთამაშეებისთვის ერთმანეთთან დაკავშირება დიდ სირთულეს წარმოადგენს. თუ საშუალოდ გეიმერი 16 საათი ცდილობდა პარტნიორის მოძიებას, ინოვაციური ფუნქციონალის წყალობით ჩვენ ამას 30 წამში ან ნაკლებში მოვახერხებთ,” - ამბობს გიორგი ცარციძე, სტარტაპის ერთერთი დამფუძნებელი. 

  

გიორგი აზრით, აპლიკაციების კონკურსი საშუალებას აძლევს სტარტაპებს ბიზნეს სფეროში პროფესიონალებისგან მიიღონ რჩევები, შეიძინონ ახლებური ხედვები და მათთან ერთად მსჯელობით უკეთ გაიაზრონ სუსტი და ძლიერი მხარეები. დამატებით, სტარტაპები ეუფლებიან ფიჩინგისა და სწორი კომუნიკაციის ხელოვნებას, რაც სამომავლოდ ინვესტიციების მოზიდვაში ძალიან მნიშვნლოვანია. და ბოლოს, აპლიკაციების კონკურსში დაწესებული ფულადი პრიზი ნებისმიერი სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლო ზრდა-განვითარებისთვის.  

 


Strange Elo

 




 


Exponent Group ქმნის პლატფორმას, kikliko.com, სადაც გაერთიანებული იქნება ხმოვანი გიფები თუ მიმები და ადამიანი შეძლებს  საკუთარი ემოციის გაზიარებს სხვა პლათფორმებზე. სტარტაპის  ბიზნეს მოდელი სრულად დაფუძნებულია Sponsored Content-ზე,  Instagram, Giphy, TikTok, Tenor-ის მსგავსად. მოდელი ასევე ითვალისწინებს Youtube-ს სტილში მონეტიზაციას კონტენტ კრეატორებისათვის.

„დღეს ძალიან აქტუალურია Sound Meme-ები ანუ იგივე Sound GIF-ები. ბევრი ადამიანი იწერს სხვადასხვა ონლაინ გადმოსაწერი ხელსაწყოებით YouTube-დან, ფილმებიდან და ა.შ. ვიდეოს მოკლე მონაკვეთებს, რომლებიც ემოციას გამოხატავენ და უზიარებენ მეგობრებს მესინჯერების გამოყენებით. ჩვენ შევქმენით მსოფლიოში პირველი პლატფორმა, რომელიც ამაზეა ორიენტირებული და ავტომატიზირებულს ხდის ამ პროცესს,“ - ამბობს გივი ბერიძე, Exponent Group-ის ერთერთი დამფუძნებელი. 

 


Exponent Group

 


გუნდი წევრებს იმედი აქვთ, რომ  ძალიან მალე ამერიკისა და ევროპის ქვეყნების (გერმანია, ინგლისი) ბაზარზე შესვლას ინფლუენსერ მარკეტინგის გამოყენებით შეძლებენ. საბოლოო ჯამში კი რომელიმე სოციალურ ქსელთან ინტეგრაცია მოახდენენ.




 

მომხმარებლების შოპინგ გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნავს PaySlip-ი, რომელიც ციფრული ქვითრების პლატფომაა. პლატფორმის მიზანია მოახდინოს ქაღალდის ქვითრების გაციფრულება და მიაწოდოს ისინი მომხმარებელს პირდაპირ საბანკო აპლიკაციაში, ისე რომ მას არ დასჭირდეს დამატებითი აპლიკაციის გადმოწერა.

 

„ჩვენ ვუმარტივებთ მომხმარებელს ხარჯების კონტროლს, ვაძლევთ საშუალებას მოახდინონ ფასების შედარება, ხარჯების ანალიზი და Forecasting-ი. ამასთან ვეხმარებით მისი უფლებების დაცვაში, ვაწოდებთ ციფრულ ქვითარს საბანკო აპლიკაციაში, რომლითაც მას შეუძლია პროდუქციის გადაცვლა ან დაბრუნება,“ - ამბობს როი შენგელია, გუნდის ლიდერი. 

 

გარდა ამისა, პროექტი ეკომეგობრულია და გარემოს დაბინძურებისგანაც იცავს, რომლის რისკსაც ქაღალდის ქვითრები ქმნის. 



