Business news
თიბისი აგრო ბიზნესებისთვის
ბიზნეს ბლოგი
06 April 2022
visibility 4086



აგროსექტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. კარგად განვითარებული სოფლის მეურნეობა ნებისმიერ ქვეყანაში მზარდი ეკონომიკის საწინდარია. გარდა საკვებისა და ნედლეულის მიწოდებისა, სოფლის მეურნეობა მოსახლეობის დიდ პროცენტს დასაქმების შესაძლებლობასაც აძლევს, ამიტომ ამ დარგის მუდმივი განვითარება ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ახლა საგაზაფხულო სამუშაოები ინტენსიურ ფაზაში შედის და შესაბამისად, ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფინანსური თუ არაფინანსური მხარდაჭერა, რასაც მათ თიბისი სთავაზობს.  

ფერმერებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი ფინანსური რესურსი, ისარგებლონ სხვადასხვა ფინანსური პროდუქტით, რომელიც მათ საჭიროებებზე ინდივიდუალური პირობებითაა მორგებული. თიბისი თავის აგროპროდუქტებით ეხმარება მათ დაიფინანსონ მეურნეობისთვის საჭირო ხარჯები, გამოიყენონ საშეღავათო პერიოდი და გადახდა მოსავლიანობას მოარგონ.  

აგროსფეროს გამოწვევებზე და სექტორში თიბისის მხარდაჭერით გაჩენილ შესაძლებლობებზე  თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგის სერვის ექსპერთი შოთა გონგლაძე საუბრობს. 


ყველაზე მეტად რა აკლია ახლა აგროსექტორს საქართველოში და როგორ შეიძლება ამ დანაკლისის შევსება?


დღეს მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება დარგში ცოდნის დეფიციტი აგრობიზნესის მართვის თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებზე. დაინტერესებული პირი, რომელიც გადაწყვეტს აგრობიზნესის წამოწყებას, კონკრეტული დარგის სპეციალისტისთან ერთად კარგად უნდა ჰქონდეს გაანალიზებული და შესწავლილი ამ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები. რა თქმა უნდა, დარგის კვალიფიციურ ცოდნას და საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა დღეს მოქმედი მეურნეობების მაგალითზე, შესაძლებელია მათ მიერ თავის დროზე დაშვებული შეცდომებისა და წარმატებების მიღწევის გზების გათვალისწინება საკუთარ წამოწყებაში.


 

რა შესაძლებლობებს აძლევს თიბისი ფერმერებს?

 

ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნობრიობით სურს ფერმერს პროექტის განხორციელება, ამის შესაბამისად უნდა მოხდეს შესაძლებლობების მოძიება. თუ საუბარია საგაზაფხულო სამუშაოებისათვის ანდა მეცხოველეობის მიმართულებით მიმდინარე დანახარჯების დაფინანსებაზე, თიბისი ფერმერებს სთავაზობს აგრო სესხებს მათ საქმიანობაზე მორგებული ინდივიდუალური გრაფიკით, რომლის მიღებაც მარტივად და დროულად, მათივე რაიონში მდებარე ჩვენს სერვის ცენტრში შეუძლიათ. 

წელს ძირითადი ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, 100 000 ლარამდე სესხები გაიცემა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, სადაც სესხის ძირ თანხაზე დარიცხულ 12 თვის პროცენტს დააფინანსებს სოფლის განვითარების სააგენტო წლიური 9%-ის ოდენობით. 

რაც შეეხება ინვესტიციების განხორციელებას, აგრო საქმიანობის წამოწყების ან მეურნეობის გაფართოების მიზნით, კარგი შესაძლებლობაა თიბისის აგრო სტარტაპებით სარგებლობა, რომლის ფარგლებშიც 2016 წლიდან თიბისი აქტიურად აფინანსებს თითქმის ყველა აგრო მიმართულებას, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველად, ასევე გადამამუშავებელ წარმოებაში და რეგიონებში აგროტურიზმის განვითარებისთვის. თიბისის აგროსტარტაპები განსაკუთრებით კარგი შესაძლებელობაა ისეთი მსხვილი ინვესტიციების განსახორციელებლად, სადაც შემოსავლის მიღება ერთი ან რამდენიმე სამეურნეო პერიოდის შემდეგ ხდება, მაგალითად მრავალწლოვანი კულტურების ბაღების და პლანტაციების გაშენება. მსგავსი პროექტების დაფინანსებისას ფერმერი სარგებლობს გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით სესხის ძირ თანხაზე და ეს ვადა დამოკიდებულია დასაფინანსებელი დარგის ანდა გასაშენებელი კულტურის სპეციფიკაზე. მაქსიმალური საშეღავათო პერიოდი ძირ თანხაზე 5 სამეურნეო წელია. 