PaySlip

 


 

 



 

Wowchy კი ადამიანებს საჩუქრის ჩუქების პროცესს უმარტივებს და გაცილებით მარტივს ხდის მას. ამ პლატფორმის მეშვეობით, საჩუქრის მაძიებელს შეუძლია შეარჩიოს, შეიძინოს და ატდესატს გაუგზავნოს  რომელიმე პოპულარული ბრენდის სასაჩუქრე ვაუჩერი. ვაუჩერის გაგზავნა შესაძლებელია სულ რამდენიმე წუთში ციფრულად ან ფიზიკური სახით. 

 

„Wowchy -ზე თავმოყრილია ყველა ბრენდის სასაჩუქრე ვაუჩერი ერთ სივრცეში და ციფრული ვაუჩერის გაგზავნა ხდება მყისიერად ადრესატის მობილურზე ან ელ. ფოსტაზე, ასევე გვაქვს გაგზავნის დაგეგმვის ფუნქცია, რომელიც წუთის სიზუსტით აგზავნის ვაუჩერს ადრესატთან. ფიზიკური ვაუჩერის შემთხვევაში მომხმარებელს აქვს საშუალება აირჩიოს სასურველი შეფუთვა და შეიყვანოს საიტზე  მისალოც ბარათზე დასატანი ტექსტი,“ - ამბობს Wowchy-ის დამფუძნებელი თათია ხაინდრავა.

 


Wowchy

 


 

სტარტაპი სამომავლოდ აპირებს, რომ ბრენდების არჩევანი მაქსიმალურად გაზარდოს და ვაუჩი ქარდის ინტეგრაცია მოახდინოს მერჩანტებთან, რათა ის უნივერსალური სასაჩუქრე ვაუჩერი გახდეს, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით ყველგან. ასევე, დაგეგმილია აპლიკაციის შექმნა და ჯგუფური ჩუქების ფუნქციის დამატებაც. 

 



 

არაფორმალური განათლების პროფესიონალებისა და ტრენინგ ცენტრებისთვის საქმიანობის გამარტივებაზე ზრუნავს სტარტაპი Huppy, რომელიც მათთვის ონლაინ მარკეტფლეისს ქმნის.   Huppy-ის აპლიკაცია მათ თავიდან ააცილებს ბევრ ლოჯისტიკურ პრობლემას. 

„ეს იქნება მარკეტფლეისი პროვაიდერებისთვის, რომლებიც ცდილობენ ფიზიკურ შეხვედრებზე გაყიდონ საკუთარი სერვისები, როგორიცაა:   საოფისე პროგრამების სწავლება, ფსიქოლოგების კონსულტაცია, ქოუჩინგი, რეპეტიტორები, უცხო ენების მასწავლებლები, ტრენერთა ტრენერები და ა.შ. ისინი ორი სახის პრობლემას აწყდებიან - ციფრული გაყიდვები და ლოჯისტიკა. ბევრი დრო იხარჯება შეხვედრების ორგანიზებაში, მათ რეკლამირებაში, შემდეგ გადახდების გადამოწმებასა და დამსწრეთა თავმოყრაში, ჩვენი აპლიკაცია ამ ყველაფერს ერთი ფანჯრით მოუგვარებს და გაუმზადებს პროდუქტს Google და Facebook რეკლამირებისთვისაც,“ -  ამბობს დავით გაბრიჩიძე, Huppy-ის დამფუძნებელი. 

Huppy-ი თანამშრომლობს ფლიქოლოგებთან, პედიატრებთან და ნევროლოგებთან, ეხმარება მათ ციფრულ ტრანსფორმაციაში და აპლიკაციის საშუალებით, მშობლებამდე მიაქვს მათი მომსახურებები და გამოცდილება. მათ შორის: 

  • ონლაინ კლასები მშობლებისთვის
  • ბავშვის განვითარების შეფასების ინსტრუმენტები
  • ბავშვის განვითარების დაკვირვების ინსტრუმენტები
  • ყოველდღიური აქტივობების პაკეტები

 


Huppy

 


 



 

Crosscreators - ის მიზანია აუგმენტური რეალობის შესაძლებლობები მაქსიმალურად აითვისოს და ხელმისაწვდომი გახადოს ის ყველა კომპანიისთვის.  ის ქმნის მარკეტფლეისს, სადაც ბრენდებს შეუძლიათ AR პროექტები გაცილებით სწრაფად და იაფად მიიღონ. ამისათვის ბრენდებს აუგმენტური რეალობის კონტენტის მიღების რამდენიმე გზა ექნებათ:

 

  • მარქეთფლეისიდან მზა template შეძენა; 
  • კრეატორების გალერეიდან დაკავშირება კრეატორთან;
  • კონკურსის გამოცხადება სხვადასხვა კონცეფციების მისაღებად და ბიუჯეტის შეთავაზებები. ერთი იდეის ნაცვლად ბრენდები მიიღებენ უამრავ იდეას, საიდანაც შეძლებენ აირჩიონ მათთვის მისაღები, როგორც კრეატიულობის, ასევე ბიუჯეტის თვალსაზრისით.

     

ამით Crosscreators-ის გუნდი ორივე მხარეს, კრეატორებსა და ბიზნესებს, უმარტივებს ცხოვრებას, რადგან კომპანიების უმრავლესობას არა აქვს რესურსი  AR პროექტების საწარმოებლად და კრეატორების მოძებნაც საკმაოდ რთული და დროში გაწელილი პროცესია. 

 

„სამომავლოდ აუცილებლად ვაპირებთ, რომ გავიდეთ საქართველოს ფარგლებს გარეთაც, რისთვისაც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას ვაპირებთ. ახლახანს უკვე მივიღეთ საგრანტო პროგრამის დაფინანება და გვყავს დაინტერესებული ინვესტორებიც. ჩვენი მთავარი მიზანია, აუგმენტური რეალობის დემოკრატიზაცია, რასაც ნაბიჯ ნაბიჯ ვახორციელებთ კიდეც,“ - ამბობს ანი მანჯავიძე, Crosscreators-ის დამფუძნებელი. 

 


Crosscreators

 



ანი ფიქრობს, რომ კონკურსში მონაწილეობა ან გამარჯვება Crosscreators-ს კიდევ უფრო მეტ ცნობადობას მოუტანს საჭირო წრეებში.  მონაწილეობა და ფინალში ყოფნა კი სტარტაპისთვის უკვე დიდი ვალიდაციაა, რომ საქმეს სწორად  აკეთებენ და ინსპირაცია, რომ კიდევ უფრო შორს წავიდნენ. 

 


 

Areal-ს აუდიო გიდი, რომელი ქმნის ციფრული გიდის მარკეტფლეის პლატფორმას, სადაც მუზეუმებს შეუძლიათ შექმნან აუდიო და ვიზუალური ტურები და აპლიკაციის მეშვეობით გაყიდონ. ასევე მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აუდიო გიდების გარეშე, ნებისმიერ მუზეუმში მიიღოს ციფრული გიდის სერვისი საკუთარი სმარტფონის მეშვეობით. 

ციფრული აუდიოგიდის შემქნელებს სურთ, რომ მუზეუმების და კულტურული მემკვიდრეობების ადგილების მომხმარებლების  გამოცდილება შეცვალონ.  ყველა მასალა, ინფორმაცია, სერვისი გაერთიანდება ერთ აპლიკაციაში, რითაც დამთვლიერებლები ნებისმიერ ადგილზე სერვისს კიდევ უფრო კომფორტულად და სწრაფად მიიღებენ. 



Areal

 


   

“აპლიკაციების კონკურსი ერთგვარი ტრამპლინია ყველა სტარტაპისთვის, მათ აქვთ შესაძლებლობა მოიძიონ როგორც ფინანსური, ისე სხვა არა-ფინანსური რესურსებიც, გააცნონ საკუთარი საქმიანობა ინდუსტრიაში დაინტერესებულ პირებს და გაზარდონ დაინტერესების კოეფიციენტი,” - ამბობს რეზი ფარულავა AReal -ის დამფუძნებელი. 