აქვს თუ არა ფერმერს საშუალება, რომ თიბისის აგროკამპანიაშიც იყოს ჩართული და სხვა რესურსებიც მოიძიოს?

თიბისის სასესხო პროდუქტებით სარგებლობა არ გამორიცხავს პარალელურად სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების საგრანტო პროექტებში მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს თიბისი დაუფინანსებს საინვესტიციო პროექტის დარჩენილ ხარჯებს, რასაც არ ითვალისწინებს კონკრეტული საგრანტო კომპონენტი.



ფერმერებისთვის არაფინანსური მხარდაჭერა, რას მოიცავს ის? 


არაფინანსური მხარდაჭერა ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მოიცავს. თიბისის დაფინანსებასთან ერთად ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი ექნება დაიწყოს საკუთარი აგრობიზნესი ან განავითაროს არსებული მეურნეობა კვალიფიციურ მომსახურებას გაუწევენ ჩვენს მიერ შერჩეული აგრო კომპანიები მეფრინველეობის მეხორცული მიმართულებით, ხეხილის და კაკლოვნების თანამედროვე ბაღების გაშენებისას. მათი ჩართულობა პროექტის დაგემვის ეტაპიტადვე იქნება შესაძლებელი. ისინი ასევე დაეხმარებიან წარმოების სრული ციკლისთვის საჭირო ყველა საშუალების შერჩევაში (ფერმის აღჭურვილობა, ფრინველის საკვები, ბაღების გაშენების შემთხვევაში – ნერგები, სარყავი სისტემა, პრეპარატები და სხვა). 

კამპანიის ფარგლებში რა შესაძლებლობება აქვთ სტარტაპებს? 

მათ შეუძლიათ ისარგებლონ და მაქსიმალურად გამოიყენონ დღეს არსებული ყველა შესაძლებლობა, ანუ თავიანთ პროექტზე ინდივიდუალურად გამოიყენონ ყველა სარგებელი, რასაც ვთავაზობთ. მაგალითად: ძირითად საშუალებებზე მიიღონ ძირ თანხაზე დარიცხული პროცენტის სუფსიდია; ასევე ჰქონდეთ გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდი – დასაფინანსებელი საქმიანობიდან გამომდინარე. თუ უზრუნველყოფის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდათ, შეუძლიათ, ჩაერთონ სახელმწიფო საკრედიტო-საგარანტიო სქემაში, მოპოვებული გრანტის შემთხვევაში კი მიიღონ სესხი საგრანტო კომპონენტის პირობების გათვალისწინებით.

ზემოთ დასახელებული მიზნობრიობების დაფინანსების შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორი აგროკომპანიებისგან მიიღონ სრულ მხარდაჭერა არასაკმარისი ცოდნის შევსების მიზნით. 



 როგორ ეხმარება თიბისის აგრო სესხი საქართველოში აგროსექტორის გაფართოებასა და გაუმჯობესებას?


აგროსეზონზე მეურნეობის მიმდინარე ხარჯებისთვის ფინანსებზე მარტივად ხელმისაწვდომობა მათ ფინანსურ სტაბილურობას განაპირობებს. შედეგად ვიღებთ აგროვადების დაცვით განხორციელებულ ღონისძიებებს, მეტ ათვისებულ ფართობებს, სწორად მოვლილ ბაღებს, პლანტაციებსა და ფერმებს. 

მათ კი, ვისაც წლევანდელი ხანგრძლივი და მკაცრი ზამთრის პერიოდში ვერ მოასწრეს დაგეგმილი პროექტების შესრულება (ბაღების გაშენება, მეცხოველეობის ფერმების მოწყობა და ა.შ), მათთვის დროულად გამოყოფილი დაფინანსება პროექტების წარმატებით განხორციელებაში დაეხმარებათ. 

თიბისი საქართველოს ყველა რეგიონშია წარმოდგენილი.  თიბისი ფერმერებს მათ აგრო მეურნეობის სპეციფიკაზე მორგებულ სესხს სთავაზობს, გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით. 

აქ.ახლა შეგიძლია აიღო სესხი ონლაინ შენი ბიზნესისთვის და შეხვდე საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას მომზადებული:  TBC-აგრო სესხი

ან ეწვიე თიბისის ფილიალს შენს რეგიონში, მთელი საქართველოს მასშტაბით, აიღე აგროსესხი მარტივად და ისარგებლე გადახდის შენზე მორგებული, მოქნილი გრაფიკით.