 

Edupay სწავლის გადასახადის ავტომატიზაციის პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერი ტიპის ფასიან საგანმანათლებლო დაწესებულებას და მშობელს გაუმარტივებს გადასახადის გადახდას. როგორ მუშაობს ედუფეი, ამაზე პლატფორმის ერთერთი დამფუძნებელი გიორგი ხაჩიძე გვესაუბრა. 

 „პლატფორმას აქვს სამართავი პანელი სასწავლებლისთვის, რომელიც ინტეგრირებულია იურიდიული პირების ბანკთან და ჩვენი ალგორითმი აანალიზებს საბანკო ამონაწერს, რომლითაც ვუჩვენებთ სასწავლებლის თანამშრომლებს თუ რომელმა მოსწავლემ დაფარა ან დააგვიანა სწავლის საფასურის გადახდა. პლატფორმა ორგანიზაციების მომხმარებლებს გადახდის თარიღამდე უგზავნის sms/email შეხსენებასა და ავტომატურად გენერირებულ ინვოისს.  ხოლო ვებ-გვერდიდან edupay.ge  გადამხდელს/მშობელს შეუძლია მარტივად შეამოწმოს მიმდინარე დავალიანება და გადახდის გრაფიკი.   სურვილის შემთხვევაში კი დაფაროს ის ბარათით ან მომენტალური ონლაინ განვადებით, რომელიც პლატფორმაზე უახლოეს მომავალში დაემატება.“ 

ედუფეის უკვე ჰყავს დაინტერესებული 16 სასწავლებელი, რომლებიც ჩაერთვებიან პლათფორმაში, რაც მისი დეველოპმენტი საბოლოოდ დასრულდება. მომავალი წლიდან კი ედუფეის დაემატება მარტივი ონლაინ განვადება, რაც სკოლებს საშუალებას მისცემს, რომ პრობლემური გადასახადების რიცხვი შეამცირონ, გადამხდელს კი თანხის 6 თვემდე პერიოდზე გადანაწილების ე.წ. buy now pay later-ის პრინციპის გამოყენების შესაძლებლობას.  ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის წარმატებულად ინტეგრაციის შემდეგ კი შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის ბაზარზე შესვლაა დაგეგმილი. 



Edupay

 


 



განათლების სისტემის მუშაობის გამარტივებაზე კიდევ ერთი ფინალში მოხვედრილი სტარტაპი ზრუნავს. Unisoft-ი არის ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო მართვის სისტემა, სადაც ინტეგრირებულია საგანმანათლებლო მოდული, გაციფრულებულია უნივერსიტეტის ყველა ძირითადი დეპარტამენტის საქმიანობა (კანცელარია, ფინანსები, ბიბლიოთეკა, HR, ხარისხის კონტროლი) და ასევე, ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ფუნქციონალი.

„ერთ აპლიკაციაში, ერთიან ონლაინ სივრცეში განთავსებულია უნივერსიტეტების ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა პროცესი, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულება წარმართავს საგანმანათლებლო საქმიანობის თითეულ ეტაპზე, სტუდენტის მიღებიდან - სწავლის დასრულებამდე. შესაბამისად, უნივერსიტეტები ფუნქციონირებენ სრულად ონლაინ რეჟიმში, ავტომატიზირებულ გარემოში, რაც თავის მხრივ მოითხოვს ნაკლებ დროს, ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს და ამცირებს შეცდომის დაშვების ალბათობას. ყველა მოდული ავტომატიზირებული და გაერთიანებულია ერთიან სისტემაში. ყველა პროცესი სრულდება მხოლოდ ერთ აპლიკაციაში, რომელიც სრულად მორგებულია უნივერსიტეტზე,“ - ამბობს გუნდის ლიდერი გიორგი ტურაშვილი. 

Unisoft -ისთვის კონკურსში მონაწილეობა არის ახალი გამოცდილება ინვესტორების წინაშე წარსადგენად. გიორგი ფიქრობს, რომ კონკურსი მათ დაეხმარებათ გაიცნონ და დაუკავშირდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც სტარტაპს ბიზესის განვითარებასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში დაეხმარებიან. 



Unisoft

 

„ამ კონკურსის ფარგლებში ჩატარებულმა სამუშაო შეხვედრებმა დარგის სპეციალისტებთან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩვენი ბიზნეს მოდელი,“ - ამბობს გიორგი.